მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის - ტურისტების ოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც 5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას.
2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს.
„რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.
ყველა სიახლე

13 თებერვალი 2025, 17:45
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შესახებ: პოლიტიკურ შეფასებებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება
პოლიტიკურ შეფასებებს არანაირი ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, როცა ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივ საქმიანობაზე არის ლაპარაკი, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

13 თებერვალი 2025, 17:38
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი: საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა.

13 თებერვალი 2025, 17:36
პოლიტიკა
თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე: ყველა მიმართულება იქნება მოცული დაწყებული ციხეებით, გაგრძელებული ქონების ჩამორთმევის საკითხებით
ყველა მიმართულება იქნება მოცული დაწყებული ციხეებით, გაგრძელებული ქონების ჩამორთმევის საკითხებით, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.

13 თებერვალი 2025, 17:26
კულტურა
თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. იგი ტოკიოსა და ოსაკის მუსიკალური კოლეჯების ხელმძღვანელებს შეხვდა.

13 თებერვალი 2025, 17:12
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი კი არ უნდა მოითხოვო, არამედ სიძლიერის, ლიდერობისა და გონივრული დიპლომატიის გზით უნდა მოიპოვო
უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ლიდერების ერთობლივ დეკლარაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელის ცუდი ლიდერობის სამწუხარო მტკიცებულებას უწოდებს.

13 თებერვალი 2025, 17:07
ეკონომიკა
ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის „The Stadium Consultancy” წარმომადგენლებს შეხვდა.

13 თებერვალი 2025, 16:55
სპორტი
ესპანეთთან თამაშის წინ ბორჯღალოსნებს იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი შეუერთდნენ
16 თებერვალს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა სამი მოთამაშით შეივსო.

13 თებერვალი 2025, 16:24
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ ორბანის გუშინდელი განცხადება - „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია
როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

13 თებერვალი 2025, 16:21
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: როგორც ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით
როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

13 თებერვალი 2025, 16:12
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 16:10
პოლიტიკა
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით მომზადდა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით მომზადდა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზე, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ახალ არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე.

13 თებერვალი 2025, 15:45
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-რუსეთი-ჩინეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან და თამაშგარე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოსთან ფარატინა რეზოლუციებით ერთობა
„თუკი რამდენიმე თვის წინ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ცხადი უნდა იყოს მათთვის ყველაფერი. გლობალურ პოლიტიკაში ოლიმპიური სიჩქარით ვითარდება პროცესები და ამ ვითარებაში საქართველო პირველად საკუთარ ადგილს იმკვიდრებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

13 თებერვალი 2025, 15:44
მსოფლიო
უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს. „არა - დიქტატურას“, „არა - ავტორიტარიზმს“, „იფიქრეთ გამარჯვებაზე, და არა არჩევნებზე“
უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:41
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ამ უაზრო მეექვსე რეზოლუციაში უკვე ვხედავ იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას და ამას ვერ მიაღწიეს
ევროპარლამენტში 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტის - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” დაგეგმილ კენჭისყრას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ რეზოლუციის პროექტში ქვეყანაში არსებული რეალობა ობიექტურად არ არის შეფასებული და სავსეა არასამართლიანი მოთხოვნებით.

13 თებერვალი 2025, 15:40
პოლიტიკა
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა
პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

13 თებერვალი 2025, 15:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არ ჰყავდა ოპოზიცია და ჰყავდა აგენტურული ქსელი, რომლის დიქტატურა უნდა დამთავრდეს საქართველოში
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნისა და მუშაობის ეფექტიანობას ხელს არაფერი შეუშლის. როგორც მან განმარტა, თუ აქამდე კომისიის შექმნას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვდა, გარემოებები ზღუდავდა, ახლა ეს წინააღმდეგობები აღარ არსებობს.

13 თებერვალი 2025, 15:31
ეკონომიკა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.

13 თებერვალი 2025, 15:25
მსოფლიო
მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა. 20-მდე ადამიანი დაშავებულია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: გპირდებით ყველა მსხვერპლს, ისე იქნება საგამოძიებო კომისია მოწყობილი, რომ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, შევქმნით პირობებს, რომ თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება
ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

13 თებერვალი 2025, 15:10
სპორტი
საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ტურნირზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა - ელენე წიკლაურმა და სანდრო ხოსიტაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ ნახევარფინალური შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშით 7:13 დათმეს.