04 დეკემბერი 2024, 13:45 / სანდო წყარო

„ქუინსი ინსტიტუტი“: თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების მონაწილე ადამიანები ბევრად უფრო აგრესიულად და ძალადობრივად იქცეოდნენ, ვიდრე სხვა დროს

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, დასავლეთთან აქტიურ ინტეგრაციას ესწრაფვის, დასავლეთის ძირითადი ლიდერები მაინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, შეეზღუდათ ან რეალურად დაესრულებინათ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.

სტატიის ავტორი, ალმუტ როხოვანსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ვითარება მოულოდნელი მიმართულებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს“ და მანამდე არც ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.

ავტორის თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია ევროკავშირის გაფართოების ოცდაათწლიან ისტორიაში, რომლის განმავლობაშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის წევრობის დაპირება და ინტეგრაციის არასტაბილურობა მუდმივად იწვევდა საზოგადოების დესტაბილიზაციას, მთავრობების დამხობას, იმედების გაჩენას და შემდეგ მსხვრევას. მისივე შეფასებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველო აწყდებოდა დასავლეთის მხრიდან.

„კობახიძის განცხადებამ ქრონიკული კრიზისის ფონზე კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვია, რომელიც ქუინსის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშია აღწერილი. ყველაფრის სათავე საქართველოს შიდა პოლიტიკური მოწყობის „გეოპოლიტიზაციაშია“ საძიებელი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, დასავლეთთან აქტიურ ინტეგრაციას ესწრაფვის, დასავლეთის ძირითადი ლიდერები მაინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, შეეზღუდათ ან რეალურად დაესრულებინათ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა. შედეგად, საქართველოს მთავრობასა და დასავლეთს შორის არსებული გაუცხოება კიდევ უფრო გამწვავდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველო ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, მისგან დასავლეთის სანქციებთან მიერთებასა და უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილის გადაცემას ითხოვდნენ. პატარა, დაუცველი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა“, - წერს ავტორი.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგობოდა მცდელობებს, რომლებიც, მისი აღქმით, ხელისუფლების ნელ ტემპში შეცვლას ემსახურებოდა. როგორც ავტორი წერს, აღნიშნული წინააღმდეგობის მაგალითია საკამათოდ ქცეული ზომების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯებმა კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის, რამაც 2023 და 2024 წლებში ევროკავშირის მხარდამჭერ ქართველებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

„ბოლო საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აღმოცენდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება გამოაცხადა არჩევნებში, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ გაყალბებულად მიიჩნია, თუმცა დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა ვერ შეძლო. ეს საპროტესტო ტალღა რამდენიმე დღის წინ ჩაცხრა. კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, თბილისსა და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებში მონაწილე ადამიანებიც ბევრად უფრო აგრესიულად და ძალადობრივად იქცეოდნენ, ვიდრე სხვა დროს. ამან პოლიციის მხრიდან აქციის მასშტაბური დაშლა გამოიწვია. საქართველოს უფლებადამცველებმა არა მხოლოდ პოლიციის ქმედებები დაგმეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო საპროტესტო მოძრაობის დაშლის მცდელობაც. ოპოზიციურად განწყობილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამ თვეში ეწურება, განაცხადა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას და ოპოზიციური ძალების გაერთიანებას საბჭოში, რათა მოემზადოს ძალაუფლების ჩამოსართმევად იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს. საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა დატოვა, ხოლო სამთავრობო უწყებების ასობით თანამშრომელმა საპროტესტო წერილებს მოაწერა ხელი. ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა ჯარს ხალხის დაცვისკენ მოუწოდა. საქართველოს ქრონიკული კრიზისის ეს უკანასკნელი გამწვავება უფრო მძლავრად იგრძნობა, ვიდრე წინა გამოვლინებები“,- ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2025, 13:23

მსოფლიო

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს

სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძე

18 იანვარი 2025, 13:18

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.

18 იანვარი 2025, 13:09

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2025, 12:38

მსოფლიო

ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით

ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით.

ჯეიმს კომერი

18 იანვარი 2025, 12:28

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

18 იანვარი 2025, 12:25

სპორტი

მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს

დღეს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

18 იანვარი 2025, 12:04

მსოფლიო

პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ

პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

18 იანვარი 2025, 11:53

პოლიტიკა

ლევან მგალობლიშვილი: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ

ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.

18 იანვარი 2025, 11:52

მსოფლიო

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ბოგდან რიცერსკი

18 იანვარი 2025, 11:48

თავდაცვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

18 იანვარი 2025, 11:47

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 იანვარი 2025, 11:28

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

პაატა სალია

18 იანვარი 2025, 11:17

პოლიტიკა

პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა „ქრონიკასთან“ შეაფასა.

ზვიად გაბისონია

18 იანვარი 2025, 11:14

პოლიტიკა

ზვიად გაბისონია ცესკოს წევრობის კანდიდატებზე: ოთხივე კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ სპეციფიკური მიმართულებით

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა.

18 იანვარი 2025, 10:37

საზოგადოება

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან.

18 იანვარი 2025, 10:30

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია

ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია.

18 იანვარი 2025, 10:04

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენა ნანუშიანს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 იანვარი 2025, 09:50

მსოფლიო

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - არის მსხვერპლი.

18 იანვარი 2025, 09:34

მსოფლიო

კირ სტარმერი: უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს

კირ სტარმერი: სამშვიდობო ძალისხმევაში უკრაინაში დიდი ბრიტანეთი „სრულყოფილ როლს“ შეასრულებს.

18 იანვარი 2025, 08:40

მსოფლიო

კალუგის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.