გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტის პირველი დღე და პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს ხვალ მიმართავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
მნიშვნელოვანი მოვლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. კლიმატის ცვლილებებიდან მომდინარე გამოწვევების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარტნიორებთან ერთად ბაქოში მსჯელობს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველო კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი ერთგული რჩება და პოზიტიური ცვლილებებისათვის მუშაობს.
აზერბაიჯანის დედაქალაქი მსოფლიო ლიდერებს გაეროს 29-ე სამიტის ფარგლებში მასპინძლობს. კონფერენციაზე საქართველოს პირველად აქვს საკუთარი პავილიონი.
ნინო არღვლიანის სიუჟეტი.
ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2024, 11:59
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც „რა დროს ნაძვის ხეა“ კითხვა ისმის, პასუხია - დიახ, ნახვის ხეა! შენ ნუ მიხვალ, მაგრამ საკუთარი შვილისა და შვილიშვილისთვის ბავშვობის მოწამვლას თაობები ვერ გვაპატიებენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში, რუსთაველზე დადგმული ნაძვის ხის ირგვლივ აგორებულ სპეკულაციებს უპასუხებს. ექსპერტის თქმით, კითხვა - „რა დროს ნაძვის ხეა“ უდროო და არარელევანტურია, რადგან ბავშვებისთვის ამის ახსნა შეუძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია მშობლებმა ბავშვებს დადებითი ემოციები აჩუქონ, როდესაც ისინი ახალი წლის მოლოდინში არიან.
09 დეკემბერი 2024, 11:57
პოლიტიკა
ოპოზიციურმა მედიამ გამოავლინა „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმელების ნაწილი, მათ შორის ლუკა თოფურიძე, რომლის დედაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია
ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდამსხმელების ნაწილი ოპოზიციურმა მედიამ დაასახელა, მათ შორის ორი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გამართულ აქციებთან არის კავშირში.
09 დეკემბერი 2024, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახალსაც კი არ იგონებენ, ახლად დაქორწინებული წყვილის მისვლა, ნაძვის ხის დეკორირება, საპროტესტო პლაკატები და ა.შ. ერთი - ერთში მიჰყვებიან მაიდნის სცენარს
წინასწარ იყო ცნობილი რაც მოხდებოდა. მათ შორის თქვენ ნახეთ სცენარი, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ იქნა შედგენილი. პირდაპირ იმ სცენარსაც მიჰყვებიან, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში იქნება პროტესტები და პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც წარუმატებლები იყვნენ ისინი 2020 წელს ხალხისთვის არჩევანის წართმევაში, ასევე წარუმატებლები იქნებიან 2024-შიც ხალხისთვის არჩევანის წართმევაში
„ჩვენ ხომ ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით?! გვაქვს ნათქვამი დიდი ხნით ადრე. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდით და მათ შორის უცხოელებსაც ვეუბნებოდით, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებდა და ასრულდა ეს ყველაფერი. ვიცოდით, რომ ქალბატონი სალომე არ დანიშნავდა პარლამენტის სხდომას, არ მოვიდოდა სხდომაზე, ამისთვის რეგლამენტში ცვლილებაც კი შევიტანეთ, რომ მისი მოუსვლელობის შემთხვევაში პირდაპირ უხუცესი წევრი ხსნის სხდომას. ეს ჩავწერეთ მაისში რეგლამენტში, რადგან ვიცოდით რაც მოხდებოდა.
09 დეკემბერი 2024, 11:51
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: პატრონების დავალებაა, რომ ფორსირებულ რეჟიმში, კრიზისი შექმნან. საქართველო დადგება ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე - ან სრული პოლიტიკური კაპიტულაცია ან „ავღანეთიზაცია"
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ფორმულას“ ეთერში გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება. მისი თქმით, გიორგი გახარიამ გააჟღერა რადიკალების გეგმა, მიზანი და სტრატეგია, რომელიც საკუთარი პატრონებისგან მიიღეს. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მათი მიზანია ბაიდენის ადმინისტრაციის ცვლილებამდე საქართველოში კრიზისი შექმნან და ქვეყანა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენონ.
09 დეკემბერი 2024, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს და 20 იანვარს, როცა ელოდება ზოგიერთი ოპონენტი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მზერა მიმართულია გარეთ და საკუთარი ხალხისკენ
ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს და 20 იანვარს, როცა ელოდება ზოგიერთი ოპონენტი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მზერა მიმართულია გარეთ და საკუთარი ხალხისკენ. 26 ოქტომბერი იყო ის დღე, რომლისთვისაც უნდა ეზრუნა ოპოზიციას, რომ მიეღო ხალხის მხარდაჭერა და მიიღეს ის მხარდაჭერა, რაც მიიღეს, ამას თავადაც აღიარებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:45
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
09 დეკემბერი 2024, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ დღეებში აქციებზე ვისაც ვხედავთ, ამ ხალხმა საკუთარ რჩეულებს უნდა მიმართოს და უთხრას, რომ ის მანდატები, რომელიც მიანიჭეს, მიიღონ. „ქართულ ოცნებასთან“ მათ არაფერი ამ მხრივ სასაუბრო არ აქვთ
ჩვენ გვქონდა არჩევნები, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. ქართველმა ხალხმა გადაანაწილა პოლიტიკური წონა. ყველამ ნება უნდა იბოძოს და დაემორჩილოს ქართველი ხალხის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარობის აქციას მართავდნენ, ერთ-ერთმა მედიის ექსტრემისტმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დასახვრეტი ჟურნალისტების სია, „იმედის“ ჟურნალისტების სია. ეს ჩვეულებრივი ბოლშევიზმია
გუშინ, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარობის აქციას მართავდნენ, ზუსტად იმ დროს ერთ-ერთმა მედიის ექსტრემისტმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დასახვრეტი ჟურნალისტების სია, „იმედის“ ჟურნალისტების სია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
09 დეკემბერი 2024, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ შენიღბვების ფონზე რთულია დამნაშავეების იდენტიფიცირება და რთულია უკვე გაარჩიო ვინ არის მოძალადე, ვინ ჟურნალისტი, ვინ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ვინ - დემონსტრანტი
დაახლოებით 30 პირზეა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაცილებით მეტი დარღვევა, იქნებოდა ეს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თავდასხმა, თუ სხვა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რა ეტაპზე გამოძიება, რომელიც აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაიწყო.
09 დეკემბერი 2024, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი, ამ მხრივ გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც დემონსტრაციას მშვიდობიანს უწოდებს
ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი. სამართალდამცავები, რისი აღკვეთაც შეუძლიათ, იმას აღკვეთენ თუმცა ვხედავთ, რომ ქაოსურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რატომ არ რეაგირებს დემონსტრაციების დროს პოლიცია ცალკეულ დანაშაულებზე.
09 დეკემბერი 2024, 11:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიღბების აკრძალვაზე: ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება
ნიღბების აკრძალვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და ყველა აქციაზე შენიღბული დემონსტრანტები ყოველთვის იწვევდნენ კითხვის ნიშნებს თუ რა მოტივაცია არის ასეთი ადამიანების უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციაზე ნიღბის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.
09 დეკემბერი 2024, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებდნენ ახალ წელს პიროტექნიკა არ გამოგვეყენებინა, წუხდნენ ფრინველებზე. როგორც ჩანს, მათთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან
მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო მოწესრიგებული იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა ის, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ
„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე.
09 დეკემბერი 2024, 11:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება
მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 დეკემბერი 2024, 11:07
მსოფლიო
Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
09 დეკემბერი 2024, 11:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას. 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საქმიანობა განაახლა.
09 დეკემბერი 2024, 10:15
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
09 დეკემბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".