06 დეკემბერი 2024, 01:40 / სანდო წყარო

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის

გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის, რომელმაც გრიგალივით გადაუარა მთელს მსოფლიოს და ვხედავთ როგორი შედეგები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორი იდეოლოგია წამოვიდა, რომელიც ორიენტირებული იყო ამ ქაოსზე, სიძულვილის თესვაზე, რადიკალიზაციაზე, ადამიანების გახლეჩაზე და პოლარიზაციაზე.

გარდა ამისა ამას თან ერთოდა ამ აგენტურის მუდმივი კვება, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც ატყდა მთელი ვაი-უშველებელი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს, რომ ამ აგენტურას მოსვენება დაეკარგა, რადგან ზოგიერთი ენეჯეოები, რომლებიც იფუთებოდნენ სხვადასხვა აქტივობებით ასე ხელებს ვეღარ გაშლიდნენ თამამად. გარდა ამისა საუბარია იმ გარყვნილების პროპაგანდაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელსაც ჩვენმა მმართველმა გუნდა გზა გადაუღობა.

ამ იდეოლოგიის გავრცელება ძალიან ბევრ ქვეყანაში მოხდა სამწუხაროდ. ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა მისია აკისრია. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ ამოიღო ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში სრულდება ეს პროცესი და როგორც გითხარით ბოლო ეპიზოდებს ვხედავთ, რომელიც მათ დაგეგმეს განახორციელეს, სურვილი ჰქონდათ, რომ თბილისი უბედურების ქალაქად გადაექციათ, თუმცა მოვლენები ვითარდება ისე, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია და ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველა სიახლე

კიტ კელოგი

25 იანვარი 2025, 09:38

მსოფლიო

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში.

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად21 იანვარს წარუდგინა.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.

ალექსეი არესტოვიჩი

24 იანვარი 2025, 20:34

მსოფლიო

არესტოვიჩი: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად - საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის

ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, რადგან ეს ომი სრულიად რაციონალური კონსტრუქციაა ბაიდენისა და პუტინის მხრიდან, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

24 იანვარი 2025, 20:30

პოლიტიკა

გეგმის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია - რა რეალობა შექმნა ტრამპის ინაუგურაციამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე. ის, რის მოსწრებასაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობდნენ, ვერ შედგა, რეალობა მთელ მსოფლიოში იცვლება და საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მსურველებს გამოსავალი აქვთ მოსაძებნი.

გიორგი ბაჩიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:20

სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. დღეს კი რამდენიმე მოწმე დაიკითხა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

24 იანვარი 2025, 20:20

პოლიტიკა

ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოს წინააღმდეგ - ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნა და მოლოდინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის წინ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ხალხის ინტერესად წარმოაჩენს. მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება.