10 ოქტომბერი 2024, 15:55 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: მოღალატე ანტიქართულ უსამშობლოთა ყველაზე სტაჟიანი „რაზმელი“ ხაზარაძეა. „ვადაგასულ“ თაღლითად ცნობილ ხაზარაძეს, ქვეყნის მოღალატეობრივ „ავტობანზე“ მაზაკვალი გახარია დაეწია და დღეს მის გასწრებასაც აპირებს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ქართული საზოგადოებისთვის ოდითგანვე უფრო დიდ ხიფათს არა გამოაშკარავებული მტერი, არამედ პერიოდული „კონსერვაციის“ რეჟიმში მყოფი მოღალატეები წარმოადგენდნენ, მსგავსად ზურგში გადმოსროლილი მოწინააღმდეგის დესანტისა, რომელიც მისთვის განკუთვნილ X-საათში შენს ზურგში დანის ჩასარტყმელად ემზადება, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტოს უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, გახარია და ხაზარაძე დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის მრავალჯერად და მრავალფეროვან ღალატს ღირსეული ქართველი ამომრჩეველი ხმას ვერ მისცემს.

„ქართული საზოგადოებისთვის ოდითგანვე უფრო დიდ ხიფათს არა გამოაშკარავებული მტერი, არამედ პერიოდული „კონსერვაციის“ რეჟიმში მყოფი მოღალატეები წარმოადგენდნენ, მსგავსად ზურგში გადმოსროლილი მოწინააღმდეგის დესანტისა, რომელიც მისთვის განკუთვნილ X-საათში შენს ზურგში დანის ჩასარტყმელად ემზადება.

მოღალატე ანტიქართულ უსამშობლოთა ყველაზე სტაჟიანი „რაზმელი“ აქ რა თქმა უნდა ხაზარაძეა. კომკავშირელთა ის აგრესიული ლიდერი, რომელიც КГБ-ს დავალებით ეროვნულ მოძრაობას არბევდა, რათა შემდგომში ყველაზე „ეროვნული“ ძალის ქურქში გახვეულ „პოლიტიკოსად“ მოვლინებოდა მისთვის რეალურად უცხო და მისგან დევნილ ქვეყანას.

თავისი მოღალატეობრივი კარიერის პირველ ეტაპზე, იმდროინდელი დამკვეთი პატრონების მეშვეობით, მადლიერების ნიშნად, თავისი პირველი მილიონები სწორედ ლენინგრადში გააკეთა. შემდგომ პატრონი შეიცვალა და უკვე მისი დავალების თანახმად გადაიქცა სააკაშვილის რეჟიმის მთავარ ფინანსისტად. ხოლო გაწეული მუშაობის საფასურად - სხვისი ბიზნესების რეიდერული „ახევებით“, რეკეტით, საბანკო ჯიბგირობით საკუთარ მინიიმპერიას ამ „თვითდაფინანსებით“ ქმნიდა.

შემდგომში სასამართლოს მიერ „ვადაგასულ“ თაღლითად ცნობილ ხაზარაძეს, ქვეყნის მოღალატეობრივ „ავტობანზე“ მაზაკვალი გახარია დაეწია და დღეს მის გასწრებასაც აპირებს. თავისი ღალატის ოფიციალურად გაფორმებამდე, მან მთელი რიგი დარგების (ეკონომიკა, შსს) მიზანმიმართულ დისკრედიტაციას მიაღწია. შემდეგ იყო ისტორიული „შემთხვევითი დამთხვევების“ კასკადი: ერთ დღეს, ერთი ქვეყნის ერთი ქალაქის ერთი სასტუმროს ერთ სართულზე სააკაშვილთან „შემთხვევითი“ შეხვედრა - და მივიღეთ გახარიას რეალური, და არა აქამდე ჩვენთვის ცნობილი ქვეყნის „ლიდერის“ სახე.

ქართულმა მენტალობამ, ტრადიციამ, ლიტერატურამ ღია მტერთან ჩვენი დამოკიდებულების არაერთი მაგალითი დაგვიტოვა. მაგრამ ქვეყნის მოღალატეებთან პროზაში თუ პოეზიაში ასახული ზეაღმატებული დამოკიდებულების მაგალითებს - ქართული ისტორიული თუ ლიტერატურული ძეგლები პრეცედენტს არ გვთავაზობენ. რაღა 26 ოქტომბერს უნდა შევქმნათ ეს პრეცედენტი, რაც არ ჯდება „ქართველობის პარადიგმაში“. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ „გახარიაც და ხაზარაძეც დღეს უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის“ - მათ მრავალჯერად და მრავალფეროვან ღალატს ღირსეული ქართველი ამომრჩეველი ხმას ვერ მისცემს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 05:19

არჩევნები აშშ

The Associated Press: ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 95 ხმა აქვს, ხოლო ჰარისს - 35 ხმა

ამ მომენტისთვის „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 95 ხმა აქვს, ხოლო მის ოპონენტს, კამალა ჰარისს - 35 ხმა.

დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 05:05

არჩევნები აშშ

ტრამპი: რესპუბლიკელებო, ჩვენი საქმე ძალიან კარგად მიდის - დიდ გამარჯვებას მოვოპოვებთ

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არჩევნებში მისი პარტიისთვის სიტუაცია კარგად ვითარდება.

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 04:50

არჩევნები აშშ

CNN-მა ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა

ტელეკომპანია CNN-მა დონალდ ტრამპი ინდიანის, კენტუკისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში, ხოლო კამალა ჰარისი ვერმონტის შტატში გამარჯვებულად გამოაცხადა.

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 04:29

არჩევნები აშშ

CNN: წინასწარი მონაცემებით, ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში ლიდერობს, ხოლო მისი ოპონენტი, კამალა ჰარისი - ვირჯინიის, ვერმონტისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 03:42

არჩევნები აშშ

CNN: წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი კენტუკისა და ინდიანას შტატებში ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

06 ნოემბერი 2024, 03:29

არჩევნები აშშ

CNN: კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა

„დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო გუნდი მხარდამჭერებად იდენტიფიცირებულ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 03:14

არჩევნები აშშ

CNN-ის ეგზიტპოლი: ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას

ტელეკომპანია CNN-ის ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით სამი მეოთხედი უარყოფითად აფასებს შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას.

დონალდ ტრამპი

06 ნოემბერი 2024, 02:51

არჩევნები აშშ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფილადელფიაში მასობრივ თაღლითობას აქვს ადგილი.

06 ნოემბერი 2024, 01:17

არჩევნები აშშ

The Associated Press: მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა

მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 00:36

არჩევნები აშშ

Newsweek: პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა

პენსილვანიის შტატის ბედფორდისა და კამბრიის ოლქებში ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.

06 ნოემბერი 2024, 00:17

არჩევნები აშშ

CNN: აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა

აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიგნალო პისტოლეტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

05 ნოემბერი 2024, 22:33

საზოგადოება

სახლები დევნილი ოჯახებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ექვსასზე მეტ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს. სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:14

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში

ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

გიორგი გამსახურდია

05 ნოემბერი 2024, 22:09

არჩევნები 2024

გიორგი გამსახურდია: მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი, უღირსი და გამყიდველი სახეები

უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის ქართული ოცნების და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.

05 ნოემბერი 2024, 22:06

არჩევნები 2024

პრემიერი: „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება

„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

05 ნოემბერი 2024, 22:03

პოლიტიკა

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული, მათ შორის, იმ მიმართულებით, რაც ეხება უმცირესობებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.

05 ნოემბერი 2024, 22:00

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.

05 ნოემბერი 2024, 21:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას

უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაჰპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.