07 ოქტომბერი 2024, 18:02 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ჰერჩინსკიმ თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, წინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი შეთანხმებული მოქმედება.

„ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ. „ფორმულის“ განთქმას მალევე მოჰყვა ჰერჩინსკის შემდეგი განცხადება (თუ განმარტება):

„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“…

„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“.

მოკლედ, ჰერჩინსკიმ ამ ბოლო სიტყვებით თითქოს, უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, წინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი დატუქსვა და მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი შეთანხმებული მოქმედება“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

04 ნოემბერი 2024, 14:28

არჩევნები 2024

საქართველოს რუკა მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციისთვის. ოპოზიცია ხალხის მოტყუებას ცდილობს

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე გავრცელდა დეზინფორმაცია. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველმა გუნდმა რუკიდან გააქრო.

04 ნოემბერი 2024, 14:26

ტექნოლოგიები

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:26

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის

ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

04 ნოემბერი 2024, 14:22

არჩევნები 2024

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: სიგიჟეებს ამბობენ, მოიგონეს ფარულობა არ იყო დაცულიო, რომ შეცდომაში შეიყვანონ თავისი ამომრჩეველი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრობს. მისი თქმით, რადიკალები იტყუებიან თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების დღეს დაცული არ იყო, რაც აბსურდია. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას

სინამდვილეში ერთი არგუმენტიც არ დაუდია ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათი მთელი ეს პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და თავის მართლება როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

04 ნოემბერი 2024, 14:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, სადაც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.

04 ნოემბერი 2024, 14:01

სპორტი

პერუში მატჩზე მეხის დაცემას ფეხბურთელი ემსხვერპლა

The Mirror-ის ინფორმაციით, 39 წლის ჰუგო დე ლა კრუზ მეცა მოედანზე მას შემდეგ დაეცა, რაც თამაში მოახლოებული ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, თუმცა სპორტსმენებმა მინდვრის დატოვება ვერ მოასწრეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

04 ნოემბერი 2024, 14:00

პოლიტიკა

გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში. „რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში", - წერს გია აბაშიძე. მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

04 ნოემბერი 2024, 13:53

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის მასშტაბით 58-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მოსახლეობა შესაძლო წყალდიდობებსა და ცივი ლავის ნაკადების შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილა.

მამუკა მდინარაძე

04 ნოემბერი 2024, 13:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „გახარიას“ პარტიას: ემსახურებით „ნაცებს“, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე „ფეიკსაც“ თქვენ და „ნაცები“ კოორდინირებულად ავრცელებთ

არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ - ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გახარიას“ პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: „მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!“

ქუინსი ჯონსი

04 ნოემბერი 2024, 13:25

კულტურა

კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა

ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი - Off the Wall, Thriller და Bad.

თამარ ჩიბურდანიძე

04 ნოემბერი 2024, 13:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!

„მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ის, რაც ნოდარ მელაძემ მაყურებელს საარჩევნო დარღვევად წარმოუჩინა, რეალურად ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს მსგავსი ტექნოლოგიით ატარებენ და ამ მეთოდს, მათ შორის, ქართული ოპოზიციაც იყენებდა.

გია აბაშიძე

04 ნოემბერი 2024, 13:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე- სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე.

ედიშერ გვენეტაძე

04 ნოემბერი 2024, 13:22

არჩევნები 2024

ედიშერ გვენეტაძე: როდესაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ აყენებენ, პარალელურად ელვისებურად აღიარებენ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სანდუმ უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა ხარჯზე გაიმარჯვა

„აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაიქცა დემოკრატია თანამედროვე დასავლური ბიუროკრატიის ხელში დემონოკრატიად“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვების შესახებ.

თამთა მეგრელიშვილი

04 ნოემბერი 2024, 13:20

არჩევნები 2024

თამთა მეგრელიშვილი: წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა - ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში წააგო და მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე მოიგო

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ წინასწარი შედეგებით, არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ თუ მის გამარჯვებას ობიექტურად შევაფასებთ ცალსახაა, რომ ის ნახევრად ლეგიტიმური პრეზიდენტი გამოდის, რადგან მან ქვეყანაში არჩევნებში წააგო და ძირითადად ემიგრანტების ხარჯზე მოიგო.

04 ნოემბერი 2024, 13:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის სპეკულაციებს, მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული.

დავით ქართველიშვილი

04 ნოემბერი 2024, 13:17

არჩევნები 2024

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს

„საქართველო თავის „კოლეგებს“ - EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე - ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

04 ნოემბერი 2024, 13:14

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგიის პირველად დოკუმენტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

შალვა პაპუაშვილი

04 ნოემბერი 2024, 13:13

არჩევნები 2024

შალვა პაპუაშვილი: „ენჯეოების“, ოპოზიციისა და ზოგიერთი უცხოელის მილიონი ბრალდების მიუხედავად, ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმის, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის

ჩვენ არანაირად არ გვჭირდება მითითება, რომ კეთილსინდისიერად იქცეოდეს ჩვენი საბანკო სისტემა და მიუხედავად იმისია, რომ მილიონი ბრალდება იყო ენჯეოებისგან, ოპოზიციისგან, ზოგიერთი უცხოელისგან, ვერცერთი ფაქტი ვერ იყო წარმოდგენილი იმისა, რომ საქართველო გამოიყენება სანქციებისგან გვერდის ავლისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

04 ნოემბერი 2024, 13:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკელების მხრიდან დემოკრატების გამარჯვების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელია არეულობები

„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თუკი რესპუბლიკელი კანდიდატი არ აღიარებს აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვებას, მოსალოდნელია მასობრივი პროტესტი და არ არის გამორიცხული მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის სისხლიანი დაპირისპირება.