18 იანვარი 2025, 15:30 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე ბლოგს აქვეყნებს და დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმიანება.

„როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.

ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპს ამბიციური გეგმები აქვს და მისი მთავარი მიზანია გახადოს ამერიკა ისევ დიადი ( Make America Great Again). ექსპერტი წერს თუ რა გზებით სურს ტრამპს მიზნის მიღწევა და რატომ სჭირდება ესა თუ ის პროცესი.

„აშშ-ის სახელმწიფოს ისტორიაში − მისი არცთუ მრავალწლიანი პერიოდის გათვალისწინებით, უკანასკნელი „მრგვალი“ თარიღი დაემთხვა 1976 წლის 4 ივლისს, როდესაც ქვეყანას წესით ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა საკუთარი დაარსებიდან 200 წლისთავი, მაგრამ ეს იყო პერიოდი, რომელიც შერაცხეს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მძიმე ხანად ქვეყნის ისტორიაში. პერიოდი, რომელსაც რიჩარდ ნიქსონის უმძიმესი მემკვიდრეობის შემდეგ მართავდა ერთ-ერთი უსუსტესი პრეზიდენტი - ჯერალდ ფორდი.

როდესაც ვაანალიზებთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ 2026 წლის 4 ივლისს აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი უსრულდება. და რასაკვირველია, დონალდ ტრამპის დევიზი MAGA - ამ ისტორიულ თარიღსაც მიესადაგება. დიახ, ტრამპს სურს დიადი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ამბიციური და წარმატებული პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
და რას გააკეთებს ის ამ მიზნით? ახალ პანდემიას მოიგონებს და მილიარდებს იშოვის საუკუნის მორიგ ფარმაცევტულ აფერაზე? თუ უკრაინის ომს გააგრძელებს, ისევ და ისევ მილიარდების გამომუშავების მიზნით საკუთარი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასამდიდრებლად? თუ ევროპის ამერიკული გაზით მომარაგებით დაკმაყოფილდება? თუ მორიგი „ფერადი რევოლუციებით“ შეეცდება შორეულ კოლონიაში ასკინკილათი მოხტუნავე ვასალების სასარგებლოდ „სოროსისტულ-მარქსისტული“ გადატრიალებების მოწყობას? ნურას უკაცრავად. მას ისეთი გეგმები აქვს გაცხადებული, რაც ამ ეტაპზე სრულ ფანტასტიკად და სიურრეალიზმად გამოიყურება, მაგრამ ექსცენტრული არ ვარო - ტრამპს ვინმესთვის უთქვამს?.. სანამ მისი წინამორბედები მსოფლიოში „ტარაკნების რბოლით“ ერთობოდნენ, ტრამპი აანონსებს, გლობალური ახალი წესრიგით განახორციელოს საკუთარი ზე-ამბიციური გეგმები და „კვლავ გახადოს ამერიკა დიად“ სახელმწიფოდ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი. აქ მოცემულია ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე ფანტასტიკური და პოტენციურად შესაძლებელი სცენარები შემდეგ რეგიონებთან მიმართებით:

1. გრენლანდია
გრენლანდიის ყიდვა: ტრამპის ადმინისტრაცია უკვე გამოთქვამდა გრენლანდიის დანიიდან შეძენის იდეას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფანტასტიკურ სცენარში ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს: კუნძულზე სამხედრო ბაზის ან ახალი „ტრამპის კურორტის“ აშენებას, გრენლანდიაში რეფერენდუმის ჩატარებას აშშ-ში გაერთიანების შესახებ, ნავთობის, გაზისა და იშვიათი მინერალების მასშტაბურ გამოყენებას.

2.კანადა
„ენერგეტიკული პარტნიორობა“ ან ეკონომიკური ზემოქმედება: მოლაპარაკებების გამკაცრება ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ არქტიკის საზღვრისპირა რეგიონებში, ტერიტორიის ნაწილობრივი ანექსიის მცდელობა ჰიპოთეზური „ენერგეტიკული კრიზისის“ შემთხვევაში, აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ საზღვარზე ახალი „კედლის“ აშენების მუქარა მიგრაციისა და ვაჭრობის კონტროლის მიზნით.

3.პანამის არხი
ამერიკული კონტროლის აღდგენა: პანამის არხის მართვაზე პრეტენზია „გლობალური სტაბილურობის“ მოტივით, რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდა „სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის“, სანქციების დაწესების მუქარა პანამაზე, თუ აშშ-ის გეგმებს არ დაეთანხმება.

4.მექსიკის ყურე
ეკოლოგიური და ენერგეტიკული კონტროლი: მექსიკის ყურეში არსებული რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, კონტროლის ხელში აღება; თევზჭერის შეზღუდვების დაწესება მეზობელი ქვეყნებისათვის „ეკოლოგიური დაცვის“ მოტივით; ყურეს მილიტარიზაცია სავაჭრო მარშრუტების კონტროლისთვის.

5.მექსიკა
„კედლის გაფართოება“ და ეკონომიკური დაქვემდებარება: გასწვრივ კედლის სრულად აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, ელექტრიფიკაცია ან ვიდეოკონტროლი); ეკონომიკური პროტექტორატის შექმნა, რომელიც მექსიკისგან მოითხოვს ვაჭრობის სრულ შეჯერებას აშშ-ის ინტერესებთან; მექსიკაში პოლიტიკური არჩევნების გავლენის მცდელობა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროამერიკული მთავრობა; მექსიკის რამდენიმე შტატად აშშ-ში გაერთიანების ჰიპოთეზური სცენარი.
დონალდ ტრამპის გეგმებში თითქოსდა სრულიად ფანტასტიკური ელემენტები ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება:

• „ჩრდილოეთ ამერიკის სუპერსახელმწიფოს“ შექმნა, რომელიც გააერთიანებს აშშ-ს, კანადასა და მექსიკას ერთიანი მთავრობის ქვეშ, რომელიც ვაშინგტონს დაექვემდებარება;
• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გრენლანდია, პანამის არხი) აშშ-ის „გლობალურ საკუთრებად“ აღიარება;
• გეოპოლიტიკური კონფლიქტების გააქტიურება ჩინეთთან და რუსეთთან, არქტიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ეს სცენარები ჰიპოთეზურია და ტრამპის ადმინისტრაციის უჩვეულო განცხადებებზეა დაფუძნებული. მათი რეალიზაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებული პერიოდის რიტორიკის სულისკვეთებას შეესაბამება. მანამდე კი − მის ინაუგურაციამდე სულ რაღაც საათები რჩება…“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

08 თებერვალი 2025, 22:53

პოლიტიკა

ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები - როგორია მმართველი გუნდის პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები.

08 თებერვალი 2025, 22:45

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი მარიამ გულიაშვილი გენუის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია

იტალიის ქალაქ გენუაში კადეტთა ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირზე ძიუდოისტმა მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური ბრძოლა ესპანელ მეტოქესთან დათმო.

გიორგი ურუშაძე

08 თებერვალი 2025, 21:31

სპორტი

ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში მან უკრაინელი მეტოქე 15:7 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 15:5 სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ სპორტსმენთან 15:10 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

08 თებერვალი 2025, 21:27

საზოგადოება

წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია მონასტრებში წირვა აღევლინა.

08 თებერვალი 2025, 21:25

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს.

ლევან მაჭავარიანი

08 თებერვალი 2025, 20:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს ორმაგი სტანდარტია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

მიხეილ დუნდუა

08 თებერვალი 2025, 20:51

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას

საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 20:31

სპორტი

ნათია თურნავა: საქართველოს ეროვნულ ბანკს კარგ ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, „ბაკურიანი 2025“-ს მივუძღვენით ვერცხლის საკოლექციო მონეტა

ჩვენ უკვე კარგ ტრადიციად გვექცა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

08 თებერვალი 2025, 20:22

რეგიონი

„ოცნების ქალაქი“ - 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 1 077 ოჯახი, რომელიც ბინებს მიიღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყებისთვის სიმბოლური კაფსულა იმ ბავშვებთან ერთად ჩააგდო, რომლებიც უახლოეს მომავალში ახალ საცხოვრებელ ბინებს ელოდებიან.

08 თებერვალი 2025, 20:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ „ევრო ნიუსთან“ „ქრონიკის“ ეთერში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრო ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მკაფიოდ თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ევრო კავშირის სრულფასოვანი წევრობა. პრემიერი გამოთქვამს იმედს, რომ მომდევნო წლებში მიდგომა საქართველოს მიმართ იქნება უფრო სამართლიანი.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 20:13

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც შენარჩუნდება

ჩვენი პროგნოზები ყოველთვის საკმაოდ პოზიტიური იყო, - განაცხადა საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ლარის კურსთან დაკავშირებით.

08 თებერვალი 2025, 20:04

რეგიონი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოშია. დღესვე, სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 19:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 19:30

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე: ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება - მინდა მას გონიერებისკენ მოვუწოდო. მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან

„წლების განმავლობაში თავად გახლდით უფლებადამცველი და შეუძლებელია მზია ამაღლობელის საკითხი არ მაწუხებდეს. მინდა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს. მაგრამ, უნდა ითქვას, ის, რომ მან ხელი დაარტყა სამართალდამცველს და ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყას სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება. სინანული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთოთ“.

ნათია თურნავა

08 თებერვალი 2025, 19:22

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განასახიერებდეს სტაბილურობას იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და რა თქმა უნდა, ჩვენს, აწ უკვე შევსებულ, 9 წევრიან სამეთვალყურეო საბჭოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 19:14

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი - საქართველოს ხელისუფლებასთან ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა არავის გამოუვა

გიორგი გაბუნია „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არის ნათელი დადასტურება უსამართლო და არათანმიმდევრული პოლიტიკის ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2025, 19:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე მოხვდეს

ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე ხვდებოდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს შუა დერეფნის როლზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2025, 18:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ თავად ევროკავშირი გახდა ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის

ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენმა საზოგადოებამ არა მხოლოდ იცის, ასე გავიზარდეთ და ასე ვარსებობთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ, რომლის ნაწილიც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2025, 18:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

აშშ-ის საგარეო დახმარების სქემების შესახებ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი გაბუნია

08 თებერვალი 2025, 18:52

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია დაანონსებულ ინიციატივებზე: მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას.