გიორგი ცუცქირიძე: რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს შევახსენებ, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები უკან დარჩებათ, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკურიც, თუ საქართველოში სიტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ამ დღეებში გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის მეტად ნიშანდობლივი სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში, რაც უნისონშია მილერის განცხადებასთან. სტატიაში არის პირდაპირი მოწოდება, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და მთლიანად გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. რადგან სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული ანუ ყველგან, სადაც რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულ სიტუაციაში, ასეთი გლობალური რყევებისას, დანის პირზე გავლა უწევს საქართველოს. ეკონომისტი რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს მიმართავს და ახსენებს, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკური მთავრობაც უკან დარჩებათ, თუ საქართველოში სიტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა.
„მოგეხსენებათ ორიოდე დღის წინ, აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელმა მილერმა განაცხადა, რომ ზელენსკის "გამარჯვების გეგმა" მოიცავს იმასაც თუ რა უნდა გააკეთოს ყველა ქვეყანამ უკრაინის გამარჯვებისთვის.
ეს განცხადება არ იყო შემთხვევითი, რადგან უკრაინა - რუსეთის ომის ცალკეულ პერიმეტრებზე, რომ მძიმე სიტუაციაა, თავად ზელენსკიმ განაცხადა აშშ-ში ბოლო ვიზიტისას. ცნობისათვის რამდენიმე დღის წინ, დონეცკის ოლქში, რუსები მნიშვნელოვან ქალაქ ვუჰლედარში შევიდნენ და მთელი დასახლება დაიკავეს, რომელიც უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იყო, რასაც რუსეთის არმია 2022 წლიდან უტევდა, ხოლო 2023 წელს რუსებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგი განიცადეს.
რუსეთი, რომ მომავალ წელს გარდამტეხ წლად მიიჩნევს, იანვრიდან გაწვევის ახალი ტალღის დაწყება და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გარკვეული პარამეტრები, მათ შორის სამხედრო ხარჯების ზრდა ადასტურებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2025 წლის სამხედრო ხარჯები ბიუჯეტში დაგეგმილია 13,2 ტრილიონი რუბლის ოდენობით (მშპ-ს 6,2%), რაც სარეკორდოა და მეოთხედით მეტია 2024 წელთან შედარებით (10,4 ტრილიონი რუბლი), ამასთან ფაქტობრივად ეკონომიკის საომარ პლატფორმაზე გადასვლას ნიშნავს, აღემატება რა სოციალურ ხარჯებსაც კი.
აქვე შევნიშნავ, რომ რუსეთის ბიუჯეტი იძლევა ამის შესაძლებლობას დეფიციტის გაზრდის გარეშეც. ანალიტიკური კომპანია Bruegel-ის მონაცემებით 2024 წლის მესამე კვარტალში რუსეთმა გაზარდა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება 13,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რაც წინა კვარტალზე და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია. რუსეთის წილი ევროპულ იმპორტში გაიზარდა 19,4%-მდე და მიაღწია 2022 წლის დონეს, რითაც გაუსწრო შეერთებულ შტატებს და მეორე ადგილი დაიკავა გაზის მიმწოდებლებს შორის.
ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის მეტად ნიშანდობლივი სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში, რაც უნისონშია მილერის განცხადებასთან. სტატიაში არის პირდაპირი მოწოდება, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და მთლიანად გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. რადგან სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება.
სტატია აღნიშნულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული ანუ ყველგან, სადაც რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება.
თუ მხედველობაში მივიღებთ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის არმიის შესვლას ლიბანში და ისრაელ- ირანის განახლებულ სამხედრო კონფლიქტს, 2025 წელი უმძიმესი შეიძლება გამოდგეს.
არც არავის ვზაფრავ და არც ვაშინებ, თუმცა ასეთ სიტუაციაში, ასეთი გლობალური რყევებისას, დანის პირზე გასვლა მოგვიწევს, რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს კი შევახსენებ, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები უკან დარჩებათ, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკურიც, აქ თუ სიტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2024, 01:17
არჩევნები აშშ
The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა
მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:36
არჩევნები აშშ
Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა
პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:17
არჩევნები აშშ
CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
05 ნოემბერი 2024, 22:33
საზოგადოება
სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
05 ნოემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას
ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის
ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში
ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები
უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.
05 ნოემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება
„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:03
პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:00
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ
არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.
05 ნოემბერი 2024, 21:55
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:53
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, საქართველოს და მოლდოვის არჩევნებზე განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა
ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს
პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, - განაცხადა პრემიერმა.
05 ნოემბერი 2024, 21:41
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის - 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას
ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:35
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო
ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:34
არჩევნები აშშ
ტრამპი: თუ წავაგებ არჩევნებს, თუ ეს სამართლიანი არჩევნებია, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას აღიარებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიაროს, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება.
05 ნოემბერი 2024, 21:03
არჩევნები აშშ
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა.
05 ნოემბერი 2024, 20:51
არჩევნები აშშ
კამალა ჰარისი: დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, ხმა მიაწვდინეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს - ჩვენ ერთად დავწერთ დიადი ისტორიის შემდეგ თავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
05 ნოემბერი 2024, 20:50
არჩევნები 2024
ისნის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი „ნაციონალებს“ კვლავ არ სურთ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საარჩევნო პროცესის საბოტაჟი და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლა. ისნის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი „ნაციონალებს“ კვლავ არ სურთ.