ირაკლი კობახიძე: ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ჩამორჩენა 2012 წლამდე ამ ქვეყნებთან იყო დაახლოებით ოთხმაგი. 2,5 იყო საბერძნეთთან, ოთხმაგი იყო ჩამორჩენა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია. როცა ოთხმაგია ეკონომიკური ჩამორჩენა, ავტომატურად ეს განაპირობებს მიგრაციას, ფიზიკის კანონივით არის - როცა ერთგან არის მეტი ეკონომიკა, მეორეგან არის ოთხჯერ ნაკლები ეკონომიკა, მიგრაციის პროცესები ბუნებრივად წარიმართება. 2028 წლისთვის ჩვენი ჩამორჩენა საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან ორმაგზე ნაკლები იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკური სხვაობა იქნება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მით უფრო ნაკლები იქნება მიგრაცია.
„აქაც მთავარი გასაღები არის რეალურად ეკონომიკაში. მიზეზი, მაგალითად, რატომაც ჩამოდიან რეგიონებიდან თბილისში, ბათუმში, დიდი ქალაქებში არის ისევ და ისევ იგივე. თბილისში არის ეკონომიკა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე მაღალმთიან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, აქედან გამომდინარე, გვაქვს მიგრაციის პროცესი კონკრეტული რეგიონებიდან ქვეყნის დედაქალაქში, ან ბათუმში და ა.შ. ანალოგიურად, სამწუხაროდ, გვაქვს მიგრაციის პროცესი ქვეყნის გარეთ. ასეთი პრობლემა ჰქონდა არაერთ ქვეყანას, მათ შორის რომ ავიღოთ ლიეტუვა და ლატვია - ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ლიეტუვის მოსახლეობას შემცირდა 600 ათასით - 20 პროცენტზე მეტით და ლატვიის მოსახლეობა შემცირდა 400 ათასით, აქაც 20 პროცენტზე მეტით. აქაც მარტივი მიზეზი იყო - ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობა იყო უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, ეკონომიკებს შორის იყო სხვაობა. ამან განაპირობა ბუნებრივად მიგრაცია, მით უმეტეს, რომ ლიეტუველებისა და ლატვიელებისთვის გახსნილი იყო საზღვრები იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როცა არის სხვაობა ეკონომიკებს შორის, ეს ავტომატურად განაპირობებს მიგრაციას. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად მოვახერხეთ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება. თითქმის იდენტურია, მცირე კლება გვაქვს 2012 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში 221 ათასი ადამიანით შემცირდა ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებითად მოსახლეობა იყო 3,7 მილიონი და ახლაც არის 3,7 მილიონი, არის მცირე კლება. ამის მიზეზიც არის ის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ კვლავაც გვაქვს ჩამორჩენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რის გამოც მიგრაციის პრობლემა ძალაში რჩება. როგორც კი განვითარდება ეკონომიკა და შემცირდება სხვაობა საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს შორის, მაშინვე შემცირდება მიგრაციაც. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების აქტიური პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
06 ნოემბერი 2024, 01:17
არჩევნები აშშ
The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა
მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:36
არჩევნები აშშ
Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა
პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.
06 ნოემბერი 2024, 00:17
არჩევნები აშშ
CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
05 ნოემბერი 2024, 22:33
საზოგადოება
სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
05 ნოემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას
ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:14
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის
ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში
ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები
უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.
05 ნოემბერი 2024, 22:06
არჩევნები 2024
პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება
„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:03
პოლიტიკა
პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 22:00
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ
არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.
05 ნოემბერი 2024, 21:55
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:53
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, საქართველოს და მოლდოვის არჩევნებზე განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა
ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს
პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, - განაცხადა პრემიერმა.
05 ნოემბერი 2024, 21:41
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის - 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას
ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:35
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი წინა არჩევნებთან შედარებით, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო
ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში.
05 ნოემბერი 2024, 21:34
არჩევნები აშშ
ტრამპი: თუ წავაგებ არჩევნებს, თუ ეს სამართლიანი არჩევნებია, მე ვიქნები პირველი, ვინც ამას აღიარებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიაროს, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება.
05 ნოემბერი 2024, 21:03
არჩევნები აშშ
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა.
05 ნოემბერი 2024, 20:51
არჩევნები აშშ
კამალა ჰარისი: დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, ხმა მიაწვდინეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს - ჩვენ ერთად დავწერთ დიადი ისტორიის შემდეგ თავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
05 ნოემბერი 2024, 20:50
არჩევნები 2024
ისნის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი „ნაციონალებს“ კვლავ არ სურთ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საარჩევნო პროცესის საბოტაჟი და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლა. ისნის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი „ნაციონალებს“ კვლავ არ სურთ.