10 ნოემბერი 2024, 20:34 / სანდო წყარო

რამდენიმე წუთის წინ სანაპიროს ორივე მხარე გადაკეტილი იყო

რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრალურ ნაწილში - დისკომფორტი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი გზებზე ქმნის. სანაპიროს ორივე მხარე გადაკეტილი იყო რამდენიმე წუთის წინ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

„დღეს „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ აქცია თავისუფლების მოედანზე დააანონსა და შეკრების დროდ 18:00 საათი განსაზღვრა.

ნამდვილად გაბედული ნაბიჯია, როგორც თავად უყვართ თქმა, კადრი ვერ შექმნეს თუმცა მძღოლების ნერვებზე თამაში მოახერხეს. სავარაუდოდ, მათი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ვინმე მწყობრიდან გამოიყვანონ, შემდეგ სათავისოდ გამოიყენონ, რომ „აი, გვებრძვიან და ქუჩაში გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევენო“ და ესეც მიაკერონ სახელისუფლებო გუნდს.

თავებს არ ვითვლით, თუმცა დრონი გინდ მაღლა აწიე გინდ დაბლა ჩამოწიე - რეალობა ესაა, რაცაა.

და ამ ფონზე ახალი იდეაც გაუჩნდათ, კომიკური იდეა - ოპოზიციამ დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ. ეს დატესტეს დღეს და გაავრცელეს ინფორმაცია. ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის არ იყოს, ესეც მორგი გასართობი მოიფიქრეს. მხარდამჭერები არ ჰყავთ, შესაშური იდეები კი არ აკლიათ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2024, 21:56

პოლიტიკა

კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბინიდან ამოღებული იარაღი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ, ქართული ჯარის კუთვნილი ფულის მითვისება კეზერაშვილის მიერ და იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა. „კეზერაშვილის მარცხი საქართველოსთან“ - შორენა ხვიჩიას რეპორტაჟი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 დეკემბერი 2024, 21:50

მსოფლიო

ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ და განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე 43 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო დანაკარგების შესახებ.

08 დეკემბერი 2024, 21:46

პოლიტიკა

რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ სიუჟეტი

რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ. „იმედის კვირამ“ მოამზადა სიუჟეტი, თუ რა სურთ დასავლეთს და ცალკეულ ბიუროკრატებს ევროპარლამენტიდან საქართველოში.

რუსუდან გორგილაძე

08 დეკემბერი 2024, 21:30

პოლიტიკა

რუსუდან გორგილაძე: ყველა დიქტატორულ რეჟიმს ჰყავს ბავშვები, როგორც მათი რეჟიმების გამყარების საშუალება. ბავშვების გამოყენებაზე და ამ მანიპულირებაზე უფრო ამორალური არაფერი არ არის საზოგადოებაში

საბჭოთა კავშირს ლენინ-სტალინის პერიოდში, ასევე მუსოლინის და ჰიტლერს, სამივეს ჰყავდა ინდოქტრინირებული ჯგუფები, ბავშვების სახით, რომლებსაც უნერგავდნენ რაღაც იდეას, - განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

თამარ მახარაშვილი

08 დეკემბერი 2024, 21:20

პოლიტიკა

განათლების მინისტრის მოადგილე: ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა

ის მოწოდებები, რომ არ მოუსმინოთ საკუთარ მშობელს, არ მოუსმინოთ მასწავლებელს, მთლიანად ანგრევს იმას, რასაც ჰქვია განათლება, აღზრდა, - განუცხადა გადაცემა „იმედის კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა აქციებში მოსწავლეების ჩართვის მოწოდებებთან დაკავშირებით.

08 დეკემბერი 2024, 21:10

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.

08 დეკემბერი 2024, 20:56

პოლიტიკა

თავდასხმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე - განახლებული ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „იმედის კვირაში"

გუშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ძალადობის უმძიმესი ფაქტი, რაც დაგმო ყველამ, განურჩევლად ვინ ვისი მხარდამჭერია ან ვინ როგორ უყურებს პროცესს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 20:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ ნატოში დარჩება, თუ სხვა წევრები „თავიანთ გადასახადებს გადაიხდიან“

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდიან თუ არა მოკავშირეები გადასახადებს.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 20:41

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ​​უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ​​უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად.

08 დეკემბერი 2024, 20:26

პოლიტიკა

ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიებზე: რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?

რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში? - წერს ჟურნალისტი ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიების შესახებ.

08 დეკემბერი 2024, 20:23

პოლიტიკა

პროტესტი და რადიკალიზმი. „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პროტესტი და რადიკალიზმი, რომელსაც საზოგადოება 10 დღის განმავლობაში უყურებს. „იმედის კვირა“ გიჩვენებთ ქრონოლოგიას, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში.

08 დეკემბერი 2024, 19:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.

არჩილ გორდულაძე

08 დეკემბერი 2024, 19:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ

რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ კონკრეტული ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებსაც დაფარული აქვთ თავიანთი სახეები, თითქოს ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი, რომ ათასი კანონდარღვევა ჩაიდინონ, დაძრწიან ქუჩა - ქუჩა და ადამიანებზე ძალადობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2024, 19:40

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

დავით მათიკაშვილი

08 დეკემბერი 2024, 19:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების, ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე

კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

08 დეკემბერი 2024, 19:23

პოლიტიკა

ნინო ბორჩხაძე „მთავარ არხს“: იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე არც „ტიტუშკაა“ და არც ზონდერი, არც დაჯგუფების წევრი

ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ მისი შვილის ლუკა თოფურიძის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

ალექსანდრე დარახველიძე

08 დეკემბერი 2024, 19:19

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, აქციების მიმდინარეობისას 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

გიორგი გამსახურდია

08 დეკემბერი 2024, 19:12

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ „იმედის“ ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს

ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ „იმედის“ ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.

ვლადიმერ ბოჟაძე

08 დეკემბერი 2024, 19:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას - რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად

თქვენ იცით, რომ ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს ასეთი აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც, ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, ჩვენ მომავალ კვირაში, პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

08 დეკემბერი 2024, 19:06

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვიცით, რომ ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია და დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია

„კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც, ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.