მამუკა მდინარაძე: სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს თუმცა მათთვის მიცემული ხმა ხიფათის შემქმნელია ქვეყნისთვის
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა „ქართული ოცნების “ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან.
სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მათ წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ისინი ვერ ახერხებენ. თუმცა, პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.
ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა.
თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი თავის დროზე საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს.
ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც მათ კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება - ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა როგორც გახსოვთ 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია.
ცხადია, არ შეიძლება ნაცმოძრაობის რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და მხოლოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი საბოლოოდ. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა "ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.
სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ. ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას.
მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ.
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი ასევე საბოლოოდ ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან.
არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო მკაფიოდ არის ეს ყველაფერი გახარიას შემთხვევაშიც. მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა. მაგალითად, ყველასთვის მოულოდნელად ეს გახსოვთ თქვენ კარგად, შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციელების და პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა. პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო ასევე. შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში, ესეც გახსოვთ ალბათ, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი შეიძლებოდა მსხვერპლითაც დასრულებულიყო. აქაც, გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე ნაცმოძრაობამ ნაკლებად შეიმჩნია, ესეც გახსოვთ და მათმა ტელევიზიებმა და მათმა მედია საშუალებებმაც. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი:
მათ ადგილზე, ოკუპანტებმა, გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო. ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომელიც ასევე ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ ყველას, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა.
ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? და ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ.
იმის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც უკვე ყველაფერი ნათლად დაინახა - გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს.
საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2024, 01:40
მსოფლიო
ზელენსკი: ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის დანაკარგებს ნიშნავს - ერთი რამ ჩემთვის ნათელია, ტრამპს ნამდვილად სურს ომის დასრულება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებაზე, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
08 ნოემბერი 2024, 01:15
არჩევნები 2024
მერაბ ფაჩულია: მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ გვქონდა ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 100 საარჩევნო უბანი და კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12 549 ამომრჩეველმა
„გორბის“ დამოუკიდებლად მხოლოდ სამი ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული საქართველოში 2017, 2021 და 2024 წელს, დანარჩენი დეზინფორმაციაა, - განაცხადა „გორბის“ დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
08 ნოემბერი 2024, 01:09
არჩევნები აშშ
პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
08 ნოემბერი 2024, 01:09
არჩევნები 2024
GORBI-ის დამფუძნებელი: ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი „ქართულ ოცნებას“, ვინც 2020-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის უმრავლესობა მიიყვანა არჩევნებზე, - განაცხადა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ „იმედი LIVE“-ში. „ეს შედეგი გამოწვია ადგილობრივ დონეებზე ძლიერმა კამპანიამ, სადაც „ქართული ოცნების“ მთელი ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის შეუდარებლად გაზრდილმა ჩართულობამ ამ პროცესებში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე და არა მარტო.. და ასევე იმ გზავნილებმა, რასაც სლოგანებს ვუწოდებთ“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.
08 ნოემბერი 2024, 00:58
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ
ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შედგება.
08 ნოემბერი 2024, 00:52
არჩევნები 2024
GORBI-ის დამფუძნებელი: „ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ დადებითი რეიტინგი. ოპოზიციის ლიდერებს - უარყოფითი. ბრიტანელი და ამერიკელი მრჩევლების გამო ოპოზიციამ ბილბორდებზე და სხვა პლატფორმებზე ლიდერების სურათები აღარ გამოფინა
„ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ დადებითი რეიტინგი. ოპოზიციის ლიდერებს - უარყოფითი. ეს მე არ ვამბობ დამალულ, საკრალურ ინფორმაციას. თუ დააკვირდით, ბრიტანელი და ამერიკელი მრჩევლების გამო ოპოზიციამ ბილბორდებზე და სხვა პლატფორმებზე ლიდერების სურათები აღარ გამოფინა. გამოფინა დადებითი, ნეიტრალური ადამიანების ფოტოები. ეს პირდაპირი ინდიკატორი იყო ჩემთვის, რომ ნახეს, რომ დიდი პრობლემა აქვთ და ეს იყო კლასიკური, სწორი მიდგომა, თუმცა არა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის. წარმოიდგინეთ, იხდით ფულს და თქვენი სურათი არ არის ბილბორდზე გამოკიდული“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.
08 ნოემბერი 2024, 00:44
არჩევნები აშშ
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია ისევ ატყუებს ხალხს. ტრამპი მშვიდობის პოლიტიკით მოვიდა, რაც არ ითვალისწინებს არც ომს, არც სანქციებს, არც შანტაჟს და ქვეყნის იზოლაციას
"მშვიდობის პოლიტიკა. მხოლოდ მოლაპარაკების სტრატეგიაზეა დაფუძნებული და ყველა დავა შეთანხმებით წყდება. "- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას მორიგ დეზინფორმაციას აწვდის და ატყუებს, თითქოს დონალდ ტრამპი ბაიდენის მსგავს პოლიტიკას განაგრძობს საქართველოს მიმართ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამო
08 ნოემბერი 2024, 00:43
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი: იმ რეჟიმის მიზანი იყო ადამიანების „დაჩმორება“. ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ისე დაშინებულები, რომ სიტყვა ვერ ეთქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ
ყველაფერი დილიდან დაიწყო, ჯერ კიდევ მეძინა, როდესაც ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნანა კაკაბაძე მირეკავდა და მითხრა, რომ დილით დაარბიეს ხალხი და წაიყვანეს ზოგი სად, ზოგი სად, მოსაძებნია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმოხილვის დროს.
08 ნოემბერი 2024, 00:41
პოლიტიკა
GORBI-ის დამფუძნებელი: აგვისტოში მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მხოლოდ მცირე ნაწილია გაკვირვებული არჩევნების შედეგებით
„2022 წლამდე, საშუალოდ 27% ფიქრობდა, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. 2023 წელს იყო 42% და 2024-ში 47%. ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოსახლეობის 30-31% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ამას გარდა, რამდენიმე მდგენელია, რაც პოლიტიკური პარტიის წარმატებას განსაზღვრავს. აგვისტოში მთლიანი მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 4% ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები 3-4%. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მხოლოდ მცირე ნაწილია გაკვირვებული მოსახლეობის, არჩევნების შედეგებით. 83% აპირებდა, ვინც ემხრობა „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მისვლას და ყველაზე მოტივირებული სწორედ მათი მხარდამჭერები იყვნენ“, - აღნიშნა სოციოლოგმა.
08 ნოემბერი 2024, 00:38
საზოგადოება
GORBI-ის დამფუძნებელი: „იმედს“ ყველა მიმართულებით აქვს შეუდარებელი ციფრები - ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუმ რეკორდი მოხსნა - წუთში საშუალოდ 326 ათასი მაყურებელი გიყურებდათ
„ბოლო 6 წლის განმავლობაში „იმედი“ ყველაზე ერთგული აუდიტორიით ხასიათდება. თქვენი ლოიალური აუდიტორიის სიდიდე არის 13%, როცა შემდეგი არხის ლოიალური აუდიტორიის სიდიდე არის მხოლოდ 7%. „იმედი“ გამოირჩევა ყველაზე სტაბილური ბადით სხვებთან შედარებით. როცა სხვა არხებზე ხდება ცვლილება, „იმედი“ სეზონიდან სეზონამდე არ ცვლის ბადეს. საშუალოდ, თუ არ ხდება დიდი ინტერვიუ, საშუალოდ ამ წლის განმავლობაში 125 ათასი მაყურებელი გიყურებთ ერთ წუთში. 21 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუმ რეკორდი მოხსნა - 326 ათასი მაყურებელი გიყურებდათ საშუალოდ ყოველ წუთს“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.
08 ნოემბერი 2024, 00:21
პოლიტიკა
მიშა თვარაძე: 7 ნოემბერს მთელი დღე სასწრაფო სასწრაფოზე შემოდიოდა „იმედში“ და მიჰყავდათ მოწამლული და ხელკეტებით ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები. როგორც კი თვალში გამოიხედავნენ, ეგრევე მოვლენების ეპიცენტრში ბრუნდებოდნენ
რაც შეეხება „იმედში“ შემოჭრას, ისე მოხდა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტალღას შეასკდა. გვქონდა მოლოდინი, რომ საღამოს შესაძლოა მოსულიყვნენ და რაღაცნაირად ვემზადებოდით ამისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ გვეყენა კამერები და თუ შემოიჭრებოდნენ, მაყურებელს ეს ენახა და არ მომხდარიყო ჩუმად. როგორც კი გავიგონე ხმაური და მივხვდი, რომ შემოდიოდნენ, გავიქეცი ამ კამერებისკენ, რომ ჩამერთო და სიგნალი მიმეწოდებინა. როგორც კი გავედი, კარში დამხვდა ავტომატიანი ადამიანი, რომელმაც მითხრა დაწექიო. ძალიან ბევრი ხალხი მახსოვს და ყველაზე რთული რაც მახსოვს, იყო ის, რომ ავტომატიანი ადამიანები მოვიდნენ და ვინც თავზე მედგა, რომ ავხედე, საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი ავტომატი და ეს ყველაზე შოკის მომგვრელი იყო. იყო სრული ისტერია, გოგოების კივილი, ორსულები, სტაჟიორი სტუდენტები იყვნენ და წარმოუდგენელი რამ ხდებოდა“, - აღნიშნა მიშა თვარაძემ.
08 ნოემბერი 2024, 00:15
მსოფლიო
ილონ მასკმა ოლაფ შოლცს „სულელი“ უწოდა
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „სულელი“ უწოდა.
08 ნოემბერი 2024, 00:15
პოლიტიკა
სოფო ნიკოლაიშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე: „იმედის“ გამორთვა არ იყო მხოლოდ მიზანი. მიზანი იყო სასტიკი სპეცოპერაცია, რომ საზოგადოებას შიში ჰქონოდა, რომ არასოდეს გაებედა ავტოკრატი მმართველობის წინააღმდეგ ერთი ფრაზის წარმოთქმა
დღემდე ეს ძალა ტყუილით ცხოვრობს და წამლავს საზოგადოებას, - განაცხადა ჟურნალისტმა და პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. სოფო ნიკოლეიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და „იმედის“ დარბევა გაიხსენა.
08 ნოემბერი 2024, 00:06
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დღეს რა ნიაღვარიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც ებრძვის ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას, რელიგიას, ეს არის სწორედ ანტი ცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ
„საქართველო უპირისპირდება გლობალურ წესრიგს“, ეს სიტყვები ლევან გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ მიტინგზე წარმოთქვა. მანამდე ზვიად გამსახურდიას უთხრა პრეზიდენტმა ბუშმა, რომ თქვენ დინების წინააღმდეგ მიდიხართ და დღესაც წავედით დინების წინააღმდეგ. დინება დღეს არის ბრძოლა იმ მონაპოვართან, რაც კაცობრიობას აქვს ცივილიზაციასთან, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
07 ნოემბერი 2024, 23:53
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილმა, ჩემთან ლაპარაკში პირდაპირ აღიარა, რომ 7 ნოემბერს მისი ბრძანებით იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი
„ჯარი ემორჩილება მხოლოდ მთავარსარდალს. მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მთავარსარდალი, მის გარეშე ჯარი ვერ გამოვიდოდა. მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო აბსოლუტური ძალაუფლება ხელმოყრილი, ეს არ იყო როგორც დღევანდელი უფუნქციო პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ სახელად აქვს მთავარსარდალი“.
07 ნოემბერი 2024, 23:53
პოლიტიკა
ზოგიერთი ევროპელი ელჩი საქართველოში ისეთი გულახდილი იყო ჩემთან საუბარში და აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმს, თუმცა საჯაროდ არ საუბრობდნენ ამაზე - სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე
განსაკუთრებით კარგად მახსოვს ვატიკანის ელჩი, საოცარი კაცი, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, უაღრესი კრიტიკულობით გამოირჩეოდა პირად საუბრებში, თუმცა საჯაროდ ისიც დუმდა. 7 ნოემბერი იყო ისეთი კულმინაცია სააკაშვილის რეჟიმის, როდესაც აიძულეს სააკაშვილი რომ დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იყო. კულმინაცია იყო სწორედ „იმედში“ შემოჭრა და ის სისასტიკე, რაც მათ გამოიჩინეს, მითუმეტეს „იმედს“ მაშინ უკვე ჰყავდა უცხოელი მფლობელი. თუმცა სააკაშვილი მოვიდა აბსოლუტურად გაყალბებული არჩევნებით და დათვლა არ აცადეს ბიულეტენების ისე მიულოცა მსოფლიოს ყველა ლიდერმა“, - აღნიშნა სუბარმა.
07 ნოემბერი 2024, 23:44
პოლიტიკა
კოკა გუნცაძე: 2007 წლის 7 ნოემბრის პერიოდში საქართველოს უნდა აეღო საზღვრისპირა ცხელი ხაზის ფუნქცია. ეს საკმაოდ გვიან გავიგეთ ჩვენ. ეს იყო მათი გეოპოლიტიკური ამოცანა, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
2000 წელს აშშ-ს ხელისუფლებაში მოვიდნენ ნეოკონები, უმცროსი ბუში გახდა პრეზიდენტი და მათ ჰქონდათ მკვეთრად განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსი, - განაცხადა ყოფილმა პარლამენტარმა, კოკა გუნცაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმოხილვის დროს.
07 ნოემბერი 2024, 23:34
პოლიტიკა
კოკა გუნცაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე: სისასტიკე და დაუნდობლობა, ეს არის იმ ხელისუფლების ორი მთავარი მახასიათებელი
სისასტიკე და დაუნდობლობა, ეს არის იმ ხელისუფლების ორი მთავარი მახასიათებელი, - განაცხადა კოკა გუნცაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენებს წინ ბევრი სისასტიკე უძღოდა.
07 ნოემბერი 2024, 23:18
პოლიტიკა
არ დამავიწყდება ერთი მთავარი დეტალი, მიბჯენილი ლულა შუბლზე შენი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა გაჩუმდე - ლევან ჯავახიშვილი „იმედის“ დარბევას იხსენებს
„17 წლის წინ თითქოს გუშინ იყო და ჭრილობა, რომელიც მართლა არასდროს შეხორცდება. როდესაც ყურში [საეთეროდან] მითხრეს, რომ თქვი, რომ „იმედში“ სპეცრაზმი შემოიჭრაო, მეგონა ხუმრობდნენ. მერე იყო საშინელი წუთები და წამები, როდესაც ეს ყველაფერი გახდა რეალობა. გადაცემაში ვყვებოდით იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ და ამ დროს შემოვიდა იმ რეჟიმის „ზონდერ ჯგუფები“, შეიარაღებული პირები. როდესაც ტელევიზიაში შედიხარ ავტომატით და ე.წ. მუხით, რომელიც ტანკსაწინააღმდეგოა, ტყვიამფრქვევით, ეს არ არის ადეკვატური საქციელი და გადაწყვეტილება. პირადად ჩემთვის ეს იყო საკუთარი თვალით ნანახი კადრები, რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. არ დამავიწყდება ერთი მთავარი დეტალი - მიბჯენილი ლულა შუბლზე შენი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა გაჩუმდე“, - აღნიშნა ლევან ჯავახიშვილმა.
07 ნოემბერი 2024, 22:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს გასდის მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან
სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბუდაპეშტში, სალომე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.