შალვა პაპუაშვილი: საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს, ბანკირის პროფესიულ დღეს, შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. მან ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, ქართული ბანკის დაფუძნება და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი.
ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას პროფესიონალიზმისთვისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.
„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა.
დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.
ბანკირის დღეს, თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საბანკო-საფინანსო წრეების წარმომადგენლები.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2024, 11:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება
მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:07
მსოფლიო
Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
09 დეკემბერი 2024, 11:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას. 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა
09 დეკემბერი 2024, 10:15
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
09 დეკემბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".
09 დეკემბერი 2024, 09:50
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა.
09 დეკემბერი 2024, 09:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება
როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
09 დეკემბერი 2024, 09:40
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.
09 დეკემბერი 2024, 09:24
მსოფლიო
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.
09 დეკემბერი 2024, 09:15
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.
09 დეკემბერი 2024, 09:03
მსოფლიო
სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.
09 დეკემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს
საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:53
პოლიტიკა
გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.
09 დეკემბერი 2024, 08:45
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.
09 დეკემბერი 2024, 08:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია, რომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.
09 დეკემბერი 2024, 08:23
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებს, როდესაც, ითხოვენ, ჟურნალისტების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ
ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებსაც, როდესაც, ითხოვენ, რომ ამ ადამიანების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:11
საზოგადოება
გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს
გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
09 დეკემბერი 2024, 08:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აქციის დასრულების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.
09 დეკემბერი 2024, 02:07
პოლიტიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.