სოზარ სუბარი: არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებს მიერ სამშობლოს ღალატის ჩადენის ფაქტს
სოზარ სუბარი
ფოტო: „ხალხის ძალა“
2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ - პირველად თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება საქართველოში სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს ჩადიოდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებს მიერ სამშობლოს ღალატის ჩადენის ფაქტს.
„სისტემურ დანაშაულს ქმნის სისტემა, რომელსაც სჭირდება შეფასება და გასამართლება. ჩვენი ვალდებულებაა ქართველი ხალხის წინაშე, რომ დავადგინოთ, ვინ შექმნა ეს სისტემა, როგორ მოქმედებდა იგი და ვინ იყვნენ უშუალო შემსრულებლები. ეს სისტემური დანაშაული მოიცავს ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ/სისტემატურ დარღვევებს სხვადასხვა სფეროში, კერძოდ: ადამიანთა სისტემატურ წამებას ციხეებსა და პოლიციაში, რაც სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით არის დადასტურებული;
პოლიციის მიერ ქუჩებში განხორციელებულ ათეულობით მკვლელობას, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს ასევე არაერთი უმძიმესი განაჩენი აქვს გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ;
საკუთრების უფლების სისტემატური და მასობრივი დარღვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებს რატომღაც უჩნდებოდათ „დაუძლეველი სურვილი“, შუაღამის სამ საათზე, ე.წ. „ღამის ნოტარიუსების“ ოფისებში ეჩუქებინათ მთელი თავისი ქონება სახელმწიფოსთვის, ხშირად თავისი ერთადერთი საცხოვრებელი ბინის დაცვით; ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიების დარბევა სპეცრაზმების საშუალებით, შემდეგ ამ ქონების მათი მფლობელებისთვის წართმევა და ხელისუფლებისთვის ლოიალურ ბიზნესმენებზე გადაფორმება და მრავალი სხვა სისტემური სახის დანაშაული. გარდა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებისა, არის მეორე ტიპის უმძიმეს დანაშაულთა წყება, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გაერთიანდეს „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლის ქვეშ. ეს არის სს კოდექსის მუხლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ამოიღო საქართველოს კანონმდებლობიდან, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის მუხლი, რომელიც დამოკლეს მახვილივით ეკიდა მათ თავზე.
როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ჩვენი, „ხალხის ძალის" ინიციატივა იქნება, რომ ეს მუხლი დავაბრუნოთ სისხლის სამართლის კოდექსში. არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც ადასტურებს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ღალატის ჩადენის ფაქტს: ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საბჭოური წარმონაქმნი, მიხეილ სააკაშვილმა კი, უშუალოდ აგვისტოს ომის წინა პერიოდში დე ფაქტო აღადგინა ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრები. კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც იმ დროისთვის შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყო მცხეთა-მთიანეთისგან და შეიყვანა მის მიერვე დე ფაქტო აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფარგლებში.
ამის შემდეგ, ჩაატარა აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ყოფილი ავტონომიის ტერიტორიაზე, თანაც ისე, რომ არ გაითვალისწინა ამ ტერიტორიაზე იმ დროისთვის არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები და ამით პრაქტიკულად მოუხაზა აგრესორს ის საზღვრები, რომელზეც მათ, ოკუპაციის შემდეგ, თავისი ძალაუფლება დაამყარა; კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, დაშალა და განაიარაღა იქ მყოფი ბატალიონი „მონადირე“, რომელიც ადგილობრივი მებრძოლებისგან შედგებოდა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. ამ ბატალიონის მებრძოლები 13 წლის განმავლობაში გმირულად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ხეობას, სააკაშვილმა კი არა მხოლოდ განაიარაღა ისინი, არამედ ბევრი მათგანი ციხეში ჩასვა, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, ზოგი კი იძულებული გახადა, ხეობას გარიდებოდა. ამის შემდეგ ხეობაში შეიყვანა იმ რაოდენობის ჯარი და შეიტანა ისეთი იარაღი, რისი უფლებაც არ გვქონდა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით და ამით ხელ-ფეხი გაუხსნა აგრესორს.
როდესაც აგვისტოში დაიწყო საომარი მოქმედებები, მიხეილ სააკაშვილმა არ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს წინადადებით, რომ შეფასება მიეცა რუსეთის აგრესიისთვის. მეტიც, ხელისუფლებამ არ გააფრთხილა მოსახლეობა არც კოდორის ხეობაში, არც ცხინვალის რეგიონში და ახალგორში, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ. როდესაც კოდორიდან ჯარი გამოჰყავდათ, მოსახლეობას ეუბნებოდნენ - თქვენ აქ დარჩით არაფერი გემუქრებათო, იგივე ხდებოდა ცხინვალის რეგიონშიც. შედეგად 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა, არ გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ელოდათ, არ მიაწოდა საწვავი და ტრანსპორტი, რომ დაეტოვებინათ საომარი ტერიტორია. კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება სააკაშვილის და მისი ღალატისა არის ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633. ეს რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ომის დამთავრებიდან 2 თვეში, 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო, როცა გორში ჯერ კიდევ რუსული ტანკები იდგნენ. ამ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა წევრმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთი კი მოპასუხის როლშია გამოყვანილი, რომელმაც, თურმე, არაპროპორციულად მკაცრი პასუხი გაგვცა; ამავე რეზოლუციით ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა დააბრალეს; დააბრალეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც აკრძალულია ჩვენს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებით და ა.შ. სხვათა შორის, იგივე წერია ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნაშიც (ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა), რომელიც სააკაშვილმა მის გამარჯვებად გამოაცხადა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის მცირე ნაწილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 19:12
სამართალი
შსს: თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა, არ დაემორჩილნენ მითითებას, ერთი მათგანი დაკავდა წინააღმდეგობის გაწევისთვის, 5 პირი არ დაემორჩილა ნიღბის მოხსნის მოთხოვნას
თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის პოლიციის განყოფილებასთან მომხდართან დაკავშირებით.
18 იანვარი 2025, 19:07
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურამ ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში სრულად გასცა კითხვებს პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენვე ვამბობდით, რომ ისინი არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებას
„ჩვენ ვიყავით ის უწყება, რომელმაც მივმართეთ პროკურატურას იმ მიზნით, რომ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლო მანიპულაციასა და გაყალბებასთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონოდა ობიექტური, ჭეშმარიტი პასუხები. ასევე, რა თქმა უნდა, გადაცდომის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ჰქონოდათ სათანადო რეაგირება“.
18 იანვარი 2025, 18:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შესაძლოა საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა რა რეგიონშიც ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი
ნამდვილად საინტერესოა, თვალყური ვადევნოთ გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან პირდაპირ შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა საქართველოს იმ რეგიონში, რა რეგიონშიც ჩვენ ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 18:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას
ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთმანეთის დამოუკიდებლობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
18 იანვარი 2025, 18:35
პოლიტიკა
თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა
ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, - განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
18 იანვარი 2025, 18:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი დღეს საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის
„თუმცა, პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის მაღალ ნიშნულზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ პოზიტიური და კარგი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოტენციალი არის ბევრად დიდი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სწორად ავითვისოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 18:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში
„თუკი გლობალურ სცენარს და გლობალურად მიმდინარე პროცესებს შევხედავთ, განსაკუთრებულად კარგად ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შუა დერეფანს შეასრულოს. თუ ჩვენ სწორად ვპოზიციონირდებით, როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, ჩვენ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლის შესრულება შეგვიძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ამისათვის მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს“.
18 იანვარი 2025, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და ინაუგურაციას დაესწროს. ვაშაძე, ხაზარაძე და ზურაბიშვილი ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს, ტრამპის მიერ არიან მიწვეულები
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
18 იანვარი 2025, 18:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ ტრამპის უარყოფითად შეფასების თაობაზე: საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან („აპრავებენ“) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები
მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს აზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ
ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, - ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომლის მიზანიც საქართველოში როკ ბენდის Guns N' Roses კონცერტის ჩაშლაა. კონცერტი არ უნდა გაიმართოს - ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:46
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ეს ფაქტი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პუტინს არა მშვიდობა, არამედ ომი სურს
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა.
18 იანვარი 2025, 17:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს
საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
18 იანვარი 2025, 17:35
მსოფლიო
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა.
18 იანვარი 2025, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ის სისტემური დანაშაულები რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
18 იანვარი 2025, 17:19
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება.
18 იანვარი 2025, 17:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აზერბაიჯანთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს. ეს ვიზიტები ემსახურება სწორედ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას
ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის ვიზიტი შეაფასა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ძალიან ბევრი რამ აერთიანებს.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს
ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა - ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს
რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შეჯამებისას.