08 დეკემბერი 2024, 16:06 / სანდო წყარო

კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება ძალადობის დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს მის ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ!

კახა კალაძე

კახა კალაძე

წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის, - განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

კახა კალაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან.

„მინდა, დავიწყო ძალადობის ამსახველი იმ კადრების შეფასებით, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ. წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რომელი პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის. ძალადობა მიუღებელია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, გახლეჩას, დაპირისპირებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვეების, წლების მანძილზე ვხედავთ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს; ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება არანაირი დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები მოძალადეებზე უარესები ხართ. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო, როდესაც ხმა არ ამოგიღიათ. ფიზიკური, სიტყვიერი ძალადობები, ბულინგი, ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურებად იქცა, სხვა ადამიანების მისამართით. ვინც არ ეთანხმება თქვენს პოზიციებს, ძალადობთ მასზე.

მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთელები, გამოვიდა ოთარ კაკაბაძე, რომელმაც თქვა, რომ მძიმე საყურებელია, რაც ხდება ქვეყანაში. და რა გააკეთეს? პირდაპირ დაიწყო მისი ბულინგი, დამცირება. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, ეს ცალმხრივი დაგმობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალადობას არა აქვს გამართლება, ისევე როგორც ძალადობის წახალისებას.

„როგორ შეიძლება მოიწონოს ვინმემ, მაგალითად, როდესაც პოლიციელებს ესვრიან ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და შემდეგ ის ადამიანი, რომელიც ისროდა „მოლოტოვის კოქტეილებს“ და უნდოდა პოლიციის ცოცხლად დაწვა, გმირად გამოიყვანო და შეიწყალო. ვის მოეწონება ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ სამართლიანობა და ობიექტურობა არის მნიშვნელოვანი. ვის აწყობდა პირდაპირ ეთერში ამ კადრების დემონსტრირება, ვის? დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2025, 10:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება

ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი იქნება.

25 იანვარი 2025, 10:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს

რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს.

25 იანვარი 2025, 10:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 09:55

მსოფლიო

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა.

კიტ კელოგი

25 იანვარი 2025, 09:38

მსოფლიო

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში.

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.