06 დეკემბერი 2024, 13:02 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციაზე რომ იყოს დამოკიდებული, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოაყვანინებდნენ სხვა ქვეყანას იმისთვის, რომ ძალაუფლება რამენაირად ჩაეგდოთ არადემოკრატიული გზით ხელში

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციაზე რომ იყოს დამოკიდებული, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოაყვანინებდნენ სხვა ქვეყანას იმისთვის, რომ ძალაუფლება რამენაირად ჩაეგდოთ არადემოკრატიული გზით ხელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართული ოპოზიცია დღეს აკეთებს იგივეს, რაც ბოლშევიკებმა 100 წლის წინ გააკეთეს.

„ოპოზიციაზე რომ იყოს [დამოკიდებული], სანქციებს კი არა, ტანკებს შემოაყვანინებდნენ სხვა ქვეყანას იმისთვის, რომ ძალაუფლება რამენაირად ჩაეგდოთ არადემოკრატიული გზით ხელში.ე.წ. სანქციები დღეს პოპულარული გახდა სხვადასხვა ქვეყნის თუ პოლიტიკოსის ხელში და ჩაანაცვლა სხვა ძალადობრივი მეთოდები ქვეყნებში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილებისა. ზუსტად ამისთვის გამოიყენება დღეს ასეთი ზეწოლის მეთოდები.

ოპოზიციას რაც შეეხება, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოუძღვებოდნენ, როგორც 100 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა. დღეს ჩვენ სინამდვილეში ვუყურებთ ნეობოლშევიკებს ჩვენი ოპოზიციის სახით. მეთოდები იგივე აქვთ. ეს არის თავისი არსით ძალადობრივი პოლიტიკური იდეოლოგია, რაც მათ აქვთ. ვხედავთ ჩვენ ნეობოლშევიკებს, რომლებიც ან ფიზიკურად ძალადობენ, თუკი ამის საშუალება აქვთ - ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე იყვნენ და სახელმწიფო ძალას იყენებდნენ ძალადობისთვის. და ვხედავთ ახლა - პირდაპირ მაშხალების საარტილერიო ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი ქართველი პოლიციელების და სპეცრაზმელების წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომში იბრძოდა. ამ ხალხს ქართულმა ოპოზიციამ ესროლა მაშხალების საარტილერიო ცეცხლი. რა არიან ისინი, თუ არა ნეობოლშევიკები?

როდესაც ძალადობის საშუალება აღარ აქვთ, მას შემდეგ, რაც ამოიღო პოლიციამ მათი არტილერიული ცეცხლის მარაგები და დააკავა ძირითადი ორგანიზატორები, გადავიდნენ უკვე სიტყვიერ და მორალურ ძალადობაზე. რაც ასევე სუფთა ბოლშევიკური მეთოდებია, რასაც ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, სამარცხვინოა, რომ ამ დონეზე რომ დაეშვა ეს ნაწილი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერებისა, რომ მიდიან, ატერორებენ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს ბოლშევიკური მეთოდებით და ამას აკეთებენ ევროპის სახელით.

„ზუსტად ასეთ ევროპას უთხრა უარი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც თქვა, რომ ძალადობა და ტერორი ჩვენი ხალხისთვის არ ნიშნავს ევროპას და რაც უნდა ოპოზიციას, რომ მიასაღოს ქართველ ხალხს, როგორც ევროპა. სამწუხაროდ, მათ ზოგიერთ უცხოელ მფარველსაც ეს უნდა. ვხედავთ მათ განცხადებებს. პირდაპირ იწონებენ ამ მაშხალების სროლასაც, მოლოტოვის კოქტეილსაც, ქვების სროლასაც. ამბობენ, რომ ჩვენ, ევროპელი პოლიტიკოსები გეუბნებით, რომ ეს მშვიდობაა - მშვიდობის ნიშნად ისროლე ქვა, მაშხალა, მშვიდობის ნიშნად მიდი ოჯახში და დაატერორე ადამიანები. ამას ამბობს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და რა თქმა უნდა, სირცხვილია, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:13

მსოფლიო

ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო

აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:54

მსოფლიო

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

20 იანვარი 2025, 22:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2025, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.

20 იანვარი 2025, 20:25

პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.

20 იანვარი 2025, 20:23

მსოფლიო

ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილი

20 იანვარი 2025, 20:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.

20 იანვარი 2025, 19:25

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.