15 იანვარი 2025, 19:16 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენ ვემსახურებით სამშობლოს და ისინი, ვინც ვითომ რაღაც პროტესტებს აღვივებენ და ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს იგონებენ ამისთვის, ემსახურებიან გარე ძალების ინტერესებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მსახურებას, მშვიდობის შენარჩუნებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ისინი, ვინც ცდილობენ პროტესტის გაღვივებას და არეულობას, ემსახურებიან გარე ძალების ინტერესებს.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენ ვეცდებით მთავარი რეალობის გახმოვანებას, რომ ბოლო წლებში, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო აშშ-ში და ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინაში, აქ მთავარი ინტერესი იყო საქართველო დაჩაგრულიყო, საქართველოს აგენტურა დაჰპატრონებოდა და მათი ხელმძღვანელობით ომში ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა. ამის არ დაშვების გამო, ვიღაცები სანქციების მუქარით, შანტაჟით და ა.შ. ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრას. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ისინი, რომლებიც ვითომ რაღაც პროტესტებს აღვივებენ და ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს იგონებენ ამისთვის, ემსახურებიან სხვა გარე ძალების ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მსახურებას, მშვიდობის შენარჩუნებას. ამ პირობებში მოვახერხეთ ევროპაში პირველ ადგილზე ვყოფილიყავით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო და დეოკუპაციის გზაზე არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ამ ქვეყანას დააზიანებს. მხოლოდ მშვიდობით მოვახერხებთ ჩვენ შერიგებას, გაერთიანებას. ჩვენი ხალხების შერიგებაა ის გზა და არა ომი, რომლისკენაც ისინი მოგვიწოდებენ. ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ და ამ გზიდან საქართველო არასდროს გადაუხვევს. ეკონომიკური განვითარებით, შერიგებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით და ევროპისკენ ღირსეული სვლით მოვახერხებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

14 თებერვალი 2025, 10:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45

საზოგადოება

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

პიტ ჰეგსეტი

14 თებერვალი 2025, 10:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36

ტაბლოიდი

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

ნათია თურნავა

14 თებერვალი 2025, 10:36

ეკონომიკა

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.

ზურაბ ქადაგიძე

14 თებერვალი 2025, 10:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეზე: კიდევ კარგი სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რომან გოცირიძის მიერ, სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს აქვეყნებს და ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 09:59

მსოფლიო

ზელენსკის მრჩეველი: უკრაინა რუსეთთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრას არ აპირებს.

კაია კალასი

14 თებერვალი 2025, 09:55

მსოფლიო

კაია კალასი: თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს, ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები

ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ევროპის ზურგს უკან წარმართვა დაუშვებელია და რომ პროცესში ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანვე ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც და აღნიშნა რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფერი უნდა გამოირიცხოს.

14 თებერვალი 2025, 09:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რიჩარდ გრენელი

14 თებერვალი 2025, 09:29

მსოფლიო

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი: რუმინეთის არჩევნებში ჩაერია ბაიდენი USAID-ის მეშვეობით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერია. როგორც ტრამპის მრჩეველი აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაცია რუმინულ არჩევნებში USAID-ის სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ერეოდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

14 თებერვალი 2025, 09:21

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ის მიერ NED-ისთვის დაფინანსების შეჩერებაზე: წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ სიმართლეზე, რომელზეც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს

ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, აშშ-ის მიერ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდისთვის“ დაფინანსების შეჩერებაზე.

თორნიკე ჭეიშვილი

14 თებერვალი 2025, 09:10

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: USAID-ის, NED-ის, ასეთი ტიპის ორგანიზაციების მხილების კამპანია ადასტურებს იმას, რომ ის ერთგვარი თეორიები, რომელიც მათ შორის საქართველოში იყო განვითარებული, არ იყო ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია

მართლაც გვქონდა საქმე ძალიან მავნებლურ საქმიანობასთან და რომელიც იყო შეფუთული გარკვეულწილად უცხოური დახმარების ქოლგის ქვეშ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა.

კარიმ ხანი

14 თებერვალი 2025, 09:00

მსოფლიო

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 08:55

მსოფლიო

Reuters: არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილი გამოთქვა

ცნობას სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურმა პირებმა, ვაშინგტონს შესთავაზეს „სამშვიდობო სამიტის“ გამართვა, რომელიც შესაძლოა, საბოლოოდ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასაც მოიცავდეს.

არჩილ გორდულაძე

14 თებერვალი 2025, 08:47

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ძალას, რომელიც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში, თავისი სახელი დაერქვას, მათ შორის სამართლებრივ დონეზე

პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს ყველა ის ფაქტი, რაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გააკეთეს.

ნანა კაკაბაძე

14 თებერვალი 2025, 08:35

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ზელენსკის გმირად წარმოსახვის და მთელ მსოფლიოში ტაშისკვრით დახვედრის პარალელურად ბრძოლის ველზე რუსეთი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მიიწევს წინ. შემთხვევით არ თქვა ტრამპმა, არ არის გამორიცხული, უკრაინა რუსეთი გახდესო

“სამი წელია გვესმის ოპო-მედიის მიერ გაპიარებული უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის, ექსპერტის, ენჯეოშნიკის თუ ჟურნალისტისგან ტვინის გამოსარეცხი ლოზუნგები: „უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება!“ „უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!“ დღემდე ამ მეინსტრიმული ლოზუნგების საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელი და ყველა კითხვის დამსმელიც კი ერთხმად ცხადდებოდა პრორუსად და საქართველოს მოღალატედ. დღეს ტრამპის პოზიციამ ყველა გამოიყვანა პროპაგანდისტული ბურუსიდან. ახლა „ტოპ-ტვინებს“ საკუთარი უტვინობის ახსნა მოუწევთ, მათი პროგნოზების მიუხედავად, რატომ ვერ შედის უკრაინა ნატოში, რატომ ვერ ამარცხებს რუსეთს, რატომ დაანგრევინეს ეს საოცარი ქვეყანა და ა. შ.”, - ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმერ ბოჟაძე

14 თებერვალი 2025, 08:24

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე: სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც იქნებიან დაბარებულები დაკითხვაზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხის ინტერესები

ისინი ითვალისწინებდნენ უცხოურ გავლენებს, უცხოურ დაფინანსებას, მათ ინტერესებს და არა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ბევრი სამუშაო ელოდება წინ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძემ.