ირაკლი კობახიძე: არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე, ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას - კოორდინირებული მოქმედებაა რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა, იმავეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.
„არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას. აქ კოორდინირებული მოქმედება არის, რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის. ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა. იმავეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე. ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები. „ედისონის“ და „ჰარისის“ ეგზიტპოლები. მანამდე გააყალბეს პივიტი, ოთხი წლის წინ, ახლა პივიტი ვეღარ გააყალბეს, მაგრამ გააყალბეს ორი ეგზიტპოლი. ეს არის რეალურად გაყალბებული 2024 წლის საარჩევნო პერიოდში. ოპოზიცია თვითონ აღიარებს მაღალ აქტივობას, რომ მოვიდა ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. პირდაპირ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი წარმომადგენლების ციტატები. მაგალითად, გახარიას პარტია - ჩვენი 161 600 ამომრჩეველი - ამას ამბობს პარტიის წარმომადგენელი.
პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი არც ერთი ხმა არ გაყალბებულა. ასევე, ლელო ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აიღეს დაახლოებით 200 000 ხმა. არის დარჩენილი გაყალბებული ეგზიტპოლები, რომელიც ამბობს იმას, რომ არ გაგვიყალბებია „ლელოს“ და გახარიას ხმები, მაგრამ მარტო მიზანმიმართულად გავაყალბეთ „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ ხმები, რაც ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. ერთმანეთთანაც კი წინააღმდეგობა არსებობს ორ გაყალბებულ ეგზიტპოლს შორის. გაყალბებაშიც კი არ ჰქონდათ კოორდინაცია, რაც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
20 იანვარი 2025, 23:39
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.
20 იანვარი 2025, 23:26
მსოფლიო
ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
20 იანვარი 2025, 23:13
მსოფლიო
ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო
აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:54
მსოფლიო
ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე
მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.
20 იანვარი 2025, 22:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
20 იანვარი 2025, 22:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.
20 იანვარი 2025, 22:27
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ
ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 22:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
20 იანვარი 2025, 21:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში
იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.
20 იანვარი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი
დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ
ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:28
მსოფლიო
ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო
ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:21
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება
ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:10
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.
20 იანვარი 2025, 21:07
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
20 იანვარი 2025, 21:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
20 იანვარი 2025, 20:43
პოლიტიკა
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.
20 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.
20 იანვარი 2025, 20:23
მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.