ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ
ზვიად შალამბერიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ერთადერთი დასკვნა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტისგან ჩვენ გვესმოდა ისეთი განცხადებები, ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც გარკვეულწილად იყო ნაკარნახევი, გარკვეული ძალების მიერ საქართველოდან ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ესეც არის ერთ-ერთი გამოძახილი, რომელიც უკვე დღის ბოლოს აღიარეს, რომ თურმე ისინი აძლევენ მათ სიას, რის შესაბამისადაც მოხდა დასანქცირება ამ ადამიანების.
ჩვენ ლოგიკურად რომ გავყვეთ, სულ რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტში დეპუტატი ვარ, მაგრამ ამ პერიოდში არ მოიაზრება ის, რომ ამის გამო მოხდა დასანქცირება, ესე იგი უნდა გავიხსენოთ ბოლო ხუთი წელი, როდესაც მე ვიყავი გუბერნატორი. როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, პირველივე დღიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, მათ შორის იყო იმერეთიც.
მარტის დასაწყისშივე 40 ტონამდე ტვირთი შევაგროვეთ და გავაგზავნეთ.ასევე უკრაინიდან ჩამოსულ დაახლოებით 200-მდე ოჯახს ჩვენ გავუწიეთ დახმარება. მეორედ კიდევ გავაკეთეთ დახმარება და ამჯერად დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე მოვაგროვეთ იმერეთში, რითაც მედიკამენტები, სისხლის გადასხმის აპარატურა და სხვადასხვა საჭიროებები გავიგზავნეთ, რასაც თავად გვეუბნებოდნენ.
იმ პერიოდში ყველა ქვეყნის მიმართ ზელენსკის მხრიდან მადლიერება იხატებოდა და მხოლოდ საქართველოს არ ახსენებდნენ არასდროს. ჩვენ ისევ გავაგრძელეთ მათი დახმარება, თუმცა ეს ყველაფერი მადლობისთვის არ გაგვიკეთებია რა თქმა უნდა. ეს იყო ქართველი ხალხის დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ყველა სიახლე
25 იანვარი 2025, 08:29
მსოფლიო
სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა
სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად21 იანვარს წარუდგინა.
25 იანვარი 2025, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
25 იანვარი 2025, 02:36
მსოფლიო
Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო
USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.
25 იანვარი 2025, 02:20
მსოფლიო
The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
25 იანვარი 2025, 01:29
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.
25 იანვარი 2025, 00:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
25 იანვარი 2025, 00:38
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.
25 იანვარი 2025, 00:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო
იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
24 იანვარი 2025, 23:42
საზოგადოება
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
24 იანვარი 2025, 23:37
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა
ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.
24 იანვარი 2025, 21:53
მსოფლიო
ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.
24 იანვარი 2025, 21:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.
24 იანვარი 2025, 21:15
კულტურა
„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.
24 იანვარი 2025, 21:12
მსოფლიო
ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
24 იანვარი 2025, 20:36
პოლიტიკა
„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.
24 იანვარი 2025, 20:34
მსოფლიო
არესტოვიჩი: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად - საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის
ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, რადგან ეს ომი სრულიად რაციონალური კონსტრუქციაა ბაიდენისა და პუტინის მხრიდან, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.
24 იანვარი 2025, 20:30
პოლიტიკა
გეგმის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია - რა რეალობა შექმნა ტრამპის ინაუგურაციამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე. ის, რის მოსწრებასაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობდნენ, ვერ შედგა, რეალობა მთელ მსოფლიოში იცვლება და საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მსურველებს გამოსავალი აქვთ მოსაძებნი.
24 იანვარი 2025, 20:20
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. დღეს კი რამდენიმე მოწმე დაიკითხა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
24 იანვარი 2025, 20:20
პოლიტიკა
ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოს წინააღმდეგ - ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნა და მოლოდინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის წინ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ხალხის ინტერესად წარმოაჩენს. მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება.
24 იანვარი 2025, 20:05
მსოფლიო
პუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ.