დავით მათიკაშვილი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხელისუფლებაში რომ არის კონკრეტული პარტია, ის ხალხმა აირჩია, თუ დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან არასამთავრობოების მეშვეობით შემოდინებული ფულით მოხდა მისი დაფინანსება
დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხელისუფლებაში რომ არის კონკრეტული პარტია, ის ხალხმა აირჩია, თუ დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან არასამთავრობოების მეშვეობით შემოდინებული ფულით მოხდა რაღაცების დაფინანსება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
„გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღებით, პატარა საქართველომ გადადგა ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ როდესაც ვართ პარტნიორები, როდესაც ვართ მეგობრები, არ უნდა ვცდილობდე და არასამთავრობოების ხელით არ უნდა აფინანსებდე ისეთ პოლიტიკურ პროცესებს, რომლის უფლებაც არ გაქვს, კანონით აკრძალულია და მეგობრობისა და პარტნიორობის პრინციპებს არღვევს.
ამ კანონმა მოაწესრიგა სწორედ ის, რომ თუ ვინმე პოლიტიკაში ფულს ხარჯავს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სურვილი აქვს ამის გაკეთების, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს აშშ-შიც ასეა და სხვა ქვეყნები აქეთკენ მივლენ. ევროკავშირმა კი უკან გაიწვია კანონი გამჭვირვალეობის შესახებ და სრულიად სამარცხვინოდ. იქ ჩაიწერა, რომ ეს კანონი რომ მივიღოთ, მორალური უფლება არ გვექნება, ქართველებს ვთხოვოთ, ამ კანონის უკან გამოთხოვაო, რაც არ იქნება არასდროს! მაგრამ, აუცილებლად მოვა ის დრო და ჟამი, როდესაც ევროკავშირი მეტად პარტნიორულ ურთიერთობებზე გადავა, ვიდრე ისეთ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომ მიუხედავად საზოგადოების განწყობისა, მიუხედავად არჩევნებში რომელი პარტია გაიმარჯვებს, ქვეყნის ხელისუფალი ის უნდა იყოს, ვისზედაც აქცენტს გააკეთებენ ბრიუსელიდან. ამისთვის უნდა მოხდეს, სწორედ „ენჯეო“ სექტორის გამოყენებით, ფაქტობრივად შავი ფულის არალეგალურად შემოტანა ქვეყანაში. ამ კანონით აი, ამის დაზღვევა ხდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2024, 09:50
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით
გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ნიღბებით სახის დაფარვა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფები ნიღბებით გაცილებით თამამად ჩადიან დანაშაულებს, რადგან მათი იდენტიფიცირება რთულია, ამიტომ, ამ მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობა დადგა.
09 დეკემბერი 2024, 09:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება
როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
09 დეკემბერი 2024, 09:40
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.
09 დეკემბერი 2024, 09:24
მსოფლიო
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.
09 დეკემბერი 2024, 09:15
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.
09 დეკემბერი 2024, 09:03
მსოფლიო
სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.
09 დეკემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს
საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:53
პოლიტიკა
გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.
09 დეკემბერი 2024, 08:45
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.
09 დეკემბერი 2024, 08:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია, რომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.
09 დეკემბერი 2024, 08:23
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებს, როდესაც, ითხოვენ, ჟურნალისტების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ
ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებსაც, როდესაც, ითხოვენ, რომ ამ ადამიანების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:11
საზოგადოება
გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს
გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
09 დეკემბერი 2024, 08:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აქციის დასრულების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.
09 დეკემბერი 2024, 02:07
პოლიტიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.
09 დეკემბერი 2024, 02:04
პოლიტიკა
პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა
საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.
09 დეკემბერი 2024, 01:39
პოლიტიკა
ნიკა გაბელია ნიღბების აკრძალვის ინიციატივაზე: ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია
ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ შეკრებაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
09 დეკემბერი 2024, 01:33
პოლიტიკა
ნინო ნადირაძე: ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, ამაზე მეცინება
ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ, შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
09 დეკემბერი 2024, 01:00
პოლიტიკა
ნინო ნადირაძე: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო
მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
09 დეკემბერი 2024, 00:55
პოლიტიკა
ირმა ჭკადუა: ჩემო შვილებო, მინდა ყველას მოგმართოთ, დაფიქრდით - დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, მაგრამ გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს
ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან.