IPSOS-ის კვლევის ავტორი იან ვან დაიკი: ევროპული გადმოსახედიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისადმი
იან ვან დაიკი
ფოტო: ვიდეო/კადრი
ვხედავთ, რომ ქართველი მოსამართლეების ძალიან მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ისინი სრულად დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, - განაცხადა ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ჩატარებული კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა „ქრონიკასთან“.
მისი განცხადებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის დასადგენად, კვლევის ავტორებმა, უშუალოდ მათ მიმართეს ევროკავშირში აპრობირებული კითხვით, მსგავსი მაღალი მაჩვენებლები კი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში გვხვდება.
„ის კითხვა გამოვიყენეთ, რასაც იყენებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსამართლეების გამოკითხვისას. ასეთი პროცენტული მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, მსგავს მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში ვხედავთ, რაც ძალიან დადებითი შედეგია რეფორმებისთვის“, - აღნიშნა ვან დაიკმა.
მან ასევე შეადარა მოსახლეობაში მიღებული შედეგები და აღნიშნა, რომ თუ ევროპელი მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულიად დამოუკიდებლები არიან ხელისუფლებისგან, საქართველოში, ანალოგიური მონაცემი გაცილებით მაღალია.
„ევროპაში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით ჩანს, რომ საშუალოდ, ევროპელი მოსახლეობის 53 % ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულად დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისგან, შერეული შედეგები გვაქვს, თუმცა, საქართველოში მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ქართველი მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან. ევროპული გადმოსახედიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისადმი“, - აღნიშნა პროფესორმა იან ვან დაიკმა.
ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2024, 12:24
ტაბლოიდი
ლეონარდო დიკაპრიო 50 წლის გახდა - მსახიობმა იუბილე უზარმაზარი წვეულებით აღნიშნა. ფოტოგალერეა
ლეონარდო დიკაპრიო 50 წლის გახდა. ოსკაროსანმა მსახიობმა იუბილეს აღსანიშნავად უზარმაზარი წვეულება მოაწყო. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
11 ნოემბერი 2024, 12:22
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევს დრონებით შეუტიეს - დაღუპულია 5 ადამიანი
11 ნოემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოლაევს შეუტიეს - განადგურებულია სახლები, ტრანსპორტი, გათბობის ქსელი - დაღუპულია 5 ადამიანი.
11 ნოემბერი 2024, 12:11
რეგიონი
გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 კმ. მკვებავი გაზსადენი შენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება.
11 ნოემბერი 2024, 11:38
მსოფლიო
AP: კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კუბაში 6,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბართოლომე მასოდან 40 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები კუბის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე იგრძნობოდა, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სანტიაგო დე კუბა, ოლგინი და გუანტანამო. „უნდა გენახათ, თუ როგორ მოძრაობდა ყველაფერი, კედლები და ასე შემდეგ“, - განუცხადა ერთ-ერთმა კუბელმა Associated Press-ს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა კუბას ამ სტიქიური მოვლენის დროს.
11 ნოემბერი 2024, 11:14
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.
11 ნოემბერი 2024, 11:11
არჩევნები 2024
ათონელის რეზიდენციასთან გუშინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს
ათონელის რეზიდენციასთან ამ წუთებში გუშინ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებული. როგორც თავად ამბობენ, ამ ფორმით საკუთარ ხმებს იცავენ.
11 ნოემბერი 2024, 10:55
ეკონომიკა
Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. ბიუროკრატიის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების შორის მეოცეა
მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. ბიუროკრატიის ინდექსი, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის მიმართულებით.
11 ნოემბერი 2024, 10:41
მსოფლიო
ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ
ჰოლანდიის პოლიციამ 50 კაცი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას
11 ნოემბერი 2024, 10:17
რეგიონი
ოთარ შამუგია: მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
11 ნოემბერი 2024, 09:58
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბა. არის მსხვერპლი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს. მისი თქმით, დაიბომბა ქალაქის საცხოვრებელი რაიონი, განადგურებულია ორსართულიანი სახლი და ავტოსალონი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი ბავშვი დაშავდა. საერთო ჯამში, ფიოდოროვის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. რვა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.
11 ნოემბერი 2024, 09:50
რეგიონი
კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კრწანისის და კოჯრის ქუჩებზე ასფალტ ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო
ქალაქ კასპში მშვიდობის, 300 არაგველის, კრწანისის და კოჯრის ქუჩებზე ასფალტ ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო. ქუჩების რეაბილიტაციას, რომლის სიგრძე 1 400 გრძივი მეტრია კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
11 ნოემბერი 2024, 09:48
სპორტი
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა სამბოში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა.
11 ნოემბერი 2024, 09:37
მსოფლიო
ისრაელმა იემენიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. როგორც „ცაჰალის“ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტას ისრაელის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთია და მისი ჩამოგდება მანამდე მოხერხდა, სანამ ის ქვეყნის ტერიტორიაში შეაღწევდა. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, წუხელ აღმოსავლეთიდან ქვეყნის მიმართულებით ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ორის ჩამოგდება მოხერხდა მანამ, სანამ ისინი ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწევდნენ.
11 ნოემბერი 2024, 09:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს
რატომ თქვა უარი შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრაზე - პარლამენტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიოსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულის მიზეზებზე საუბრობს.
11 ნოემბერი 2024, 09:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე
პარლამენტის თავმჯდომარე შელვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მან ლიეტუვის პარლამენტის წევრს, ჟიგიმანტას პავილიონისს მისწერა. პაპუაშვილი წერილში განმარტავს - რატომ თქვა უარი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრაზე.
11 ნოემბერი 2024, 09:19
მსოფლიო
ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი: დონალდ ტრამპი ზემოქმედებას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს
დონალდ ტრამპი ზემოქმედებას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად, - განაცხადა ვროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, პუტინს, სავარაუდოდ, უკრაინის 20 პროცენტი დარჩება, დანარჩენი 80 პროცენტი კი დემოკრატიული და თავისუფალი იქნება.
11 ნოემბერი 2024, 09:01
მსოფლიო
უკრაინაში აცხადებენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი იცოდნენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი წინასწარ არ იყო ინფორმირებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ ინფორმირებული იყო თითქოს და სატელეფონო საუბრის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს“, - ციტირებს სააგენტო ტიხის. შესაბამისად, დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კიევს არ შეეძლო მხარი დაეჭირა ან არა ამ სატელეფონო საუბრისთვის.
11 ნოემბერი 2024, 09:00
პოლიტიკა
ავთანდილ კუნჭულია: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა - „იმიტომ“
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო სიტყვა - იმიტომ, - განაცხადა პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
11 ნოემბერი 2024, 08:50
პოლიტიკა
როლანდ ახალაია: ვლადიმერ ხუჭუა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში, ყოჩაღ, კოლეგავ
ვიცნობ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდიდან. არ გამკვირვებია ის გადაწყვეტილება რაც მან მიიღო, რადგან სამართლებრივ საკითხებში ის ყოველთვის იყო შეუვალი და ერთ-ერთი ნათელი წერტილი პროკურატურის სისტემაში, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ახალაია, სოციალურ ქსელში.
11 ნოემბერი 2024, 08:46
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: „ფართომასშტაბიან რუსულ სპეცოპერაციაში“ ასეულ ათასობით პოტენციური მონაწილიდან კონკრეტული ფაქტებიც კი ვერ წარმოადგინეს ვერც საარჩევნო კომისიებში, ვერც პროკურატურაში და ვერც თავიანთი უცხოელი დამკვეთების წინაშე
„ფართომასშტაბიან რუსულ სპეცოპერაციაში“ (როგორც ისინი უწოდებენ) ასეულ ათასობით პოტენციური მონაწილიდან პრაქტიკულად ერთეული პიროვნებების კონკრეტული ფაქტებიც კი ვერ წარმოადგინეს ვერც საარჩევნო კომისიებში, ვერც პროკურატურაში და ვერც თავიანთი უცხოელი დამკვეთების წინაშე. მხედველობაში გვაქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, რითაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმაურება.