06 დეკემბერი 2024, 14:41 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ ამხილა სტრასბურგმა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმაში, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ამხილა ევროპელი პოლიტიკოსები და ამხილა ევროპარლამენტი, რომელმაც 2022 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია და კეზერაშვილი ახსენა სახელობით ამ რეზოლუციაში, როგორც ტელევიზიის მენეჯერი და უსამართლოდ დევნილი ადამიანი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლითაც დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.

«გუშინ მე ვნახე მართლაც რაღაც საცოდავი მცდელობა კეზერაშვილის გუნდისა თუ ტელევიზიისა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოეჩინათ, როგორც კეზერაშვილის მიერ სასამართლოს მოგება. თუ მან სასამართლო მოიგო ისიც გვითხრან რა მოიგო. ანუ დამნაშავე არ არისო თქვეს? რაიმე კომპენსაცია მიანიჭეს? მოგება რაში გამოიხატება? ესეც ხომ აჩვენებს, რომ ტყუილია, რაღაც უსუსური მცდელობაა აბსოლუტურად. სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ამხილა ევროპელი პოლიტიკოსები და ამხილა ევროპარლამენტი, რომელმაც 2022 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია და კეზერაშვილი ახსენა სახელობით ამ რეზოლუციაში, როგორც ტელევიზიის მენეჯერი და უსამართლოდ დევნილი ადამიანი. კიდევ ერთხელ ამხილა სტრასბურგმა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმაში, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, ამ დონემდე მიიყვანა ევროპარლამენტის გარკვეული შემდგენლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყოველ ჯერზე რეზოლუციებში ხვდება დეზინფორმაცია, ტყუილი. ამერიკული FARA-ს რეესტრშიც კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ლობისტები წერდნენ პირდაპირ ანგარიშში, რომ მათ შეადგინეს რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტისთვის. ამერიკელებმა შეადგინეს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი და კეზერაშვილი საბოლოო ჯამში ასე აღმოჩნდა იმ რეზოლუციაში, აღნიშნა პაპუაშვილმა.

„დადასტურდა, რომ კეზერაშვილი არის კრიმინალი, რომელმაც ქართულ ჯარს, აი ახლა მისი პოლიტიკური ძალა ვისაც დღეს მაშხალებს ესვრის, აი ამ ბიჭებს, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, აი ამ ბიჭებს მოჰპარა ფული ომამდე რამდენიმე თვით ადრე, მიითვისა ეს ფული და ამ ფულით აფინანსებს დღეს იმ ტელევიზიას, „ენჯეოებს“, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე, დადასტურდა, რომ ის მთელი კამპანია, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების მიერ იყო წარმოებული და მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა იყო ტყუილი და ცრუ ნარატივის გავრცელება, რაც ამხელს კიდევ ერთხელ ზოგიერთ ევროპულ ინსტიტუციას იმაში, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ წაყენებული პრეტენზიები აღმოჩნდა ტყუილი და ნაცვლად ბოდიშისა გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, ვინც ქართულ მართლმსაჯულებას აბრალებს პოლიტიზებას, კეზერაშვილზე ამბობს, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი ისმის უტიფარი თავდასხმა ქართველ ხალხსა და საქართველოს ინსტიტუციებზე.

„სამწუხაროდ, ასეთი ფარისევლობაც როგორც ჩანს არის ევროპული პოლიტიკის ნაწილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.

20 იანვარი 2025, 20:25

პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.

20 იანვარი 2025, 20:23

მსოფლიო

ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილი

20 იანვარი 2025, 20:10

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.

20 იანვარი 2025, 19:25

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

20 იანვარი 2025, 19:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თეთრ სახლში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 19:02

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითს და მდედრობითს

დონალდ ტრამპი ორშაბათს გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 იანვარი 2025, 18:50

პოლიტიკა

მათიკაშვილი Julius Baer-თან დავაზე: ივანიშვილის 29 აპრილის განცხადების შედეგია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის ამ ძალების რეაქციული პასუხი, რადგან 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ს სასამართლოში უჩივის.

20 იანვარი 2025, 18:47

რეგიონი

ხაშური-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

20 იანვარი 2025, 18:45

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება

ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება, - განაცხადა ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

დავით სონღულაშვილი

20 იანვარი 2025, 18:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შედეგად, ჯამურად, მიღებულია 565 მლნ აშშ დოლარის რეკორდული შემოსავალი

ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.