09 დეკემბერი 2024, 11:09 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მან მადლობა გადაუხადა საპოლიციო ძალებს, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მოვალეობის შესრულებისთვის.

„განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას.

საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა.

ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას ბუნებრივია არ ვაპირებთ.

ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სწორედ ეს იმედგაცრუებაა, ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს. ჩვენ ეს გვესმის. თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად. თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენს მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პასუხი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია.

ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე. ეს მაგალითი უნდა დარჩეს, როგორც სახელმძღვანელო, რათა მომავალში ასეთი სოლიდარობა არ განირჩეოდეს პოლიტიკური თუ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კუთვნილების ნიშნით. შერჩევითი არც მართლმსაჯულებაა მართებული და არც სოლიდარობა. მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ. პროსკრიფციების გამოქვეყნებით წარმართული ბრძოლა ცალსახადაა დასაგმობი.

სწორედ ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, კიდევ ერთხელ, შეწყდეს ძალადობა და აგრესია, პროცესი დაუბრუნდეს პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტს. არჩევნები ახალი დასრულებულია, პოლიტიკური ველი გადატვირთულია, ადამიანებმა თავისი ნება გამოხატეს თავისუფლად და შედეგიც სამართლიანად დადგა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით პროცესის სწორედ ამგვარ განვითარებას. დემონსტრანტებიც და პოლიტიკური ძალებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენს ქვეყანას, გაიხედონ მომავლისკენ და მოემზადონ ამომრჩეველთან უკეთესი კომუნიკაციისთვის.

დაბოლოს, მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება. თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2025, 10:21

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს

რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს.

25 იანვარი 2025, 10:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 09:55

მსოფლიო

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა

ირლანდიაში შტორმ „ეოინს“ მამაკაცი ემსხვერპლა.

კიტ კელოგი

25 იანვარი 2025, 09:38

მსოფლიო

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში.

პიტ ჰეგსეტი

25 იანვარი 2025, 08:29

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

25 იანვარი 2025, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

25 იანვარი 2025, 02:36

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო

USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.

მარკო რუბიო

25 იანვარი 2025, 02:20

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2025, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.

მაკა ბოჭორიშვილი
აშოტ სმბატიანი

25 იანვარი 2025, 00:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დონალდ ტრამპი უმცროსი

25 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.

25 იანვარი 2025, 00:05

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

24 იანვარი 2025, 23:42

საზოგადოება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

ჯეი დი ვენსი

24 იანვარი 2025, 23:37

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა

ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 21:53

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

ხვიჩა კვარაცხელია

24 იანვარი 2025, 21:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

24 იანვარი 2025, 21:15

კულტურა

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.

ანდრიი ერმაკი

24 იანვარი 2025, 21:12

მსოფლიო

ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

დავით დოიაშვილი

24 იანვარი 2025, 20:36

პოლიტიკა

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.

ალექსეი არესტოვიჩი

24 იანვარი 2025, 20:34

მსოფლიო

არესტოვიჩი: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად - საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის

ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, რადგან ეს ომი სრულიად რაციონალური კონსტრუქციაა ბაიდენისა და პუტინის მხრიდან, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.