ჯეიჰუნ ბაირამოვი: შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ასეთი ღია და აგრესიული არასდროს ყოფილა, საქართველოში ეს ვნახეთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენთან კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ

ჯეიჰუნ ბაირამოვი
ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ, სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არათუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი – ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა“, - განაცხადა ბაირამოვმა.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 03:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

19 თებერვალი 2025, 03:38
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

19 თებერვალი 2025, 03:21
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

19 თებერვალი 2025, 03:05
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

19 თებერვალი 2025, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

19 თებერვალი 2025, 01:41
მსოფლიო
ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45
ტაბლოიდი
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად
საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

19 თებერვალი 2025, 00:07
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

18 თებერვალი 2025, 23:46
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 22:05
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა
სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.