04 ნოემბერი 2024, 20:50 / სანდო წყარო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) და პოლონეთის (ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის) ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროინტეგრაციის მინისტრმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე და გამოწვევებზე, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენაზე და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში გახდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გასულ კვირას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ქართველ ამომრჩეველთა 53%-ზე მეტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ისინი თავიანთ ევროპულ მომავალს მმართველ პარტიას ანდობენ. გასულ კვირას ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშიც გამოაქვეყნა.

საქართველომ გაფართოების 35 თავიდან პროგრესის სხვადასხვა დონე აჩვენა 25 მიმართულებით და მიუხედავად ბევრი ბრალდებისა და სპეკულაციებისა, საქართველო წინ უსწრებს ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების საკითხშიც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რაც მცდარ აღქმებს ქმნის საქართველოსთან მიმართებაში და უარყოფით გავლენას ახდენს ევროინტეგრაციის პროცესზეც.

„არ შეიძლება უგულებელვყოთ საქართველოსთან დაკავშირებული მასიური დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც ხშირად ჩრდილავს ყველა პოზიტიურ განვითარებას და ქმნის ძალიან მცდარ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ. საჭიროა, გავაცნობიეროთ, რამდენად საფრთხის შემცველია ამგვარი მიდგომა, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლის განვითარებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან და შეუქცევადი გახადოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა აგრეთვე შეეხო რეგიონულ თანამშრომლობას და დაკავშირებადების საკითხებს. დისკუსიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით.

COSAP-ის საპარლამენტო კონფერენცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის საერთო პლატფორმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოქმედებს 2005 წლიდან. საქართველომ, მიმდინარე წელს თბილისში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გამართვით საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის კონსულტაციების ახალ ფორმატს და შედეგად, COSAP-ის საპარლამენტო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის მოწვევით უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2024, 08:42

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება

სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე პირის ახლობლები წერენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეცრაზმელები და ამჟამად არც იმყოფებიან დედაქალაქში.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2024, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა

ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიმდინარე აქციების შეფასებისას.

06 დეკემბერი 2024, 08:23

სამართალი

დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამაღლების ქუჩის 12 ნომერში სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2024, 08:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ათეულობით პოლიციელია დაშავებული, ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც. ამისთვის უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული

უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული იმისთვის, რომ პიროტექნიკა გამოყენებულიყო იმ მიზნით, რაც ჩვენ ვიხილეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

06 დეკემბერი 2024, 08:10

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან

„ქრონიკის“ ინფორმაციით ადამიანები, რომლებიც მიტინგზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან.

06 დეკემბერი 2024, 08:04

რეგიონი

ბათუმში მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც მათ მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი კონფლიქტი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

06 დეკემბერი 2024, 03:12

საზოგადოება

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები.

ლელა ალიბეგაშვილი

06 დეკემბერი 2024, 03:08

პოლიტიკა

ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი

მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.

მიშო ჯავახიშვილი

06 დეკემბერი 2024, 02:52

პოლიტიკა

მიშო ჯავახიშვილი: მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი, ანსამბლი „მართვე“ და ბავშვები მიმეყვანა კონკრეტულ ადგილას და გამოსაჩენ მდგომარეობაში ვყოფილიყავი

ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.

ხათუნა ხოფერია

06 დეკემბერი 2024, 02:11

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან

სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არა სავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა, სულისკვეთება, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კელინ ჯორჯესკუ

06 დეკემბერი 2024, 02:07

მსოფლიო

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ: მიხარია, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში

რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:52

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ისე არიან გაკოტრებულები, რომ არ გამიკვირდება, საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი

„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.

გიორგი სოსიაშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:40

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის

ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 01:30

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო - ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ

პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

სალომე ზურაბიშვილი

06 დეკემბერი 2024, 01:08

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა

„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია““, - აღნიშნა სალომე ზუზრაბიშვილმა.

გოგა ხაინდრავა

06 დეკემბერი 2024, 00:53

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება

მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:50

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი

„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლალირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:48

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ

ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზვიად შალამბერიძე

06 დეკემბერი 2024, 00:35

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: მინდა ზელენსკიმ იცოდეს, ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ

მინდა ზელენსკიმ იცოდეს, რომ ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

რუბენ ბრეკელმანსი

06 დეკემბერი 2024, 00:21

მსოფლიო

უკრაინული მედია: ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა საპარლამენტო დებატებზე განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.