11 ოქტომბერი 2024, 00:12 / სანდო წყარო

პრემიერი: მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას

მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%,, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ეკონომისტების დათვლით, ქვეყანაში იქნებოდა ეკონომიკის 10%-იანი ვარდნა პირველივე წელს, პესიმისტური სცენარის პირობებში კი მინუს 18%, რაც ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა, ეს კი, საბოლოო ჯამში, იქნებოდა გზა ხელისუფლების შეცვლისკენ.

„რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა საპასუხო ნაბიჯი და ჩვენ ეკონომისტებს ვთხოვეთ იმ დღეებში და მათ მარტივად დაიანგარიშეს ის, თუ რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება რუსეთთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთს ვერაფერს ვავნებდით. მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, ამით რა უნდა დაუშავო რუსეთს ხომ?! გასაგებია, ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას რუსეთზე. რაც შეეხება პირიქით ეფექტს, ჩვენ ვთხოვეთ ეკონომისტებს დაეთვალათ და მათი დაანგარიშებით, მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა პირველივე წელს და პესიმისტური სცენარის პირობებში, მინუს 18%-მდე შეიძლებოდა ასულიყო ვარდნა. შეგახსენებთ, კოვიდის დროს ვარდნა იყო მხოლოდ მინუს 6.5% და თითქმის გაჩერდა მთელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მინუს 10 % და მითუმეტეს, მინუს 18% ვარდნა. ამას ითხოვდა ოპოზიცია ხმამაღლა, როცა დახურულ კარს მიღმა ვიღაცები ითხოვდნენ იგივეს, ვინ არ ვაკონკრეტებ, თუმცა საჯაროდ ეს მოთხოვნები ნაკლებად მოგვისმენია მაღალ დონეზე და როგორც იქნა ევროპარლამენტმა გაბედა და ეს თქვა საჯაროდ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს - რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე. ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მინუს 10 %-ანი ვარდნა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იქნებოდა გზა ხელისუფლების შეცვლისკენ.

„იმდენად მასშტაბური იქნებოდა ეკონომიკური პრობლემები, რომ რა თქმა უნდა, გამარტივდებოდა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც დასახული ჰქონდათ ამ ძალებს 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ეს იყო ხელისუფლების შეცვლა, რაც 2-ჯერ სცადეს, ერთხელ 2020-2021 წლებში, მეორედ 2022 წლის ივნისში, როცა უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადია. მეორე, რაც შეეხება მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს უკვე პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის ომში ჩართვას და ჩვენ მაშინ ძალიან დაგვეხმარა, სხვათა შორის, ბაიდენის და ჯონსონის განცხადებები - მათ თქვეს, რომ არა თუ თვითონ, საკუთარი ნებართვით არ აგზავნიდნენ უკრაინაში მოხალისეებს, განაცხადეს, რომ რეკომენდაციას არ უწევდნენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ წასულიყვნენ უკრაინაში მოხალისეებად, რადგან არ უნდოდათ ნატო გამხდარიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მხარე. ანუ რასაც თვითონ გაურბოდნენ და ერიდებოდნენ, იმას ითხოვდნენ ჩვენგან. ეს ხომ არქივში არსებობს. რეალურად იყო პირდაპირი ინტერესი, საჯარო ინფორმაციის გაანალიზებაც იძლევა უკვე ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას. რაც მერე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ესეც შეგვიძლია კიდევ ერთხელ ამ ჭრილში გავიხსენოთ, ვის სჭირდებოდა 2022 წლის ივნისში, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის უარის თქმა კანდიდატის სტატუსზე, როცა მოთხოვნებიც კი არ იყო დაყენებული. მე შეგახსენებთ, რომ ეს 12 პუნქტი, შემდეგ 9 პუნქტი, იყო მომდევნო პერიოდის თემები, მანამდე მოთხოვნაც არ იყო დაყენებული. ჩვენ მარტის დასაწყისში შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში, ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ ავსახეთ, დაახლოებით 5 000 გვერდიან დოკუმენტში არსებული მდგომარეობა და ეს არსებული მდგომარეობა არის ბევრად უკეთესი უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნიასთან შედარებით, მაგრამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ როცა საქართველო იყო აშკარა ლიდერი ამ 4 ქვეყანას შორის, ჩვენ გვეთქვა უარი და ეს გამოიყენა მსხვილი NGO-ების კონკრეტულმა ჯგუფმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისათვის. ესეც ხომ მარტივი გასაანალიზებელია. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან ნაბიჯები, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება. ასე ვიტყოდი, ეს კანონი ისიც კი არ არის, რასაც ჰქვია კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, ეს არის კანონი რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვამბობთ მარტივად ერთ რამეს, კი ბატონო, თუ ვინმეს უნდა, საქართველოში სცადოს რევოლუციის მოწყობა, სცადოს, მაგრამ ეს მცდელობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს წერია, რეალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ კანონში,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

14 ნოემბერი 2024, 15:05

რეგიონი

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 15:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა სერიოზულად აღიქვას, რომ თუ ლგბტ პროპაგანდა არ იქნება სკოლებსა და ბაღებში, მაშინ ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაკეტილი იქნება

ჩვენ ვიცით ქრისტიანულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვების უფლებებზე ორიენტირებული ევროპა და სწორედ ასეთი ევროპისკენ მივდივართ,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

თამარ ჩიბურდანიძე

14 ნოემბერი 2024, 14:56

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დასავლეთის პოლიტიკურ პანდემიას ჩვენთან ერთად თავად ევროპელებიც ებრძვიან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდება

„თუ გასულ წლებში ევროპის პოლიტიკური ტრიბუნა მხოლოდ ფსევდო ლიბერალებს ეჭირათ, დღეს მათ საპირისპირო მოსაზრებებსაც ვისმენთ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

14 ნოემბერი 2024, 14:54

საზოგადოება

როგორი იქნება სპორტის სასახლე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. ფოტოგალერეა

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

ეკა სეფაშვილი

14 ნოემბერი 2024, 14:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ, თუმცა იყო ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ დადებითი გამოხმაურება

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართვა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნიშანდობლივი იყო ის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთდა.

ჟოზეფ ბორელი

14 ნოემბერი 2024, 14:46

მსოფლიო

ბორელი ალიევს საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა. „პრეზიდენტ ალიევის ბრალდებები ევროკავშირის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მისამართით ძალზედ სამწუხაროა. ეს მიუღებელი განცხადებები ძირს უთხრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობით კლიმატის კონფერენცია COP29 ისახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთსა და ნიდერლანდებს“, - დაწერა ბორელმა. ბორელმა აგრეთვე გააკრიტიკა აზერბაიჯანი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო. მისი თქმით, მედია და არასამთავრობო სექტორი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარებას აღწერენ.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 14:45

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე თბილისის ქუჩებში დაწყებულ, ძეგლებზე შავი წერტილების მონიშვნის კამპანიაზე: თუ არ ხარ ნეოლიბერალი ფაშისტი, როგორ შეიძლება, ილია ჭავჭავაძის ძეგლს ხელზე მოახვიო რაიმე სახვევი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში დაწყებულ კამპანიას აფასებს, რომლის დროსაც რადიკალებმა ძეგლები შავი წერილებით მონიშნეს.

14 ნოემბერი 2024, 14:45

კულტურა

თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები განიხილა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 14:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არ საუბრობს, გახარია მათ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი არაფერია თუ არა, მათი პატრონების დავალება, გამიჯნონ - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარია

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს, 2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მოგვჩვენებია ნამდვილად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

14 ნოემბერი 2024, 14:40

პოლიტიკა

რადიკალების კამპანია არჩევნების შედეგების წინააღმდეგ - თბილისის ქუჩებში ძეგლები შავი წერტილებით მონიშნეს

რადიკალებმა და მათი სატელიტებმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში სხვადასხვა კამპანია დაიწყეს, მათ შორის შეურაცხმყოფელი ხასიათის.

არჩილ გორდულაძე

14 ნოემბერი 2024, 14:30

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს კატეგორიულად მიუღებელია

დამუქრება, თითის ქნევა თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან იმიტომ, რომ მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

ლევან მახაშვილი

14 ნოემბერი 2024, 14:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ

ზოგიერთი პარლამენტარი ევროპარლამენტის სახელს ეფარება და თავისი განცხადებებით, დამატებითი შფოთი შემოაქვს ქვეყანაში. მოუწოდებს მოსახლეობას დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის უპატივცემულობისკენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებებს.

ტიერი მარიანი

14 ნოემბერი 2024, 14:25

არჩევნები 2024

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ეს არ იყო დებატები. მე განხილვა მივამსგავსე ბავშვს, რომელიც ჩაუთქვამს სურვილს და გაღვიძებისას აღმოჩნდება, რომ ოცნება არ ასრულდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

მაიკ უოლცი

14 ნოემბერი 2024, 14:23

მსოფლიო

ტრამპის მომავალი მრჩეველი: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს, განაცხადა ტრამპის მიერ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე წარდგენილმა მაიკ უოლცმა. „პრეზიდენტმა [ტრამპმა] ნათლად განაცხადა, რომ მას ორივე მხარის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა სურს. ის ფოკუსირებულია ომის დასრულებაზე და არა მის გაგრძელებაზე“, - თქვა უოლცმა. ტრამპის მომავალმა მრჩეველმა აგრეთვე დასძინა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა უკრაინასთან მიმართებაში დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ტრამპზე. „ეს ჩემზე კი არა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა უოლცმა.

ბრონისლავ ონდრუში

14 ნოემბერი 2024, 14:20

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე: სრულიად საშინელებაა. ვინც აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, არასდროს ყოფილა საქართველოში

ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში „ქრონიკასთან“ იმ ევროპარლამენტარების გამოსვლებს აფასებს, რომლებმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ონდრუშის შეფასებით, მათი პოზიცია საშინელებაა და ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია.

ანდრაშ ლასლო

14 ნოემბერი 2024, 14:18

პოლიტიკა

ანდრაშ ლასლო: ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

14 ნოემბერი 2024, 13:59

მსოფლიო

პოლონეთში ამერიკული სამხედრო სარაკეტო ბაზა გაიხსნა

აშშ-ისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ნატოს სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. პოლონეთში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნის იდეა, რომელიც ნატოსთან სრულად თავსებადია, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს ეკუთვნის. ჩანაფიქრის თანახმად, ბაზას ევროპა ირანიდან მომდინარე საფრთხეებისგან უნდა დაეცვა. თავის მხრივ, პოლონეთი ამ ბაზას რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავ ობიექტად აღიქვამს. ეს შიშები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამძაფრდა.

14 ნოემბერი 2024, 13:33

მსოფლიო

აბიტურიენტები სამხრეთ კორეაში აბარებენ 8 საათიან გამოცდას, რომლის დროსაც საპირფარეშოში გასვლაც კი არაა რეკომენდებული

14 ნოემბერს სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომლამდეც ისინი სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ.

14 ნოემბერი 2024, 13:31

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

14 ნოემბერი 2024, 13:29

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 2 პირს 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.