სოზარ სუბარი: ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
ამერიკისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს.
სოზარ სუბარმა შტატებთან საერთო ინტერესებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო შემდეგი მიმართულებები: საქართველოზე შეწყდება რუსეთთან ომში ჩარევაზე ზეწოლა; არავინ მოითხოვს კანონის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გაუქმებას; მოიხსნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თემის გადახედვის აუცილებლობა.
„დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდება ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩავერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს არის ძალიან კარგი.
ასევე, შეწყდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ესეც ძალიან კარგია. ევროპიდან ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება ზეწოლა, რომ გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ აშშ-დან ზეწოლის შეწყვეტა ევროპიდან ზეწოლასაც მკვეთრად შეასუსტებს.
ასევე თანხვედრა გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად საქართველოში USAID-ის, NED-ის, სოროსის და ზოგიერთი სხვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ გაგრძელდება ისეთი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ამერიკული ფულით უტარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორ გადაწვან პარლამენტი, როგორ ებრძოლონ ტრადიციებს, ეკლესიას... და თუ არ შეწყდება, მინიმუმ შემცირდება ასეთი დაფინანსებები და ესეც ძალიან კარგია“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ არსებობს თემები, მაგალითად ირანი, რომლის ირგვლივაც შესაძლოა ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვეს. „ბუნებრივია, არის თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. მაგალითად, წინასწარ ვერავინ იტყვის, რომ როგორ განვითარდება აშშ-ის და ირანის ურთიერთობები, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი ინტერესები შეიძლება სერიოზულად ასცდეს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი ათასწლეულებია ჩვენი მეზობელია და მომავალშიც ჩვენი მეზობელი იქნება. ცხადია, ისტორიულად ჩვენი ურთიერთობები არ იყო ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს ირანი არის 80-მილიონიანი ქვეყანა, უძველესი და უნიკალური კულტურით, სერიოზული ეკონომიკური პოტენციალით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ მის მიმართ გლობალური მოთამაშეები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ინტერესი - მაშინაც, როცა ეს ინტერესები არ ემთხვევა ჩვენი დიდი პარტნიორების ინტერესებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

12 თებერვალი 2025, 23:53
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, ეუთო/ოდირის მოხსენება წავიკითხე არჩევნების შემდეგ. დრო დადგა, რომ შევაჩეროთ ყალბი ახალი ამბები და პატივი ვცეთ დემოკრატიას საქართველოში
ვიმეორებ, რომ თქვენი არჩევნები იყო ჯეროვან დონეზე ჩატარებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

12 თებერვალი 2025, 23:51
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მსოფლიოში როგორ წავა პროცესები არავინ იცის. ამიტომ ყველა ცდილობს დაითრიოს ის მექანიზმი, რომლითაც ხვალ მათი წონა მეტი იქნება. საქართველოს დათრევაზე მიდის ლაპარაკი და მთავარი მექანიზმია გვარამია, ჯაფარიძე...
მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან ელაპარაკებიან, თქვენ არ ველაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტი ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გვარამია-ჯაფარიძის ევროპარლამენტში შეხვედრებს გამოეხმაურა.

12 თებერვალი 2025, 23:37
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდის კანდიდატურა დაამტკიცა.

12 თებერვალი 2025, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: უნდა აღვნიშნო გულდაწყვეტით, სამწუხაროდ, მიაღწიეს მზაკვრული ამოცანის დიდი ნაწილის რეალიზაციას. ამხელა რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს
ამხელა რესურსი, ამდენი თანხა დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენ საზოგადოებაში შეიქმნა გარკვეული ფენა, რაშიც გამოიყენეს ახალგაზრდების გამოუცდელობა, ნაკლები ინფორმაცია, ეს პროპაგანდისტული უშველებელი და მძლავრი მანქანა მთელი სცენარებით და სახელმძღვანელოებით, რომლებმაც ჩამოაყალიბა გარკვეული წინაპირობა იმისათვის, რომ არასდროს საქართველოში საზოგადოება არ შერიგდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

12 თებერვალი 2025, 23:29
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ს პოზიციების გასაძლიერებლად არა დესტრუქციული, არა რევოლუციაზე ორიენტირებული USAID თუ ორგანიზაციებია საჭირო, არამედ ის ორგანიზაციები ვინც ნამდვილად აჩვენებს აშშ-ს ძლევამოსილებას, რომ შეუძლია გვერდში დაგიდგეს
საერთოდ ჩაიკეტა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფინანსურადაც მხარდაჭერილი და პოლიტიკურადაც ანგაჟირებული მედია განსხვავებული აზრისადმი. უნდა მოახერხო და არ უნდა შეიმჩნიო და უნდა წაჰყვე მაინც იმ ნარატივს, რომელსაც უკვე წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფები ქადაგებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპომედიაზე საუბრისას, რომლებიც მისი შეფასებით ცდილობენ USAID-ის სკანდალთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი ადმიანისტრაციის პოზიციის იგნორირებას.

12 თებერვალი 2025, 23:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ მოღალატეობრივ გზას დაადგა სალომე ზურაბიშვილიც და სხვებიც, ვინც მან თავის ე.წ. ავადხსენებულ ქოლგის ქვეშ გააერთიანა
ჩვენთვის თქვენთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის იღვწის, მთავარი ფორმულა უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მან ისაუბრა საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

12 თებერვალი 2025, 23:25
მსოფლიო
ორბანი: პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ
პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და ელიან თავიანთ ბედს - მშიშარა კურდღლებს მომავალი არ აქვთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

12 თებერვალი 2025, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

12 თებერვალი 2025, 22:23
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი - ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

12 თებერვალი 2025, 22:07
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

12 თებერვალი 2025, 21:55
მსოფლიო
ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.

12 თებერვალი 2025, 21:34
რეგიონი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

12 თებერვალი 2025, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს
მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 თებერვალი 2025, 21:12
რეგიონი
რუსთავში მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი
რუსთავში, მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

12 თებერვალი 2025, 21:12
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

12 თებერვალი 2025, 21:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

12 თებერვალი 2025, 20:56
პოლიტიკა
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით საქართველო მსოფლიოში მეოთხეა - საერთაშორისო რეიტინგს „ვორლდ ოფ სტატისტიკს” აქვეყნებს
მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას ჩამორჩება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება, სამართალდამცავი სტრუქტურები კი მოქალაქეებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფენ.

12 თებერვალი 2025, 20:44
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები
ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დუბაიში, სადაც ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

12 თებერვალი 2025, 20:43
მსოფლიო
რამდენიმე ქვეყანა ილონ მასკს, მათ ქვეყნებში USAID-ის საქმიანობის და ორგანიზაციის მიერ გაცემული სუბსიდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თხოვნით შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტირობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ბერძენმა ევროპარლამენტარმა მიმართეს.

12 თებერვალი 2025, 20:42
პოლიტიკა
როგორ დააზარალა ოპოზიციის დესტრუქციამ ქვეყანა და სად გაქრა საქართველოში გადმორიცხული მილიონები - პროკურატურა სკანდალური საქმის მტკიცებულებებს იკვლევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გაქრა საქართველოში გადმორიცხული მილიონები?