20 იანვარი 2025, 17:46 / სანდო წყარო

ნინო ფოჩხუა „Julius Baer“-ის შესახებ: მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას პირდაპირ ამხილა „გლობალური ომის პარტიის“ ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა

ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა

თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ამდენწლიანი დავა შვეიცარიულ ბანკთან დასასრულს უახლოვდებოდა მისი გამარჯვებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტიის ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის, ბანკის მხრიდან, პრობლემების შექმნა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუა ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი აპირებს, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას, ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ექსპერტის განცხადებით, სწორედ 29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, სადაც ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ ამხილა, უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ელჩმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმაც, აქედან დაიწყო მისთვის პრობლემების შექმნაც.

„თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ამდენწლიანი დავა შვეიცარიულ ბანკთან დასასრულს უახლოვდებოდა მისი გამარჯვებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საჯარო გამოსვლისას პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტიის ზრახვები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაიწყო მისთვის, ბანკის მხრიდან, პრობლემების შექმნა.
29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის ელჩმა და აქ სტუმრად მყოფმა აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმაც. აშკარა იყო წარმავალი ადმინისტრაციის უკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გლობალური ომის პარტიის მხილებაზე. სწორედ აქედან დაიწყო მისთვის პრობლემების შექმნა საკუთარ ფინანსებზე.

არა და გლობალური ომის პარტიაზე არც დონალდ ტრამპს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს კითხვები, ის კი არა და აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ყველა თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ მისთვის უპირველესი პრიორიტეტი დიფ სთეითთან ბრძოლაა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მისი განდევნა.

ყველა მიღებული და მიუღებელი მეთოდებით ებრძვის ომის პარტია ჩვენს ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილის სახით. იცის რა, რომ „დაამარცხებენ“ ივანიშვილს, დამარცხდება საქართველო, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება და თან უკვე სხვა დროა, იცვლება, ლაგდება მსოფლიო და სულ მალე ახალი მსოფლიო წესრიგის მოწმენი გავხდებით“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 00:14

პოლიტიკა

ᲙᲝᲠᲔᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲔᲚᲩᲛᲐ ᲛᲐᲙᲐ ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲡ ᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲐᲗᲐ ᲡᲘᲒᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲡᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲓᲐᲡᲪᲐ

მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

რომის პაპი ფრანცისკე

19 თებერვალი 2025, 00:07

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა

რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 23:46

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

18 თებერვალი 2025, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?

როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

დმიტრო კულება

18 თებერვალი 2025, 22:51

მსოფლიო

დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45

სპორტი

ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს

ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა

ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 22:05

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა

სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:49

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც „ქართული ოცნების“ პირობებში ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო

ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ

სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:27

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო

ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:23

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე „გირჩს“: ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?

ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?“, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 21:16

მსოფლიო

ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას

„მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას [ივანიშვილს] წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას. ორგანიზაციულ ქცევაში, ორგანიზაცია იღებს ლიდერის როლს, ხასიათს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ნაკლებად იყო გარეული, ახლა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს მის გარეშე ვერ ნიშნავენ. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც, ეს მისი გუნდია, მაგრამ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რაც ამ კაცს აქვს და ის არ არის ბოროტი ადამიანი.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: დღეს რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეცალოს ქართულ პოლიტიკას, მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა არ იქნება, არაა სტაბილური და არც „ქართული ოცნების“ მდგომარეობა იქნება სტაბილური

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა რომ მოახერხოს და ჩვენ ვიყოთ მისი მადლიერები, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა სტაბილური, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ირაკლი რუხაძე

18 თებერვალი 2025, 21:00

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: „ქართული ოცნება“ მომწონს, ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რატომ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს, ყველაფერი ჩემი თავის არ მომწონს „ქართული ოცნების“ კი არა და არ ნიშნავს, რომ არ მინდა უკეთესი იყოს

„ქართულ ოცნებას“ ფეხი რომ დაუცდეს, ბევრად უარეს საქართველოში ვიცხოვრებთ, ასე მგონია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.