01 დეკემბერი 2024, 18:35 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნებამდე ჩვენ გვესმოდა, რომ მათთვის მთავარი დასაყრდნობი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ხდება ამ დასკვნის მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. შემდეგ ითქვა, რომ დაელაპარაკებოდნენ ავტორებს თუ ამ მისიის ხელმძღვანელობას - ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა შედეგთან დაკავშირებით არავინ არაფერს გვეუბნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას იხსენებს. მისი თქმით, რატომღაც ამას და მათ შორის, თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, პია კაუმას განცხადებას, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ახლა ყველა გვერდს უვლის, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს.

„ჩვენ ვნახეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პია კაუმას განცხადება, რომელიც გახლდათ ამ მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვნახეთ მისი განცხადება, მისი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იმეორებს იმ მიგნებებს, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველა აქტორს შეეძლო თავისუფლად ეწარმოებინა კამპანია, ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანი, რომელიც შეეძლო გაკეთებინა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ეს ეუთო/ოდირისგან და რატომღაც ამას ყველა გვერდით ატარებს და ევროპელი კოლეგებისგან რეაქციებს ვერ ვხედავთ, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს, რასთან გვაქვს საქმე“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო სტანდარტით ეუთო/ოდირი არის ის, რომლის ობიექტურობის მიმართ კითხვები არ ისმის ხოლმე, ყველა სხვა დანარჩენთან არის ეს კითხვები. არჩევნების მეორე დღეს, როდესაც ეუთო/ოდირის მისიის პრესკონფერენცია გაიმართა, ვნახეთ ეუთო/ოდირის შეფასება, მანამდე შუალედური შეფასება ვნახეთ წინასაარჩევნო გარემოზე, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო შეფასებული, როგორც მშვიდი და კონკურენტული“ და იქ ყველა კრიტიკოსი გაჩუმდა ჩვენი არჩევნების. მეორე დღეს ვნახეთ უკვე არჩევნების დღესთან დაკავშირებული წერილობითი დასკვნა და მოვისმინეთ მისიის ხელმძღვანელის ზეპირი განცხადებები. როგორც ეუთო/ოდირის წერილობით დასკვნაში, ისე მისიის ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებაში ჩვენ მოვისმინეთ და ამოვიკითხეთ შემდეგი, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას შეეძლო ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია თავისუფლად, რომ ამომრჩეველს ჰქონდა დიდი არჩევანი და რომ ამის შედეგად არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. აი ეს არის ის ფორმულა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირისგან და წავიკითხეთ მის დასკვნაში. და რა ვნახეთ ამის შემდეგ?! ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ დავინახეთ რომ მიდის შეტევა ეუთო/ოდირზე. მათ შორის, მოვისმინეთ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც ეჭვი შეიტანა ეუთო/ოდირის დასკვნის ობიექტურობაში. მანამდე სანამ ეს დასკვნა იქნებოდა, არჩევნებამდეც ვნახეთ როგორ აალაპარაკეს ადგილობრივი ოპოზიცია, გვარამია და გიორგი გახარია, რომლებმაც წინსწრებით თქვეს, რომ მათთვის განმსაზღვრელი არ არის ეუთო/ოდირის დასკვნა. გახსოვთ, ჟურნალისტები უსვამდნენ მათ კითხვას- ეუთო/ოდირი თუ იტყვის, რომ არჩევნები შედგა, აღიარებთ თუ არა? ისინი გაურბოდნენ ამ კითხვას და ამბობდნენ, რომ მთავარი განმსაზღვრელი არის ხალხი და ა.შ. ეს ძალიან საეჭვო გარემოება არის და ამას უნდა დაუფიქრდეს საზოგადოება. მათ შორის, შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიისგან თუ ზოგადად ევროკავშირისგან, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ და აპირებდნენ შეხვედროდნენ ეუთო/ოდირის დელეგაციის ხელმძღვანელობას და მათგან პირადად მოესმინათ თუ როგორი შეფასება ექნებოდათ არჩევნებში. გაიგეთ ვინმემ ეს შეხვედრა შედგა თუ არა? სინამდვილეში შეხვედრა შედგა და ჩვენ საჯაროდ არაფერი გვითხრეს იმ შეხვედრაზე რა ითქვა და რა მოისმინეს ეუთო/ოდირისგან. წესით ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ უნდა მოგვესმინა ევროკავშირისგან, რომ ახლა უკვე პირადადაც მოისმინეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელობისგან პირადი შეფასებები და განმარტებები და ველოდებით თქვენს დასკვნას, რა დასკვნა გამოგაქვთ აქედან. ამის შემდეგ არის სრული შტილი და სიჩუმე და ეს არის საეჭვო სიჩუმე, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2025, 23:55

მსოფლიო

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

20 იანვარი 2025, 23:47

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

20 იანვარი 2025, 23:39

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:26

მსოფლიო

ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:13

მსოფლიო

ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო

აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:54

მსოფლიო

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

20 იანვარი 2025, 22:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2025, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.