imedi /  30 ნოემბერი 2024, 19:29 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ანადგურებენ ქონებებს, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ანადგურებენ ქონებებს, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება. ჩვენი, უმრავლესობის კუთვნილებას ანადგურებენ ეს უმცირესობები და ამას აკეთებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ღირებულებების სახელით, - ასე აფასებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე „დღის ქრონიკაში“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

„45 წელია ვარ ქუჩაში და ქუჩიდან ვებრძოდი საქართველოში ყოველგვარ რეჟიმს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი აგრესიული ჯგუფების მცირერიცხოვანი საზოგადოების მხრიდან უმრავლესობის უფლებების შელახვა. პირველად ვნახე, რომ ადამიანის უფლებების გამოყენება, მცირე აგრესიულ ჯგუფებს შეუძლიათ საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ. ასევე პირველად ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება გადაზარდონ აგრესიულმა ჯგუფებმა ქვეყნის დესტაბილიზაციის და ჩამოშლის მექანიზმად“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2025, 16:57

მსოფლიო

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი.

თამარ ჩიბურდანიძე

25 იანვარი 2025, 16:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია ყველასთვის. ოპოზიციის ბოლო ნავსაყუდელი ევროპაა, თუმცა, ისიც დროებით

„ოპოზიციის ერთადერთ ნავსაყუდლად რჩება მხოლოდ ევროპა და ისიც დროებით. ევროპარლამენტის არჩევნები ტრამპის არჩევნების შემდეგ რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, სხვა სურათი გვექნებოდა. დღევანდელი ევროპული ლიდერშიპი ბაიდენის პოლიტიკის გამგრძელებლები არიან და ცდილობენ, სადამდეც შეეძლებათ, იქამდე შეინარჩუნონ “გამძლეობა”. არადა, ტრამპი-მასკის ტანდემი გასაქანს არ აძლევს, არც ევროპას და არც ბრიტანეთს. მათთან ცვლილებები გარდაუვალია.

25 იანვარი 2025, 16:37

რეგიონი

სოფელ თეძმისხევში, მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევში, მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ირმა ჭკადუა

25 იანვარი 2025, 16:34

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა ოპოზიციას: ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ,- წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

25 იანვარი 2025, 16:30

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება კანონში ცვლილებებს აანონსებს, რომელიც 18-25 წლის მამაკაცების ნებაყოფლობით მობილიზაციას ეხება

უკრაინის ხელისუფლება კანონში ცვლილებებს აანონსებს, რომელიც 18-25 წლის მამაკაცების ნებაყოფლობით მობილიზაციას ეხება.

25 იანვარი 2025, 15:07

მსოფლიო

კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია

კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია.

შალვა გოგოლაძე

25 იანვარი 2025, 15:03

სპორტი

სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარასპორტსმენებს შეხვდა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრი პარაათლეტების საჭიროებებს გაეცნო და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

არჩილ გორდულაძე

25 იანვარი 2025, 14:54

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია

სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია.

თეა წულუკიანი

25 იანვარი 2025, 14:42

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ფაქტია, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება

ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.

არჩილ გორდულაძე

25 იანვარი 2025, 14:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა

ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ხალხის ძალა

25 იანვარი 2025, 14:03

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები

ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები.

გოგა ხაინდრავა

25 იანვარი 2025, 13:16

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა დანიგანს: „სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა. სტიპენდიატმა ზურაბიშვილმა რუსული პროექტი. დუმილი თანხმობის ნიშანია. თქვენც ასე ფიქრობთ?

„სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ - უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა საქართველოში და მაკკეინის ინსტიტუტის სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ავტორმა ლ. ტორტონმა!

25 იანვარი 2025, 13:14

მსოფლიო

„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ

„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ.

25 იანვარი 2025, 13:13

სამართალი

პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კაციას შესახებ: სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და ჰიგიენური ნორმებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამსახურის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნიკოლოზ კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს. სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

ბაირონ კოენი

25 იანვარი 2025, 13:07

მსოფლიო

თეთრი სახლის მრჩეველი: ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო

ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო.

ლევან მგალობლიშვილი

25 იანვარი 2025, 13:00

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მათი განათლების ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე.

25 იანვარი 2025, 12:54

სამართალი

პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 12:53

ეკონომიკა

მაია ომიაძე მადრიდში საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით ქართველიშვილი

25 იანვარი 2025, 12:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დროა „რუსული“ კანონების და მათი ამოქმედების წინააღმდეგ ხელოვნური აგრესიის „ტალღამ“ რუსთაველიდან - აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლოს...

დღეს სწორედ ჩვენმა, ადგილობრივი ლიბერალური ფაშიზმის ნებსით თუ უნებლიედ „გულანთებულმა" მხარდამჭერებმა - პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყვეს მათი დაფინანსებისთვის არა თბილისიდან, არამედ ვაშინგტონიდან წამოსულ „საფრთხეებს", თეთრ სახლში შესული ახალი ადმინისტრაციის სახით - „რაც მოგივა დავითაო..."-ს პრინციპით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებას - 90 დღით შეჩერდეს საგარეო პროექტების დაფინანსება, ეხმიანება.

25 იანვარი 2025, 12:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა

დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა.