ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილიც კარგი მაგალითია, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს, თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში.
„აქტუალური აღარ არის ეს ქალბატონი, დღევანდელ დღეს რომ გამოვაკლებთ, 3 პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, უფლებამოსილების ვადა ამოეწურება ძალიან მალე, თუმცა მაინც ვიტყვი ერთ რამეს, სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ლიბერალურ ფაშიზმში და სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი, თან ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან პირდაპირ მოუწოდა სკოლის ბავშვებს, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა. თუმცა, როდესაც ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი აღარ არის გასაკვირი, რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს. მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას ამ თვალსაზრისით, რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა უკვე აღარ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, იძულებული ხარ, ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაშიც, ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში. რაც შეეხება მისი მხრიდან ამ ძალადობის რომანტიკულად შეფასებას, ესეც არის იმავეს გაგრძელება. მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი, რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადროს. მას კი არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ, როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო, გეტყვიან, რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი, გეტყვიან, რომ უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში, უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ეს არის მოწოდება, მათ შორის, ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლება გაიფიქროს ასეთი რამ, რომ მომავალში ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგენტის სტატუსს შეეგუოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირველ რიგში, ასეთი რამ, ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანს ღირსებას, რაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 14:31
პოლიტიკა
პაატა სალია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ გვეცოდინება, რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი მოქმედებები
ჩვენ გვეცოდინება რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი მოქმედებები.
18 იანვარი 2025, 14:27
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას
ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ.
18 იანვარი 2025, 14:22
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოძრაობის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
18 იანვარი 2025, 14:13
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში
აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში.
18 იანვარი 2025, 14:00
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: პროკურატურაში წარდგენილ დოკუმენტში მივუთითეთ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებების არაერთი მაგალითი, რაც შეიცავს სს კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა.
18 იანვარი 2025, 13:58
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
18 იანვარი 2025, 13:50
რეგიონი
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
18 იანვარი 2025, 13:23
მსოფლიო
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.
18 იანვარი 2025, 13:18
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.
18 იანვარი 2025, 13:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 12:38
მსოფლიო
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით.
18 იანვარი 2025, 12:28
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
18 იანვარი 2025, 12:25
სპორტი
მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს
დღეს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
18 იანვარი 2025, 12:04
მსოფლიო
პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ
პალესტინის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
18 იანვარი 2025, 11:53
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ
ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.
18 იანვარი 2025, 11:52
მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
18 იანვარი 2025, 11:48
თავდაცვა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
18 იანვარი 2025, 11:47
სამართალი
საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 11:28
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
18 იანვარი 2025, 11:17
პოლიტიკა
პაატა სალია: აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობა „ქრონიკასთან“ შეაფასა.