07 ნოემბერი 2024, 11:13 / სანდო წყარო

რიშარდ ჩარნეცკი: თუ არ გვინდა, რომ დასავლეთით იმედგაცრუებული საქართველო მართლაც რუსეთისკენ შეტრიალდეს, დასავლეთმა და ევროკავშირმა მას ზურგი არ უნდა შეაქციონ

ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. დეპუტატი, რომელიც სტატიის დაწერის დროს თბილისში იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ დასავლური მედიის კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „თბილისი დუღს“ [პროტესტით], თუმცა ქალაქში ყოფნისას ეს საერთოდ არ იგრძნობა.

„ოპოზიცია სოციალურ მედიაში ბობოქრობს, თუმცა დედაქალაქის ქუჩებში სიწყნარეა, ისევე, როგორც პროვინციებში“, - წერს ევროდეპუტატი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გაცილებით ნაკლები ემოცია გამოიწვია მოსახლეობაში, ვიდრე 4 წლის წინ გამართულმა არჩევნებმა და რომ ის ვერ „იჯერებს პროპაგანდას, თითქოს საქართველოს ქუჩებსა და გახლეჩილ ოპოზიციას მთავრობის გადაგდება შეუძლიათ“. მისივე თქმით, ქართველები საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით მივიდნენ, თუმცა არჩევნების თემა მათთვის მთავარი მოვლენა აღარ არის.

„იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისთვის არ იყო ყოფნა/არყოფნის საკითხი ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ხმის მისაცემად საზღვარგარეთ მცხოვრები მხოლოდ 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობა კი მხოლოდ 25 ათასმა მიიღო“, - წერს ევროპარლამენტარი და ამ ციფრებს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ მონაცემებს ადარებს, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებმა 310 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

ჩარნეცკი ასევე არჩევნების შედეგის მიზეზებზე წერს.

„ყველამ იცის, რომ უკრაინის ტერიტორიის 20% რუსეთის ხელშია. ცოტამ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ასევე რუსული ჩექმის ქვეშ არის. ქართველები ევროპული ერია, მათ გულწრფელად სურთ იყვნენ პოლიტიკური ევროპის, ანუ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ასევე გულწრფელად ეშინიათ „დიდ ძმასთან“ კონფლიქტის ესკალაციის. სწორედ ამიტომ გააკეთა უმრავლესობამ ის არჩევანი, რაც გააკეთა. თუ არ გვინდა, რომ დასავლეთით იმედგაცრუებული საქართველო მართლაც რუსეთისკენ შეტრიალდეს, დასავლეთმა და ევროკავშირმა მას ზურგი არ უნდა შეაქციონ“, - წერს ჩარნეცკი.

ყველა სიახლე

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 22:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ჯერ ერთმანეთი სცემეს, შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, „მთავარი არხის“ განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია

ახლა რა ხდება, ჯერ ერთმანეთი სცემეს შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, "მთავარი არხის" განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ადამიანების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახის განცხადებით "მთავარმა არხმა" შეცდომა დაუშვა, როცა მათი ოჯახის წევრი მოძალადედ გამოაცხადა და მისი ფოტოები საჯაროდ გაავრცელა, - წერს დავით ჩიხელიძე ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 დეკემბერი 2024, 22:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში

დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

08 დეკემბერი 2024, 22:06

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: მაქვს ეჭვი, გუშინ საგანგებოდ დადგმული სცენარი „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა, იმიტომ იქნენ შერჩეულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირები, რომ დაკვეთას კარგად შეასრულებდნენ

ერთ-ერთი თავდამსხმელი რომელიც ამოცნობილ იქნა ნინუკა ბორჩხაძის "ნაც მოძრაობის" აქტივისტის შვილია. თავდამსხმელი მეორე პირიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეა. მაქვს ეჭვი, რომ გუშინ საგანგებოდ დადგმული სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

გიორგი გამსახურდია

08 დეკემბერი 2024, 21:59

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ხაზარაძეზე: ამ გარეწრის ბიძაშვილის შვილმა, სადღაც 2023 წელს საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით, მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად. დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია

აი ამ გარეწრის, ბიძაშვილის შვილმა, არსებული ინფორმაციის თანახმად (არ მინდა სახელი და გვარი დავწერო), სადღაც 2023 წელს საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით (მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად!!!). დანარჩენი, შეფასებები, თქვენთვის მომინდვია, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ყველა გადაცმული „პოლიციელი“ იდენტიფიცირებულია, მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება.

08 დეკემბერი 2024, 21:56

პოლიტიკა

კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბინიდან ამოღებული იარაღი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ, ქართული ჯარის კუთვნილი ფულის მითვისება კეზერაშვილის მიერ და იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა. „კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან“ - შორენა ხვიჩიას რეპორტაჟი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 დეკემბერი 2024, 21:50

მსოფლიო

ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ და განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე 43 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაკარგების შესახებ.

08 დეკემბერი 2024, 21:46

პოლიტიკა

რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ სიუჟეტი

რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირამ“ მოამზადა სიუჟეტი, თუ რა სურთ დასავლეთს და ცალკეულ ბიუროკრატებს ევროპარლამენტიდან საქართველოში.

08 დეკემბერი 2024, 21:42

პოლიტიკა

შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით. „იმედის კვირის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ევროკომისიის ანგარიშს აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ გაუგონარს უწოდებენ იმ ჩანაწერს, სადაც საუბარია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და ოჯახური ღირებულებების კანონზე, რომელიც ევროკომისიის ანგარიშიც მიხედვით, ქვეყანამ უნდა გააუქმოს.

რუსუდან გორგილაძე

08 დეკემბერი 2024, 21:30

პოლიტიკა

რუსუდან გორგილაძე: ყველა დიქტატორულ რეჟიმს ჰყავს ბავშვები, როგორც მათი რეჟიმების გამყარების საშუალება. ბავშვების გამოყენებაზე და ამ მანიპულირებაზე უფრო ამორალური არაფერია საზოგადოებაში

საბჭოთა კავშირს ლენინ-სტალინის პერიოდში, ასევე მუსოლინის და ჰიტლერს, სამივეს ჰყავდა ინდოქტრინირებული ჯგუფები, ბავშვების სახით, რომლებსაც უნერგავდნენ რაღაც იდეას, - განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

თამარ მახარაშვილი

08 დეკემბერი 2024, 21:20

პოლიტიკა

განათლების მინისტრის მოადგილე: ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა

ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა, - განუცხადა გადაცემა „იმედის კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა აქციებში მოსწავლეების ჩართვის მოწოდებებთან დაკავშირებით.

08 დეკემბერი 2024, 21:10

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.

08 დეკემბერი 2024, 20:56

პოლიტიკა

თავდასხმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე - განახლებული ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „იმედის კვირაში"

გუშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ძალადობის უმძიმესი ფაქტი, რაც დაგმო ყველამ, განურჩევლად ვინ ვისი მხარდამჭერია ან ვინ როგორ უყურებს პროცესს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 20:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ ნატოში დარჩება, თუ სხვა წევრები „თავიანთ გადასახადებს გადაიხდიან“

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდიან თუ არა მოკავშირეები გადასახადებს.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 20:41

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ​​უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ​​უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად.

08 დეკემბერი 2024, 20:26

პოლიტიკა

ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიებზე: რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?

რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში? - წერს ჟურნალისტი ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიების შესახებ.

08 დეკემბერი 2024, 20:23

პოლიტიკა

პროტესტი და რადიკალიზმი. „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პროტესტი და რადიკალიზმი, რომელსაც საზოგადოება 10 დღის განმავლობაში უყურებს. „იმედის კვირა“ გიჩვენებთ ქრონოლოგიას, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში.

08 დეკემბერი 2024, 19:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.

არჩილ გორდულაძე

08 დეკემბერი 2024, 19:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა - ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2024, 19:40

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

დავით მათიკაშვილი

08 დეკემბერი 2024, 19:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების, ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე

კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.