გიორგი ცუცქირიძე: სარკაზმულია, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9 თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ - 57 569 000 ლარი 6 თვეში

გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
„2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების მოგებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „TBC ბანკი“- ს მოგება მხოლოდ 9 თვეში 894 777 539 ლარს შეადგენდა, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ - 57 569 000 ლარს 6 თვეში.
მისივე თქმით, ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობა იფუნქციონირებდა და გაფიცული ბიზნესმენები ან ქვეყნიდან იქნებოდნენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველობის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.
„პოლიტიკური კრიზისების ანატომია აჩვენებს, რომ კრიზისებიდან ქვეყნები ან ნაკლები დანაკარგებით გამოდიან, და ზოგ შემთხვევაში უფრო წარმატებულიც ხდებიან ან პირიქით ქრონიკულად დასუსტებულები გამოდიან და წლები სჭირდება წინაკრიზისულ პერიოდის მდგომარეობამდე დაბრუნებამდე მისვლას.
თანამედროვე კრიზის მენეჯმენტში კრიზისების მართვა არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ან კოალიციის ამოცანა, ის ზოგადად ხელისუფლების ამოცანას წარმოადგენს, ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციაც მოიაზრება.
ამიტომ ჩვენთან ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ოპოზიცია არაფერ შუაშია და მთელი პასუხისმგებლობა კრიზისზეც და მის მართვაზეც მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს ეკისრება, არასწორია.
სამწუხაროდ, რასაც საქართველოში ვუყურებთ, განსაკუთრებით 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, თუ კოვიდ პანდემიურ შოკურ პერიოდსაც ჩავთვლით, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს და პარლამენტში შესვლის შემდეგაც არაერთი სკანდალი და პერფორმანსი ვიხილეთ ოპოდეპუტატების მონაწილეობით.
დღეს რაც ხდება ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამ პროცესებში გაცილებით დიდი დოზით არის საერთაშორისო პოლიტიკური ფაქტორი წარმოდგენილი, პირობითად ბრიუსელის და ვაშინგტონის სახით.
რეალურად დღესაც რას აპროტესტებენ? არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ ახალ არჩევნებს, თუმცა არჩევნების ტოტალური თან ფანტასმაგორიული 300 000 ხმით გაყალბება არ მტკიცდება და ვერც დამტკიცდებოდა. ეუთოს დასკვნის შემდეგ, ამას გენერალური პროკურატურაც ადასტურებს.
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმეზე ასეულობით მოწმე გამოიკითხა. ამასთან, არავის წარმოუდგენია რაიმე სახის სერიოზული მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, რაც თავშივე გამორიცხავს 100 ათასობით გაყალბებულ მონაცემებს. ნიშანდობლივია, რომ ექსპერიმენტების ჩატარებისას მოწვეულნი იყვნენ შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ ექსპერტები.
რამდენად გამოხატავს საპროტესტო ტალღა მოსახლეობის ნებას? არანაკლებ საჭირბოროტო საკითხია. დღეს შედარება ხდება ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატისა ხელისუფლების მხარდამჭერ ელექტორატთან, რაც ვფიქრობ დაზუსტებას საჭიროებს. თუ დავუშვებთ, რომ რუსთაველზე გამოსული ადამიანები წარმოადგენენ ოპოზიციის მხარდამჭერ ელექტორატს ეს არის 700 000, რაც ნაკლების პროსახელისუფლო ელექტორატთან შედარებით,რაც 1 120 000 შეადგენს, თუმცა რატომღაც გვერდს უვლიან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება არც ოცნება მოსწონდეს და არც ოპოზიცია, რაც 1 600 000 -1 700 000 გამოვა ახალი არჩევნები საერთოდ არ შედიოდეს მათ ინტერესში. ანუ გამოდის, რომ ახალ არჩევნებს რეალურად ითხოვს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედია და საკითხავიც ეგ არის ისინი რამდენად გამოხატავენ მოსახლეობის ნებას?!
ამიტომ გამოსავალი ქუჩიდან ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდით არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება და ვეჭვობ გამოვიდეს. იგივეს თქმა შეიძლება გაფიცვებზეც. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ, ფაქტიურად ძალადობენ მათზე. კიდევ უფრო სარკაზმულია როდესაც ამ ბიზნეს სტრუქტურების ნაწილის ანუ ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ - 57 569 000 6 თვეში.
ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობს იფუნქციონირებდა და გაფიცული ბიზნესმენები ან ქვეყნიდან იქნებოდნენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველობის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.
არ მოსწონთ სახელისუფლებო პოლიტიკა? არ არის პრობლემა დაორგანიზირდენ, უკეთ მოემზადონ, გამართონ პარლამენტში დებატები ხელისუფლებასთან მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საჭირბოროტო პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე და მიიმხრონ მოსახლეობის მეტი ოდენობა. შესაბამისად, მოიგონ ოქტომბერში ჯერ ადგილობრივი არჩევნები, და შემდეგ საპარლამენტოც ოღონდ მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის და ოპოზიციის ქუჩაში დგომით მეტად საეჭვოა აქედან რაიმე გამოვიდეს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 03:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

19 თებერვალი 2025, 03:38
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

19 თებერვალი 2025, 03:21
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

19 თებერვალი 2025, 03:05
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

19 თებერვალი 2025, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

19 თებერვალი 2025, 01:41
მსოფლიო
ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45
ტაბლოიდი
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად
საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

19 თებერვალი 2025, 00:07
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

18 თებერვალი 2025, 23:46
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 22:05
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა
სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.