გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ

გიგი უგულავა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარია-ს. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ, - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვრებოდა ადრე. გახარია იყო შსს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“, - წერს უგულავა.
„ქრონიკას“ მოაწოდეს ორი ვიდეო - ერთი, რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ყველა სიახლე

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 22:03
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 21:16
მსოფლიო
ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

18 თებერვალი 2025, 21:08
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას
„მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას [ივანიშვილს] წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას. ორგანიზაციულ ქცევაში, ორგანიზაცია იღებს ლიდერის როლს, ხასიათს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ნაკლებად იყო გარეული, ახლა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს მის გარეშე ვერ ნიშნავენ. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც, ეს მისი გუნდია, მაგრამ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რაც ამ კაცს აქვს და ის არ არის ბოროტი ადამიანი.

18 თებერვალი 2025, 20:51
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის
გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს მის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

18 თებერვალი 2025, 20:43
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

18 თებერვალი 2025, 20:03
მსოფლიო
ზელენსკი: არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე, ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო - უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 19:54
სპორტი
სპორტის მინისტრი თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გალინა ზრაჟევსკაია, რევაზ გამხოშვილი და გივი კახაბრიშვილი დაჯილდოვდნენ.

18 თებერვალი 2025, 19:24
ეკონომიკა
ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

18 თებერვალი 2025, 19:18
ეკონომიკა
სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა
სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა.

18 თებერვალი 2025, 19:08
პოლიტიკა
რომან კაკულია: USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს
USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს.

18 თებერვალი 2025, 18:54
პოლიტიკა
რომან კაკულია საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე: ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მთავარი გამოწვევა, ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება
ცხადია ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს აქვს, სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება და როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვრწმუნდებით ეს მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ასეა. ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესია ეს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას. გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

18 თებერვალი 2025, 18:53
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში.

18 თებერვალი 2025, 18:50
რეგიონი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან
2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 18:26
მსოფლიო
ზელენსკი: პრობლემა ის არის, რომ დღეს აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ცდილობს, მოაწონოს თავი ვლადიმირ პუტინს, რათა სწრაფად მიაღწიოს მოლაპარაკებებში გარკვეულ შედეგს, თუმცა მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 18:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია
ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

18 თებერვალი 2025, 18:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივიღოთ ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს აშშ-ში, რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება სტანდარტებს
ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.