05 ოქტომბერი 2024, 17:17 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებულ ფორმა 100-ზე: ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ასე აცხოვრებდა საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი - სიყალბეში

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ სიყალბეში აცხოვრებდა ქართულ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებულ ფორმა 100-თან დაკავშირებით.

„ახლა, მორიგ ჯერზე კიდევ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ფაქტი, სამედიცინო ფაქტი. ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდგომ შეიძლება საერთოდ ისეთი ცნობაც ვიხილოთ სააკაშვილზე, თითქოს ის არ იმყოფება „ვივამედში“. აი, გაყალბების დონე ამ დონემდე შესაძლოა მივიდეს.

ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ასე აცხოვრებდა საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი - სიყალბეში აცხოვრებდა ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს.

ყველა სიახლე

14 ნოემბერი 2024, 15:05

რეგიონი

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 15:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა სერიოზულად აღიქვას, რომ თუ ლგბტ პროპაგანდა არ იქნება სკოლებსა და ბაღებში, მაშინ ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება

ჩვენ ვიცით ქრისტიანულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვების უფლებებზე ორიენტირებული ევროპა და სწორედ ასეთი ევროპისკენ მივდივართ,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

თამარ ჩიბურდანიძე

14 ნოემბერი 2024, 14:56

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დასავლეთის პოლიტიკურ პანდემიას ჩვენთან ერთად თავად ევროპელებიც ებრძვიან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება

„თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდო ლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

14 ნოემბერი 2024, 14:54

საზოგადოება

როგორი იქნება სპორტის სასახლე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. ფოტოგალერეა

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

ეკა სეფაშვილი

14 ნოემბერი 2024, 14:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ, თუმცა იყო ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ დადებითი გამოხმაურება

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართვა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთდა.

ჟოზეფ ბორელი

14 ნოემბერი 2024, 14:46

მსოფლიო

ბორელი ალიევს საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა. „პრეზიდენტ ალიევის ბრალდებები ევროკავშირის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მისამართით ძალზედ სამწუხაროა. ეს მიუღებელი განცხადებები ძირს უთხრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობით კლიმატის კონფერენცია COP29 ისახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთსა და ნიდერლანდებს“, - დაწერა ბორელმა. ბორელმა აგრეთვე გააკრიტიკა აზერბაიჯანი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო. მისი თქმით, მედია და არასამთავრობო სექტორი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარებას აღწერენ.

14 ნოემბერი 2024, 14:45

კულტურა

თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები განიხილა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 14:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არ საუბრობს, გახარია მათ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი არაფერია თუ არა, მათი პატრონების დავალება, გამიჯნონ - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარია

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს, 2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მოგვჩვენებია ნამდვილად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

14 ნოემბერი 2024, 14:40

პოლიტიკა

რადიკალების კამპანია არჩევნების შედეგების წინააღმდეგ - თბილისის ქუჩებში ძეგლები შავი წერტილებით მონიშნეს

რადიკალებმა და მათი სატელიტებმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში სხვადასხვა კამპანია დაიწყეს, მათ შორის შეურაცხმყოფელი ხასიათის.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 14:30

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს კატეგორიულად მიუღებელია

დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

ტიერი მარიანი

14 ნოემბერი 2024, 14:25

არჩევნები 2024

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ეს არ იყო დებატები. მე განხილვა მივამსგავსე ბავშვს, რომელიც ჩაუთქვამს სურვილს და გაღვიძებისას აღმოჩნდება, რომ ოცნება არ ასრულდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

ლევან მახაშვილი

14 ნოემბერი 2024, 14:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ

ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებს.

მაიკ უოლცი

14 ნოემბერი 2024, 14:23

მსოფლიო

ტრამპის მომავალი მრჩეველი: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს, განაცხადა ტრამპის მიერ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე წარდგენილმა მაიკ უოლცმა. „პრეზიდენტმა [ტრამპმა] ნათლად განაცხადა, რომ მას ორივე მხარის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა სურს. ის ფოკუსირებულია ომის დასრულებაზე და არა მის გაგრძელებაზე“, - თქვა უოლცმა. ტრამპის მომავალმა მრჩეველმა აგრეთვე დასძინა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა უკრაინასთან მიმართებაში დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ტრამპზე. „ეს ჩემზე კი არა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა უოლცმა.

ბრონისლავ ონდრუში

14 ნოემბერი 2024, 14:20

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე: სრულიად საშინელებაა. ვინც აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, არასდროს ყოფილა საქართველოში

ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში „ქრონიკასთან“ იმ ევროპარლამენტარების გამოსვლებს აფასებს, რომლებმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ონდრუშის შეფასებით, მათი პოზიცია საშინელებაა და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.

ანდრაშ ლასლო

14 ნოემბერი 2024, 14:18

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

14 ნოემბერი 2024, 13:59

მსოფლიო

პოლონეთში ამერიკული სამხედრო სარაკეტო ბაზა გაიხსნა

აშშ-ისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ნატოს სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პოლონეთში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნის იდეა, რომელიც ნატოსთან სრულად თავსებადია, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს ეკუთვნის. ჩანაფიქრის თანახმად, ბაზას ევროპა ირანიდან მომდინარე საფრთხეებისგან უნდა დაეცვა. თავის მხრივ, პოლონეთი ამ ბაზას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავ ობიექტად აღიქვამს. ეს შიშები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამძაფრდა.

14 ნოემბერი 2024, 13:33

მსოფლიო

აბიტურიენტები სამხრეთ კორეაში აბარებენ 8 საათიან გამოცდას, რომლის დროსაც საპირფარეშოში გასვლაც კი არაა რეკომენდებული

14 ნოემბერს სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომლამდეც ისინი სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ.

14 ნოემბერი 2024, 13:31

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

14 ნოემბერი 2024, 13:29

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 2 პირს 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.

ოლაფ შოლცი

14 ნოემბერი 2024, 13:23

მსოფლიო

Bild: ოლაფ შოლცი საკუთარ პარტიაში პოპულარობას კარგავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში“ პოპულარობას კარგავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, რომელიც Forsa-ს ინსტიტუტის გამოკითხვას ეყრდნობა, შოლცს პოპულარობით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსწრებს. შეკითხვაზე, თუ ვის ისურვებდით „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ კანცლერის თანამდებობაზე, მხოლოდ 13% ასახელებს შოლცს, მაშინ როცა პისტორიუსს გამოკითხულთა 57% უჭერს მხარს. საკუთრივ პარტიის მომხრეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ შოლცს 30% უჭერს მხარს, ხოლო პისტორიუსს - 58%.