02 დეკემბერი 2024, 12:05 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მოლაპარაკებების გახსნა არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი - დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წლინახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება.

„შანტაჟი და უსამართლო, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ. საქმე შანტაჟის ნაცვლად, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წლინახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ღირსეული ქვეყანა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟის და უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ის არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა - კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, დსთ-ს წევრი და მას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა. უხსნიან მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს არა. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად. სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, და ამით იქნება დაკავებული საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.

20 იანვარი 2025, 20:25

პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.

20 იანვარი 2025, 20:23

მსოფლიო

ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილი

20 იანვარი 2025, 20:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.

20 იანვარი 2025, 19:25

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

20 იანვარი 2025, 19:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თეთრ სახლში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 19:02

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითს და მდედრობითს

დონალდ ტრამპი ორშაბათს გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 იანვარი 2025, 18:50

პოლიტიკა

მათიკაშვილი Julius Baer-თან დავაზე: ივანიშვილის 29 აპრილის განცხადების შედეგია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის ამ ძალების რეაქციული პასუხი, რადგან 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ს სასამართლოში უჩივის.

20 იანვარი 2025, 18:47

რეგიონი

ხაშური-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

20 იანვარი 2025, 18:45

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება

ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება, - განაცხადა ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.