საზოგადოება „ქართული“: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული მშვიდობის შენარჩუნების სურვილს ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ინტერპრეტაციით ფუთავს და არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს
გიორგი გაბუნია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული მშვიდობის შენარჩუნების სურვილს ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ინტერპრეტაციით ფუთავს და არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს, - აღნიშნულია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში, რომლითაც საზოგადოება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება.
„ქართულის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება.
„რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი“, - ეს სიტყვები დიდ უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას ეკუთვნის, რომლის აღდგენილი სახლ-მუზეუმი მალე გაიხსნება. მას უყვარდა საქართველო, ქვეყანა, რომელმაც მიიღო და თავი მეორე სამშობლოში აგრძნობინა. ისევე, როგორც დიდ ქართველ პოეტს, დავით გურამიშვილს სამშობლოდან შორს ყოფნისას ნუგეში და გადარჩენა მისცა უკრაინამ.
ჩვენ დღემდე გვტკივა და ვგლოვობთ მეორე მსოფლიო ომში უკრაინის გასათავისუფლებლად დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს. მხოლოდ ქერჩთან, გმირულად დაიღუპა 120 000 ქართველ მეომარი. ვმადლობთ იმ უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით ებრძოდნენ ოკუპანტს და პატივს მივაგებთ უკრაინაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთაგანაც 50-ზე მეტი უკვე შეეწირა უკრაინისთვის ომს.
ეს ისტორიაცაა და დღევანდელობაც. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში რთული პერიოდია და უკრაინის ხელისუფლებების მცდელობებით წარმოქმნილი პრობლემები, მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის საზოგადოებების მტკიცე პოზიციამ შეიძლება აღმოფხვრას. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის, უკრაინელი საზოგადოებისთვის მოგვემართა და ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის წუხილი გადმოგვეცა:
გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო და დაუშვებლად მიიჩნია ჩვენთან პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების თემატიკის გამოყენება.
ქართველი საზოგადოება და სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინის სამართლიან ომს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ეს მოწოდება. ჩვენს ხელისუფლებას ხომ იუმორისა და ქილიკის საგნად არ გაუხდიათ უკრაინელების თავდადება, როგორც ეს თქვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააკეთა და რისთვისაც აქამდე ბოდიში არ მოუხდია.
ჩვენი მთავრობა კი ამ მაგალითს იყენებს იმისთვის, რათა აჩვენოს უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამ უსამართლო ომის საშინელება და გაუადვილოს ქართველ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობისთვის.
ასევე გაუგებარია, რისი თქმა უნდოდა საგარეო სამინისტროს, როცა აღნიშნავს, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია“.
არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ, ფაქტია, ეს ორივე ნარატივი საქართველოში სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, ვინც საქართველოს დღემდე დამღუპველი მეორე ფრონტისკენ ექაჩება. პოლიტიკოსებმა, ვინც არაერთგზის განაცხადეს, რომ საქართველოში მშვიდობას ამჯობინებენ რაკეტების ცეცხლს და ომს.
ჩვენ, როგორც ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მეგობრებს გვინდა ავუხსნათ, თუ რეალურად რა დგას ასეთი განცხადებების უკან და რამ შეიყვანა ჩიხში ქართული-უკრაინული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.
თითქმის სამი წელია, უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომს შეეწირა ათასობით მებრძოლი, მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვები, განადგურებულია ქალაქები და სოფლები, მილიონობით ადამიანი გახდა დევნილი. რუსული ოკუპაციითა და სისასტიკით გამოწვეული ეს ტკივილი, გვერწმუნეთ, ისე არავის ესმის, როგორც ქართველ ხალხს, რომელმაც ბოლო 30 წელია, სამი სრულმასშტაბიანი ომი გადაიტანა რუსეთთან, ოკუპირებულია ჩვენი ძირძველი ისტორიული მიწების 20 და იძულებით გადაადგილებულია მოსახლეობის 10 პროცენტი. ამიტომაც, ქართველებმა კარგად ვიცით, როგორც მშვიდობის, ისე ომის ფასი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული მშვიდობის შენარჩუნების სურვილს ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ინტერპრეტაციით ფუთავს და არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს.
ქართველებს არასოდეს დაგვცდენია სამდურავი უკრაინელების მიმართ, ის თქვენს პოლიტიკურ ელიტას ეკუთვნის, რომელმაც თავშესაფარი მისცა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების გაქცეულ მაღალჩინოსნებს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელთა მიერ არჩევნების გზით ჩამოცილებული და დანაშაულში მხილებული ჩინოვნიკები საქართველოში მიგვეღო და აქაური სამთავრობო თანამდებობები ჩამოგვერიგებინა. უკრაინის ხელისუფლებებმა კი სასამართლოს მიერ დანაშაულებში მხილებული პირები გამომწვევად შეიფარეს და უმეტესობას წამყვანი თანამდებობები უბოძეს. დიპლომატიური ეტიკეტით ეს არამეგობრული ნაბიჯებია და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ სიმპათიებს ან ინტერპრეტაციებს სამართლიანობაზე. უბრალოდ, მეგობრები ასე არ იქცევიან.
საქართველოს მაშინაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ პარტნიორული ურთიერთობები და ხალხებს შორის მეგობრობა, როცა, უკრაინელი ჩინოვნიკების ხელშეწყობით, ყოფილი პრეზიდენტი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არეულობის მოსაწყობად და სისხლიანი რევანშისათვის 2021 წელს, არჩევნების წინ, საქართველოში შემოაპარეს.
ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მტკივნეული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩვენი ქვეყნიდან ელჩის გაწვევა ,,მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარდა, ინდივიდუალური ეკონომიკური სანქციები რუსეთს არ დაუწესა მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ისრაელმა. არადა ელჩი რატომღაც მხოლოდ საქართველოდან გაიწვიეს.
ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ უკრაინას ელჩი არ გაუწვევია ბელარუსიდან, საიდანაც უკრაინაზე რუსეთის პირველი თავდასხმა განხორციელდა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ღია და ორგანიზებული შეტევა, მოწოდებები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ძალისმიერი გზით დაბრუნების თაობაზე; სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე; ვიზიტები დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამფუძნებლის და მთავრობის წევრების სანქცირების თხოვნით.
ასევე თვალშისაცემი იყო, მათი აქტივობის და ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის თანხვედრა და სინქრონული მოქმედება. ომში მყოფი ქვეყნის პარლამენტის წევრები თუ მაღალი თანამდებობის პირები - დანილოვი, არესტოვიჩი, პოდოლიაკი, გონჩარენკო, ერმაკი და უაქცენტო რუსულით მოლაპარაკე დავით არახამია, გამუდმებით ადანაშაულებდნენ საქართველოს ხელისუფლებას სამშვიდობო პოლიტიკის გამო და პრორუსულად ნათლავდნენ. მთელ ამ კამპანიას კი ნათელი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა მოჰფინა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ღიად გამოხატა: ,,თუ დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, - მათ [რუსებს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები“.
საქართველოს ხელისუფლება როდესაც მეორე ფრონტზე საუბრობს, მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს არ ეყრდნობა. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ ცხელ წერტილად ქცევის სურვილი იყო და რჩება მსოფლიოში ომის პარტიად აღიარებული გავლენიანი ძალების მიზნად, იმის მიუხედავად, რა შედეგი მოჰყვება ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის მორიგ სამხედრო აგრესიას. ჩვენ ვართ პატარა, სამმილიონიანი ქვეყანა, ბევრად ნაკლები, ვიდრე უკრაინის რომელიმე ერთი დიდი ქალაქია და ვერ გავუძლებთ ახალ ომს პირობებში, როცა რუსული ჯარები დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დგანან და უკრაინის მსგავსად, არც ჩვენთვის მოუწოდებიათ ჩვენს დასავლელ მეგობრებს საჭირო რაოდენობისა და სიმძლავრის საჰაერო თუ სხვა სახის თავდაცვის საშუალებები.
საქართველომ, სამი გადახდილი ომიდან, სხვა მწარე გამოცდილებაც მიიღო. ამ 30 წელიწადში, პატარა ქვეყანა სრულიად მარტო აღმოჩნდა ასჯერ უფრო დიდი აგრესორის წინაშე. ახლაც და მაშინაც, ნატოს უსაფრთხოების ქოლგის გარეშე მყოფი საქართველო ბედის ანაბარა დარჩა. 2008 წელს იგი არავის დაუცავს არც იარაღით, არც ოკუპანტისთვის დაუწესებია რომელიმე ქვეყანას სანქციები, მათ შორის არც თქვენს სამშობლოს, ჩვენთვისაც ძალიან ძვირფას უკრაინას.
საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, მიუხედავად უკრაინის მთავრობების არამეგობრული ნაბიჯებისა, არასდროს უღალატია მეგობარი ქვეყნისთვის. საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად შეუერთდა 600-ზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას საერთაშორისო არენაზე და ყველა უცხოური ინსტიტუტის აღიარებით, ზედმიწევნით იცავს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების კუთხითაც ლიდერებს შორისაა და ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ დახმარების უდიდესი ნაწილი ქართულმა საზოგადოებამ შეაგროვა. საქართველო ეხმარება ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. ქვეყნის განათლების სისტემამ მიიღო 2 300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე და პროგრამით იღებს.
ქართველები არ ვითვლით მეგობრების გაწეულ დახმარებას, ამას მხოლოდ თქვენს მთავრობას ვახსენებთ, რომელიც ახლაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლას, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად.
მთავრობები და პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, არც დღევანდელი ლოკალური სახელმწიფო მიზნებია სამუდამო, არც ეს ომი გაგრძელდება უსასრულოდ. მარადიული ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა მივცეთ პოლიტიკურ ძალებს საშუალება, ისეთი ნაჭრილობევი დატოვონ ურთიერთობებში, რომელთა დავიწყებას თაობები დასჭირდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი საზოგადოებაც, რომელსაც დღეს მძიმე განსაცდელის გავლა უწევს, სათანადო პასუხს გასცემს ჩვენს ხალხებს შორის უნდობლობის დათესვის მცდელობებს. მშვიდობა, გამარჯვებები და კეთილდღეობა ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება
თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 21:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.
02 ნოემბერი 2024, 21:32
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება
„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება“.
02 ნოემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.
02 ნოემბერი 2024, 21:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 20:53
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა
დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა
„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 20:26
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც
ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.
02 ნოემბერი 2024, 20:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება
„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 19:00
პოლიტიკა
მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება
ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობას გავზრდით, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 18:51
ეკონომიკა
მაია ომიაძე: გასტრონომიული კამპანიის ფარგლებში გამოვყოფდი ჯეიმი ოლივერის საქართველოში ვიზიტს. ცნობილი შეფ-მზარეულის მიმდინარე კამპანია მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე 300 მილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის ტელევიზიას
წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
02 ნოემბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებებზე: ეს იყო არადიპლომატიური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა - საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:20
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში - ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.
02 ნოემბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, ანეკდოტურებიც კი გახდნენ. ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს" მახსენებს,ზოგი „ბეთჰოვენას" „ღიმილის ბიჭებიდან“
ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:12
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და ბაზარზე ვითარება დამშვიდდება
ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი არაერთხელ იყო პანიკური ზეწოლის ქვეშ. არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რყევის ქვეშ, არამედ, პანიკური ზეწოლის ქვეშ. ცხადია, პანიკის დათესვა ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია და ძალიან სწორ ხაზზე ფრთხილადაა გასავლელი, რომ პანიკამ არ იქონიოს გავლენა, რომელიც გამოიწვევს მოკლევადიან რყევებს. რა თქმა უნდა გრძელ ვადაში ყველაფერი დამშვიდდება, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: დღეს, მათი ქმედებები ქვეყნისთვის საშიში აღარ არის, რადგან მათ უკან აღარ დგას დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარ აგენტურას აქ უცხო ქვეყნების ინტერესები უნდა გაეტარებინა
მისი თქმით, დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოსთან შეიძლება მიდიოდეს, ეს არის გადატვირთვის პოლიტიკა. „ეს ულტიმატუმების ენა ძალიან მალე დასრულდება. ამერიკაში დასრულდება თუ არა არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ ამერიკა გადავა გადატვირთვის პოლიტიკაზე და მას მიჰყვება ყველა ევროპული ქვეყანა, რომლებიც ამერიკის გავლენის ქვეშ არიან“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
02 ნოემბერი 2024, 17:48
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“: პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს - ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა. ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს
რეჟიმი გასამართლდა ქართველი ხალხის მხრიდან და ფაქტობრივად, ისინი ოპოზიციურ ველსაც ჩამოშორდნენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 17:47
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად რეგიონებში 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს აგზავნის
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დამატებით 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მისი თქმით, სტიქიის ზონაში 5 ათასი ჯარისკაცი და 5 ათასი პოლიციელი დამატებით იმუშავებს. ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ისინი სამძებრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი. ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს, თუმცა ვითარება ადგილზე კვლავ კატასტროფულია. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ ვალენსიასა და მის შემოგარენში 211 ადამიანი იმსხვერპლა.
02 ნოემბერი 2024, 17:46
არჩევნები 2024
ნანა კაკაბაძე: ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას. მათთვის ყველა გზა მოჭრილია, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული
ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.