13 ნოემბერი 2024, 22:34 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ტრამპის გამარჯვებით შეწყდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

საქართველოს მთავრობას ტრამპთან, სულ ცოტა, ორ საკითხში აქვს ინტერესების თანხვედრა, თუმცა მისი პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ზოგ საკითხში არ დაემთხვეს, ასეთ დროს ქვეყნის ეროვნული ინტერესები კი ყოველთვის უნდა იყოს დაცული, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

„ტრამპი ამერიკელებს საქართველოსთვის არ აურჩევიათ, ამერიკისთვის აირჩიეს, რადგან მოსწონთ მისი პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება ბევრ რამეში არ დაემთხვეს, ჩვენ კი ყოველთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. დიდ მოთამაშეებთან, ბუნებრივია, ამის გაკეთება ზოგჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

მთავარი საკითხი, სადაც ტრამპის პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს სრულად თანხვდება, ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა დროულად დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი. შესაბამისად, დამთავრდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე, რომ ამ ომის ნაწილი გავხდეთ და აღარ გაგრძელდება პერმანენტული მცდელობა - გავუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს. აქედან გამომდინარე, გაცილებით მშვიდად შევძლებთ, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, ვიფიქროთ ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ხალხის კეთილდღეობის ზრდა და ა.შ. თუმცა, ამას წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად გიგანტური ნაბიჯებით მივიწევთ წინ.

მეორე საკითხი, რაშიც ჩვენი და დონალდ ტრამპის პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ერთმანეთს, ისაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დამთავრდება ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლის დღის წესრიგი, დამთავრდება ეპოქა, როცა გვაიძულებდნენ, უკან გაგვეწვია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოში. კიდევ გავიმეორებ, ტრამპის გამარჯვებით დასავლურ სამყაროში გაბატონებული ეს გიჟური დღის წესრიგიც დამთავრდება, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სადაც ტრამპის პრიორიტეტები სრულად ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს და ეს ძალიან კარგია.

რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, რაზეც ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობს, თითქოს ამ საკითხში ჩვენი პოლიტიკა ფუნდამენტურად უპირისპირდება ტრამპის პოლიტიკას. ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და მისი ამოცანა სწორედ ამერიკის ინტერესების დაცვაა და არა საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში 800 მილიარდ დოლარს აღწევა, თითქმის იმავე მოცულობის ბრუნვა აქვს ჩინეთთან ევროკავშირს და ამ ფონზე, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან წელიწადში მილიარდნახევარ დოლარს არ აღემატება. ანუ, რასაც საქართველო ორ წელიწადში ვაჭრობს ჩინეთთან, ის არის ამერიკის ან ევროკავშირის ერთი დღის ვაჭრობის ტოლი. შესაბამისად, სურათი ასეთია, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩინეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირები, როგორსაც ვისურვებდით, რომ გვქონდეს, რადგან ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების მეტ კეთილდღეობას ნიშნავს. ასე რომ, ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს ისეთი საკითხი, სადაც შესაძლებელია ჩვენზე ზეწოლა, რომ ეს ურთიერთობები შევამციროთ. პირიქით, ჩვენი მიზანი მეტი ეკონომიკური ურთიერთობა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა როგორც ჩინეთიდან, ისე ევროპიდან თუ აშშ-დან - სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საწინდარი. არც ამ საკითხშია რამე ისეთი, ვინმემ რომ ზეწოლა იქონიოს საქართველოზე. პირიქით, მეტი ინვესტიცია გვინდა - ჩინურიც, ევროპულიც, ამერიკულიც. ვინც მეტს შემოიტანს, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

09 დეკემბერი 2024, 09:57

მსოფლიო

ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".

ვლადიმერ ბოჟაძე

09 დეკემბერი 2024, 09:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით

გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ნიღბებით სახის დაფარვა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფები ნიღბებით გაცილებით თამამად ჩადიან დანაშაულებს, რადგან მათი იდენტიფიცირება რთულია, ამიტომ, ამ მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობა დადგა.

არჩილ გორდულაძე

09 დეკემბერი 2024, 09:43

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება

როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

09 დეკემბერი 2024, 09:40

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.

09 დეკემბერი 2024, 09:24

მსოფლიო

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.

ჯო ბაიდენი

09 დეკემბერი 2024, 09:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს

შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.

ბაშარ ასადი

09 დეკემბერი 2024, 09:03

მსოფლიო

სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 დეკემბერი 2024, 09:01

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს

საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

09 დეკემბერი 2024, 08:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 დეკემბერი 2024, 08:45

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.

ვლადიმერ ბოჟაძე

09 დეკემბერი 2024, 08:36

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია, რომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

09 დეკემბერი 2024, 08:28

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

09 დეკემბერი 2024, 08:23

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებს, როდესაც, ითხოვენ, ჟურნალისტების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ

ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებსაც, როდესაც, ითხოვენ, რომ ამ ადამიანების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

09 დეკემბერი 2024, 08:11

საზოგადოება

გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს

გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 დეკემბერი 2024, 08:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აქციის დასრულების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.

09 დეკემბერი 2024, 02:07

პოლიტიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.

09 დეკემბერი 2024, 02:04

პოლიტიკა

პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა

საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.

ნიკა გაბელია

09 დეკემბერი 2024, 01:39

პოლიტიკა

ნიკა გაბელია ნიღბების აკრძალვის ინიციატივაზე: ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია

ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ შეკრებაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:33

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, ამაზე მეცინება

ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ, შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:00

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო

მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.