13 იანვარი 2025, 12:53 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა.

„ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე.

რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს - ევროპას ვგულისხმობ.

ფაქტია, რომ გარკვეული შიშები არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილებებით საქართველოც მნიშვნელოვან გაკვეთილს იღებს, რაც სამომავლოდ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სასარგებლო იქნება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა. არავის არ მოგვწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია გრძელდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

„ჩვენ სულ ვამბობთ, რომ თანამშრომლობა უნდა გადავიდეს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ნორმალურ პირობებში ხდება ურთიერთობების განვითარება. ეს არის საჭირო. თუ რაიმე არის სათქმელი, უნდა ითქვას, თუმცა ამას აქვს გარკვეული ფორმები.
მაშინ, როდესაც ხდება ისეთი განცხადებების კეთება, საკმაოდ შეურაცხმყოფლის, რისი მოსმენაც ჩვენ გვიწევს, შემდეგ რეზოლუციების წერა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი დააბრუნო მაგიდასთან და სერიოზულად ისაუბრო, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის გარეშე ურთიერთობების განვითარება ვერ მოხერხდება.

ყველა სიახლე

08 თებერვალი 2025, 22:53

პოლიტიკა

ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები - როგორია მმართველი გუნდის პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები.

08 თებერვალი 2025, 22:45

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი მარიამ გულიაშვილი გენუის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია

იტალიის ქალაქ გენუაში კადეტთა ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირზე ძიუდოისტმა მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური ბრძოლა ესპანელ მეტოქესთან დათმო.

გიორგი ურუშაძე

08 თებერვალი 2025, 21:31

სპორტი

ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში მან უკრაინელი მეტოქე 15:7 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 15:5 სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ სპორტსმენთან 15:10 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

08 თებერვალი 2025, 21:27

საზოგადოება

წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია მონასტრებში წირვა აღევლინა.

08 თებერვალი 2025, 21:25

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს.

ლევან მაჭავარიანი

08 თებერვალი 2025, 20:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს ორმაგი სტანდარტია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

მიხეილ დუნდუა

08 თებერვალი 2025, 20:51

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას

საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 20:31

სპორტი

ნათია თურნავა: საქართველოს ეროვნულ ბანკს კარგ ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, „ბაკურიანი 2025“-ს მივუძღვენით ვერცხლის საკოლექციო მონეტა

ჩვენ უკვე კარგ ტრადიციად გვექცა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

08 თებერვალი 2025, 20:22

რეგიონი

„ოცნების ქალაქი“ - 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 1 077 ოჯახი, რომელიც ბინებს მიიღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყებისთვის სიმბოლური კაფსულა იმ ბავშვებთან ერთად ჩააგდო, რომლებიც უახლოეს მომავალში ახალ საცხოვრებელ ბინებს ელოდებიან.

08 თებერვალი 2025, 20:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ „ევრო ნიუსთან“ „ქრონიკის“ ეთერში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრო ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მკაფიოდ თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ევრო კავშირის სრულფასოვანი წევრობა. პრემიერი გამოთქვამს იმედს, რომ მომდევნო წლებში მიდგომა საქართველოს მიმართ იქნება უფრო სამართლიანი.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 20:13

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც შენარჩუნდება

ჩვენი პროგნოზები ყოველთვის საკმაოდ პოზიტიური იყო, - განაცხადა საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ლარის კურსთან დაკავშირებით.

08 თებერვალი 2025, 20:04

რეგიონი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოშია. დღესვე, სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 19:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 19:30

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე: ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება - მინდა მას გონიერებისკენ მოვუწოდო. მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან

„წლების განმავლობაში თავად გახლდით უფლებადამცველი და შეუძლებელია მზია ამაღლობელის საკითხი არ მაწუხებდეს. მინდა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს. მაგრამ, უნდა ითქვას, ის, რომ მან ხელი დაარტყა სამართალდამცველს და ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყას სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება. სინანული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთოთ“.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 19:22

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განასახიერებდეს სტაბილურობას იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და რა თქმა უნდა, ჩვენს, აწ უკვე შევსებულ, 9 წევრიან სამეთვალყურეო საბჭოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 19:14

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი - საქართველოს ხელისუფლებასთან ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა არავის გამოუვა

გიორგი გაბუნია „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არის ნათელი დადასტურება უსამართლო და არათანმიმდევრული პოლიტიკის ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2025, 19:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე მოხვდეს

ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე ხვდებოდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს შუა დერეფნის როლზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2025, 18:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ თავად ევროკავშირი გახდა ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის

ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენმა საზოგადოებამ არა მხოლოდ იცის, ასე გავიზარდეთ და ასე ვარსებობთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ, რომლის ნაწილიც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2025, 18:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

აშშ-ის საგარეო დახმარების სქემების შესახებ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 18:52

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია დაანონსებულ ინიციატივებზე: მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას.