მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს პლატფორმა გამოვიყენეთ, რათა ჩვენი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა, რომ საქართველოს კურსი არის ევროკავშირისკენ, რაც სურს საქართველოს და რასაც ემსახურება საქართველოს ხელისუფლება
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ეუთოს პლატფორმა გამოვიყენეთ, რათა ჩვენი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა, რომ საქართველოს კურსი არის ევროკავშირისკენ, რაც სურს საქართველოს და რასაც ემსახურება საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, ეუთოს პლატფორმის საშუალებით კიდევ ერთხელ, თანამეგობრობასა და ეუთოს წევრებს გააცნეს ის პრიორიტეტები, რაც აქვს საქართველოს.
„ეუთო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი გამოწვევები. ჩვენთვის ის რჩება ძალიან მნიშვნელოვან ფორმატად, სადაც შეიძლება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაჟღერება, აქცენტების გაკეთება და პარტნიორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ეს პლატფორმა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი თანამეგობრობისთვის, ეუთოს წევრებისთვის გაგვეცნო ის პრიორიტეტები და გამოწვევები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვქონოდა შესაძლებლობა ორმხრივად გავსაუბრებოდით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ასევე, გაგვეცა პასუხი კითხვებზე საქართველოსთან დაკავშირებული, თუ ასეთი არსებობდა. ჩემი მთავარი გზავნილი ეხებოდა ჩვენი ქვეყნის რუსეთის მხრიდან ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ეუთო რჩება ჩვენთვის მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ის ყველაზე რელევანტური პლატფორმაა ოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე სასაუბროდ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეუთოში ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიც იყო.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რამხელა მანიპულაციებისა და სპეკულაციების მსხვერპლია ქვეყანა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ჩვენს ევროპულ კურსს, მომავალს. ეს პლატფორმა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირისკენ არის ის, რაც სურს საქართველოს, რასაც ემსახურება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ ამ ხელისუფლების შექმნილია ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რაც უდევს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გაკეთდა აქცენტები, თუ როგორ წარმოგვიდგენია ევროკავშირში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ის პროცესი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, უნდა იყოს შესაძლებლობა რეალური ინტეგრაციისთვის და არა შანტაჟისა და მანიპულაციებისთვის“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
20 იანვარი 2025, 22:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
20 იანვარი 2025, 21:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში
იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.
20 იანვარი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი
დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ
ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:28
მსოფლიო
ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო
ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:21
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება
ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:10
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.
20 იანვარი 2025, 21:07
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
20 იანვარი 2025, 21:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
20 იანვარი 2025, 20:43
პოლიტიკა
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.
20 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.
20 იანვარი 2025, 20:23
მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.
20 იანვარი 2025, 20:10
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.
20 იანვარი 2025, 19:25
მსოფლიო
CNN: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
20 იანვარი 2025, 19:09
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა.
20 იანვარი 2025, 19:02
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითს და მდედრობითს
დონალდ ტრამპი ორშაბათს გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
მათიკაშვილი Julius Baer-თან დავაზე: ივანიშვილის 29 აპრილის განცხადების შედეგია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის ამ ძალების რეაქციული პასუხი, რადგან 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ს სასამართლოში უჩივის.
20 იანვარი 2025, 18:47
რეგიონი
ხაშური-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
20 იანვარი 2025, 18:45
პოლიტიკა
ლუკა ეხვაია: ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება
ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება, - განაცხადა ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
20 იანვარი 2025, 18:44
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შედეგად, ჯამურად, მიღებულია 565 მლნ აშშ დოლარის რეკორდული შემოსავალი
ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.