08 დეკემბერი 2024, 13:41 / სანდო წყარო

ედიშერ გვენეტაძე: ხდება ის, რაც დაწერილი იყო „ნაცმაიდანისათვის" მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში არ გამოდგა, შეიტანეს ცვლილებები - ე.წ. ოპოზიციის სცენარით გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არ უნდა იყოს დაშვებული

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ხალხზე გავლენის მოსახდენად და ქუჩაში გამოსაყვანად, დიდი ალბათობით დაიწყეს თვითგვემა, ჯერ მოსინჯეს ჟურნალისტის და ოპერატორის ცემაზე რეაქციები, ხოლო ამ დადგმული სცენარებისათვის არაერთგზის განწირული სუბიექტი კობა ხაბაზის ცემა, შესაძლოა, უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც იყოს გათვლილი. გვენეტაძის თქმით, წუხანდელი ინციდენტით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რადიკალებს სურთ საკრალური მსხვერპლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დასრულებულნი არიან.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში საღამოს 23სთ-დან დილის 5 საათამდე. დღის საათებში მომდევნო საღამოსათვის ისვენებენ. სახელდობრ, ნახეთ, როგორ საზიზღრობებს სჩადიან - ჰყავთ გაიძვერა სპეციალურად ამ საქმისათვის გაწვრთნილ ახალგაზრდების 500-600 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მიდიან პარლამენტთან, იწვევენ პოლიციელებს -აგინებენ აფურთხებენ, ქვებს, "ხლაპუშკებს" ესვრიან არბევენ, წვავენ, ბუგავენ მიმდებარე ტერიტორიას, ასახიჩრებენ ადამიანებს. თუ პოლიცია გამოვიდა და წესრიგის აღდგენა დაიწყო, ცალკეული ასევე მომზადებული მობილური ჯგუფები ნაცტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, ქუჩებში წივიან-კივიან ადამიანების უფლებები ირღვევაო. აჩვენებენ ნაცემ მოქალაქეებს. დასახიჩრებულ-დამწვარ სამართალდამცავებზე საერთოდ ხმას არ იღებენ. მათ შორის ამას აკეთებს სახალხო დამცველი. გაიხსენეთ, მაისში აქციების დროს ჭიჭე ვაშ,აძე, როგორ იძახდა პარლამენტთან პოლიცია რატომ არ არისო. პოლიცია სად არისო? გაწერილის მიხედვით მათ იქ პარლამენტთან პოლიციისათვის უნდა შეეტიათ. პოლიცია არ დახვდა და ვერ მოიფიქრა ამ შტერმა მეტი გარდა იმისა, რომ დაიწყო ყვირილი სად არის პ ო ლ ი ც ი ა ო?....დასკვნა თავად თქვენზეა. მიუხედავად ასეთი ორგანიზაციისა და მასში ამ შემთხვევებისათვის სპეციალურად დატრენინგებული ჯგუფების მოქმედებებისა, ხალხი ქუჩაში "მასოვკისათვის" მაინც ვერ გამოიყვანეს. ამ დროს კი დრო მათზე არ მუშაობს. იძულებული არიან იჩქარონ ყველაფერი ეს მოხდეს 20 იანვრამდე ხალხზე გავლენის მოსახდენად და ქუჩაში გამოსაყვანად დიდი ალბათობით დაიწყეს თვითგვემა . ჯერ მოსინჯეს, რა რეაგირება ექნება წუხანდელი ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის სცენარს (რა თქმა უნდა ოპერატორმა და ჟურნალისტმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ). სცემეს ამ დადგმული სცენარებისათვის დიდი ხანია უკვე შერჩეული და არაერთგზის განწირული სუბიექტი კობა ხაბაზი(გაიხსენეთ 2003 წელს რა უქნეს ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ბათუმში). არ გამოვრიცხავ ეს გათვლილი იყოს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც. უეჭველია ეს სცენარი გათვლილია აგრეთვე ე.წ. "შუაშისტებზეც", რათა მოახდინონ მათი მერყევი ბუნების კიდევ უფრო მეტად გამერყევება. არ გაგიკვირდეთ გადატრიალების ეს სცენარები სპეციალურ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში არის დამუშავებული და აქაური მეხუთე კოლონა მას მხოლოდ აღასრულებს. წუხელის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მათ სურთ საკრალური მსხვერპლი ანუ მათივე ენით რომ ვთქვათ ერთი ან რამდენიმე გვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დასრულებულნი არიან. ამიტომაც ე.წ. ოპოზიციის მიერ სცენარით სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა იქნას დაშვებული.

მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, ხელისუფლებამ წუხანდელი საქმე აუცილებლად სწრაფად უნდა გამოიძიოს და ნათელი მოფინოს იმ სავარაუდო უსაშინელეს მზაკვრობას, რომელიც მეხუთე კოლონამ გაწერილი თუ შეცვლილი სცენარის მიხედვით ჩაიდინა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად21 იანვარს წარუდგინა.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.

ალექსეი არესტოვიჩი

24 იანვარი 2025, 20:34

მსოფლიო

არესტოვიჩი: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად - საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის

ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, რადგან ეს ომი სრულიად რაციონალური კონსტრუქციაა ბაიდენისა და პუტინის მხრიდან, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

24 იანვარი 2025, 20:30

პოლიტიკა

გეგმის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია - რა რეალობა შექმნა ტრამპის ინაუგურაციამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე. ის, რის მოსწრებასაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობდნენ, ვერ შედგა, რეალობა მთელ მსოფლიოში იცვლება და საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მსურველებს გამოსავალი აქვთ მოსაძებნი.

გიორგი ბაჩიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:20

სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. დღეს კი რამდენიმე მოწმე დაიკითხა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

24 იანვარი 2025, 20:20

პოლიტიკა

ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოს წინააღმდეგ - ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნა და მოლოდინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის წინ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ხალხის ინტერესად წარმოაჩენს. მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება.

ვლადიმირ პუტინი

24 იანვარი 2025, 20:05

მსოფლიო

პუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ.