შალვა პაპუაშვილი: როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რატომ თქვა უარი შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფთან შეხვედრაზე - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულის მიზეზებზე საუბრობს.
„როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი.
გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად:
***
არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ. საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითაც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ. საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა, და ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა. რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა, და ამასთან შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ. ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს. საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას. შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე. 26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება. ამავდროულად, მსურს გამოვხატო პატივისცემა დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დავუდასტურო დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2024, 08:10
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან
„ქრონიკის“ ინფორმაციით ადამიანები, რომლებიც მიტინგზე რადიკლური რელიგიური შინაარსის მოწოდებებს ახმოვანებდნენ, ერაყის მოქალაქეები არიან.
06 დეკემბერი 2024, 08:04
რეგიონი
ბათუმში მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც მათ მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი კონფლიქტი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
06 დეკემბერი 2024, 03:12
საზოგადოება
რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები.
06 დეკემბერი 2024, 03:08
პოლიტიკა
ლელა ალიბეგაშვილი: როდესაც ქუჩაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და შენ ამბობ, რომ რუსთაველის თეატრიდან ხალხს ესვრიან, შენ უნდა იყო ამ თეატრის მაგარი მტერი
მსახიობმა, ლელა ალიბეგაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა. მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ცილისწამების ქარცეცხლში მოექცა.
06 დეკემბერი 2024, 02:52
პოლიტიკა
მიშო ჯავახიშვილი: მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი, ანსამბლი „მართვე“ და ბავშვები მიმეყვანა კონკრეტულ ადგილას და გამოსაჩენ მდგომარეობაში ვყოფილიყავი
ანსამბლი „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისივე თქმით, აღნიშნა, მას სოციალურ ქსელში მოუწოდებდნენ, რომ ანსამბლი „მართვე“ გამოეყვანა და პროტესტს შეერთებოდა.
06 დეკემბერი 2024, 02:11
პოლიტიკა
ხათუნა ხოფერია: სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან
სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არა სავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა, სულისკვეთება, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
06 დეკემბერი 2024, 02:07
მსოფლიო
რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ: მიხარია, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - ჩვენ არასდროს დავუშვებთ რომელიმე სახელმწიფოს ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო და დემოკრატიულ საქმეებში
რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
06 დეკემბერი 2024, 01:52
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ისე არიან გაკოტრებულები, რომ არ გამიკვირდება, საბავშვო ბაღებსა და სამშობიარო სახლებსაც მიაკითხონ და ჩვილი ბავშვების ტირილი შეაფასონ როგორც პროტესტი
„ქვეყნის პრეზიდენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის დაცვისაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიახლოებაც კი აკრძალულია კანონით და წარმოიდგინეთ, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი უხმობს ადამიანებს, რომ ჩავიდნენ ბათუმში, მიუცვივდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ზეწოლა მოახდინონ.
06 დეკემბერი 2024, 01:40
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის
ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 01:30
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო - ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ
პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 01:08
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია““, - აღნიშნა სალომე ზუზრაბიშვილმა.
06 დეკემბერი 2024, 00:53
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება
მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:50
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი
„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლალირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
06 დეკემბერი 2024, 00:48
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ
ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:35
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: მინდა ზელენსკიმ იცოდეს, ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ
მინდა ზელენსკიმ იცოდეს, რომ ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
06 დეკემბერი 2024, 00:21
მსოფლიო
უკრაინული მედია: ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა საპარლამენტო დებატებზე განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ დღეს უკრაინელები ომს აგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.
06 დეკემბერი 2024, 00:20
რეგიონი
ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი ხუციშვილმა „იმედის კვირაში“, სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს.
06 დეკემბერი 2024, 00:17
პოლიტიკა
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.
05 დეკემბერი 2024, 23:53
პოლიტიკა
სოსო რობაქიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული
„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული. 200-ზე მეტი ბიჭია დახვრეტილი, რომელ ცემაზე იძახიან?! კობა დავითაშვილი მოკლეს ცემაში, მე ზუგდიდში მცემეს, ახლაც ინვალიდი ვარ“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
05 დეკემბერი 2024, 23:41
მსოფლიო
ჩრდილოეთ კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
აშშ-ის გეოლოგიური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.