დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

დავით მათიკაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია მიიღონ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
„ევროპელი მონიტორების ვიზიტი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, როდესაც ასე პირდაპირ გვაქვს საშუალება კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპელ მაღალჩინოსნებს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ეს რაღაც მოჯადოებული წრე აღქმებით და არა ფაქტებით საკითხების განსჯისა მოიშალოს და სიმართლე პირდაპირ პირველი პირებისგან მიიღონ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და ეს ასეც ხდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ჩატარდა შესაბამისი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სიმართლე, რომელიც არის ერთი, იქნება მიწოდებული ზუსტად იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ეს საზოგადოებამ იცის.
„ჩვენ ხომ სხვა ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ამ ყველაფერს ელემენტარულად მასმედიის საშუალებით ვაკვირდებოდით. ზოგი, მაგალითად პარლამენტის შენობაშიც იმყოფებოდა მაშინ, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცდილობდნენ პარლამენტის სასახლის გადაწვას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დიდი გამოცდილება რომ აქვს ტყუილების და სიცრუის, ეს ფორმატი მოიშლება და პირდაპირ მოხდება ამ ინფორმაციის მიწოდება და ასეც ხდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა არგუმენტი რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მიუთითებს, ევროპელ კოლეგებს ამაზე თვალის გასწორება მოუწევთ.
„რამდენიმე დღეში აშშ-ში ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ აი ეს სუბიექტივიზმის პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სრულიად უსამართლო დამოკიდებულება, რაც ჩვენ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ საკუთარ თავზე განვიცადეთ შეიცვლება და მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება ამის ძალიან დიდ იმედს გვაძლევს წინასაარჩევნოდაც და დღესაც არსებულ განცხადებებსაც ვგულისხმობ. სიმართლე, რომელიც არის ერთი, აუცილებლად გამჟღავნდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობა არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ეს იქნება ძალიან დიდი იმპულსი, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთანაც მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. მათ სხვადასხვა სახის შეხვედრები გამართეს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან, რომელმაც მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საპარლამენტო არჩევნების დროს და ასევე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 03:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

19 თებერვალი 2025, 03:38
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

19 თებერვალი 2025, 03:21
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

19 თებერვალი 2025, 03:05
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

19 თებერვალი 2025, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

19 თებერვალი 2025, 01:41
მსოფლიო
ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45
ტაბლოიდი
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად
საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

19 თებერვალი 2025, 00:07
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

18 თებერვალი 2025, 23:46
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 22:05
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა
სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.