15 იანვარი 2025, 18:33 / სანდო წყარო

ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე: ეს, რა თქმა უნდა, არ არის ვაჟკაცური და ბუნებრივი რეაქცია. ადამიანმა რაღაც გკითხოს და შენ ასე მოიქცე, არ არის კარგი

ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

უკანასკნელი კვირების განმავლობაში აქციები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში იყო მშვიდობიანი. როგორც ჩანს ახლა ვიღაცას გარედან დამკვეთს, თუ შიგნიდან დამკვეთს დასჭირდა ამ პროცესის უფრო გააქტიურება, უფრო მეტი პოლარიზება, უფრო მეტი დაძაბულობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ “დღის ქრონიკაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას, რა დროსაც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ყველაზე მძიმე შეიძლება 13-20 იანვრის კვირა ყოფილიყო იმიტომ, რომ 20 იანვარი იცით თქვენ ჩვენთვისაც, როგორც მმართველი პარტიისთვის არის თარიღი, როდესაც ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილებას და დაიწყება ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა და მათთვის არის ასევე ბოლო თარიღი, რომ იქნება რაც შეიძლება ბევრი რამე გააფუჭონ ერთის მხრივ ამერიკის დამარცხებულმა ადმინისტრაციამ და მეორეს მხრივ შიდა ოპოზიციამ. ამიტომაც ყველა ის ქმედებები, რომლებიც ჩვენ იგივე ბათუმში მანამდე ვიხილეთ უკავშირდება სწორედ ამას, რომ ისინი გავიდნენ კანონიერი ჩარჩოდან. იგივე რაც მოხდა თბილისში მოსამართლეების კორპორაციულ წვეულებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, როგორც ჩანს დადგა დრო, როდესაც აქტიურ ეტაპზე უნდა გადასულიყვნენ გარკვეული ძალები. იგივე ბათუმში გახარიას და სხვა პოლიტიკოსების ვიზიტი ტემპერატურის აწევას, კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, პოლარიზებას ემსახურებოდა.

„ის კადრები, რომლებიც თქვენ გაავრცელეთ, იქ კარგად ჩანს, რომ დიტო სამხარაძე ერთადერთს ეკითხება მიცანი თუ არაო. შესახსენებლად ანუ გახარია ვინ იყო თავის დროზე, როგორ უღალატა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და რას აკეთებს ახლა, ვგულისხმობ ღალატის პროცესს, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობიდან წასვლას მაშინ, როდესაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში, არამედ შემდეგ უკვე ერთ არჩევნებზე, მეორე მეორე არჩევნებზე ჩვენ წინააღმდეგ განცხადებებს რომ აკეთებდა და ა.შ. პირველივე რეაქცია, რაც იყო იცით თქვენ, რომ პლასტმასის ჭიქა ფაქტობრივად ესროლა დიმიტრი სამხარაძეს. ესეც, რა თქმა უნდა, არ არის ვაჟკაცური და ბუნებრივი რეაქცია. ადამიანმა რაღაც გკითხოს და შენ ასე მოიქცე და მერე საპასუხო რეაქცია დიტოზე ყველამ ნახა და ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. ჩვენ დილიდანვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ძალადობა შობს ძალადობას. ყველამ დაინახა ვინ დაიწყო ძალადობა, ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და დასრულდეს ყველას მხრიდან. არ შეიძლება ადამიანმა პოლიციელს ხელი დაარტყას, პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მიაყენოს, ლანძღვა-გინება, ის ბულინგი, რომელიც სოციალურ ქსელში ხდება და გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანებს რეაქცია არ ექნებათ“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგისთვის ოპოზიციასთან, რამეთუ დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

ბოჟაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას განმეორებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება, ოღონდ 2028 წლის 28 ოქტომბერს.

„9 თვეზე ნაკლებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი, ეუთო მზად არის თანამშრომლობისთვის ისევე, როგორც ჩვენ. რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი? იმიტომ, რომ იგივე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტისგან განსხვავებით ოპოზიციამ უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე, სამოქალაქო სექტორმა, აბა ჩვენ ხელისუფლება და ეუთო ისედაც ვთანამშრომლობთ და ვლაპარაკობთ და მზად ვართ ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა გავითვალისწინოთ. აგერ ჩავატაროთ 4 ოქტომბრის არჩევნები და ვნახოთ ვის რამდენი პროცენტი ექნება და შევადაროთ მერე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ვის რა განწყობა აქვს, ვის რა დამოკიდებულება აქვს, ამომრჩეველს ვგულისხმობ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ და ის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბდა ეს ხომ დადასტურებულია ეუთოს დასკვნით, პროკურატურის გადაწყვეტილებით, რატომ დგას ეს დღის წესრიგში?“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2025, 23:11

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

დმიტრო კულება

18 თებერვალი 2025, 22:51

მსოფლიო

დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45

სპორტი

ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს

ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა

ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 22:05

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა

სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:49

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც „ქართული ოცნების“ პირობებში ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო

ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ

სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:27

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო

ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:23

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე „გირჩს“: ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?

ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?“, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 21:16

მსოფლიო

ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას

„მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას [ივანიშვილს] წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას. ორგანიზაციულ ქცევაში, ორგანიზაცია იღებს ლიდერის როლს, ხასიათს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ნაკლებად იყო გარეული, ახლა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს მის გარეშე ვერ ნიშნავენ. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც, ეს მისი გუნდია, მაგრამ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რაც ამ კაცს აქვს და ის არ არის ბოროტი ადამიანი.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: დღეს რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეცალოს ქართულ პოლიტიკას, მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა არ იქნება, არაა სტაბილური და არც „ქართული ოცნების“ მდგომარეობა იქნება სტაბილური

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა რომ მოახერხოს და ჩვენ ვიყოთ მისი მადლიერები, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა სტაბილური, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:00

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: „ქართული ოცნება“ მომწონს, ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რატომ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს, ყველაფერი ჩემი თავის არ მომწონს „ქართული ოცნების“ კი არა და არ ნიშნავს, რომ არ მინდა უკეთესი იყოს

„ქართულ ოცნებას“ ფეხი რომ დაუცდეს, ბევრად უარეს საქართველოში ვიცხოვრებთ, ასე მგონია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია

„ქართული ოცნების“ ნარატივი, არ მიმაჩნია რომ მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენად ხალხი უჭერს მხარს სწორია,- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ირაკლი რუხაძესთან ერთად სტუმრობისას

18 თებერვალი 2025, 20:51

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის

გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს მის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 თებერვალი 2025, 20:43

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 20:03

მსოფლიო

ზელენსკი: არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე, ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო - უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.