გიორგი ვოლსკი: უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
„ყოველთვის სასიხარულო უნდა იყოს, როდესაც მაღალი დონის მომხსენებლები ჩამოდიან. ჩვენ გამართული ვართ წელში და ზუსტად ვიცით, რომ არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსის ცვლილებაზეა საუბარი, თუმცა, მაგ თემაზე არ ექნებათ საუბარი მომხსენებლებს, რა საკვირველია. მაგრამ რეალურად ხომ ეს განაპირობებს, ეს მოიგონეს, როგორც მიზეზი, რომ როგორმე საქართველოს მდგომარეობა შეერყიათ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც თავის თავს უწოდებს ოპოზიციას. მათთანაც ექნებათ შეხვედრები, მაგრამ რეალობა, რაც დახვდებათ არის შემდეგი, სურათი ასე ჩამოყალიბდა - არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავს უწოდებენ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ეს არის გარკვეული შეთქმულთა ჯგუფი, რომლებიც არაფერ პოლიტიკურს არ აკეთებენ, არც წინასაარჩევნოდ ჰქონდათ პოლიტიკური აქტივობები და ერთადერთი მიზანი იყო, რომ არჩევნები გამოეცხადებინათ გაყალბებულად. ამაში ჩართეს ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოწაფეები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და გამოაცხადეს, რომ საგარეო კურსის ცვლილება არის მთავარი, რაც მათ აღელვებდათ. ეს სურათი დახვდებათ. ამ სურათის შექმნაში მიიღო მონაწილეობა ევროპარლამენტმა, რომელშიც საკმაოდ სერიოზული გავლენის რესურსი გააჩნია სახალხო პარტიას, მაგრამ ეს უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. ასე რომ ჩვენ სიფრთხილით უნდა ვიყოთ და მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ყველა სიახლე

12 თებერვალი 2025, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

12 თებერვალი 2025, 22:23
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი - ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

12 თებერვალი 2025, 22:07
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025”-ის ფარგლებში, სოფელ წყრუთის მოსახლეობას შეხვდა.

12 თებერვალი 2025, 21:55
მსოფლიო
ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.

12 თებერვალი 2025, 21:34
რეგიონი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

12 თებერვალი 2025, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს
მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 თებერვალი 2025, 21:12
რეგიონი
რუსთავში მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი
რუსთავში, მიმდინარე წელს 80 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

12 თებერვალი 2025, 21:12
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე წლისთავს უახლოვდება, ჩვენი გზავნილი მკაფიოა - სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ეს ომი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

12 თებერვალი 2025, 21:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

12 თებერვალი 2025, 20:56
პოლიტიკა
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით საქართველო მსოფლიოში მეოთხეა - საერთაშორისო რეიტინგს „ვორლდ ოფ სტატისტიკს” აქვეყნებს
მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას ჩამორჩება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება, სამართალდამცავი სტრუქტურები კი მოქალაქეებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფენ.

12 თებერვალი 2025, 20:44
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები
ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დუბაიში, სადაც ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

12 თებერვალი 2025, 20:43
მსოფლიო
რამდენიმე ქვეყანა ილონ მასკს, მათ ქვეყნებში USAID-ის საქმიანობის და ორგანიზაციის მიერ გაცემული სუბსიდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თხოვნით შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტირობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ბერძენმა ევროპარლამენტარმა მიმართეს.

12 თებერვალი 2025, 20:42
პოლიტიკა
როგორ დააზარალა ოპოზიციის დესტრუქციამ ქვეყანა და სად გაქრა საქართველოში გადმორიცხული მილიონები - პროკურატურა სკანდალური საქმის მტკიცებულებებს იკვლევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გაქრა საქართველოში გადმორიცხული მილიონები?

12 თებერვალი 2025, 20:30
პოლიტიკა
ოპოზიციის მხარდამჭერი და საქართველოს საწინააღმდეგო მორიგი რეზოლუცია - ჯაფარიძე-გვარამიას შეხვედრა მოკავშირეებთან და კიდევ ერთი არასავალდებულო, უსამართლო დოკუმენტი ევროპარლამენტისგან. „ქრონიკის“ საიუჟეტი
გვარამია-ჯაფარიძესთან გავლილი ტექსტი, ოპოზიციისთვის დიდი მონაპოვარია, ხელისუფლებისთვის- წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ ერთი უსამართლო გზავნილი.

12 თებერვალი 2025, 20:19
პოლიტიკა
პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს და საინვესტიციო გარემოსთვისაც ეფექტიანი იქნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრები გამართეს დელეგაციის წარმომადგენლებმაც.

12 თებერვალი 2025, 19:46
საზოგადოება
კახა კალაძე სასტუმრო „იბის თბილისი სითის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო - „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City) მოემსახურება, რომელიც ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და 156 ნომერზეა გათვლილი.

12 თებერვალი 2025, 19:32
მსოფლიო
პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტურად მიიჩნია
პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტურად მიიჩნია.

12 თებერვალი 2025, 19:19
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მკვეთრი სტრატეგიული რეალობა აშშ-ს საშუალებას არ აძლევს, პირველ რიგში, ევროპის უსაფრთხოებაზე იყოს ორიენტირებული
მკვეთრი სტრატეგიული რეალობა აშშ-ს საშუალებას არ აძლევს, პირველ რიგში, ევროპის უსაფრთხოებაზე იყოს ორიენტირებული, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

12 თებერვალი 2025, 19:09
სპორტი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 თებერვალი 2025, 19:02
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე გვარამია/გირჩი ჯაფარიძეზე: საკუთარი ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟის და ცეცხლის წაკიდების შემდეგ, ახლა ევროპარლამენტში ცდილობენ გააშავონ საქართველო
„საკუთარი ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟის და ცეცხლის წაკიდების შემდეგ, ახლა ევროპარლამენტში ცდილობენ გააშავონ საქართველო“, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტში სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის ერთობლივი პრესკონფერენციის შესახებ.