ჭეიშვილი: 29 აპრილს ივანიშვილმა ისაუბრა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს ინტერესებში ჩარევას. ჩამოდის ო’ბრაიენი და არ ფარავს უკმაყოფილებას ივანიშვილის განცხადებაზე. პარალელურად დაიწყო პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველზე, საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, დაუფარავად ისაუბრა იმის შესახებ, რომ „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ძალიან დაუფარავად ცდილობდნენ ჩვენი სახელმწიფოს შიდა ინტერესებში ჩარევას და ერთგვარი ფარდა ახადა იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა ისევ და ისევ საქართველოზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მიზნით, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
ჭეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სთეითის“ გავლენების შესახებ, უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა, პარალელურ რეჟიმში კი დაიწყო ივანიშვილის პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან.
„ამის შემდგომ, საქართველოში ჩამოდის ვიზიტით ჯიმ ო’ბრაიენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის მიმართულებით და აღნიშნული პიროვნება ასევე არ ფარავს უკმაყოფილებას იმით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების შესახებ. შეიძლება ითქვას, პარალელურ რეჟიმში, ანუ 6 თვის წინ, დაიწყო ეს პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან და პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ბანკის კლიენტს, შეეზღუდა შესაძლებლობა იმისა, რომ თავისი პირადი აქტივები განეკარგა, შესაბამისი საბანკო ოპერაციები განეხორციელებინა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, უკვე ეს ყველაფერი მივიდა რაღაც კულმინაციურ მომენტამდე და გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თავისი ინტერესები დაიცვას სასამართლოს მეშვეობით. კარგად გახსოვთ სხვა შვეიცარიულ ბანკთან, „კრედიტ სუისთან“ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, რამდენიმე ეტაპი წარმატებით იყო დასრულებული“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესებში იგრძნობა „დიფ სთეითის“ ხელი, რომელმაც გადაწყვიტა, შვეიცარიული საბანკო სისტემა მარიონეტად გამოიყენოს და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით შანტაჟის მცდელობა ჰქონდეს.
„მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ ამ ისტორიისა, აქაც იგრძნობა „დიფ სთეითის“ ხელი, რომელიც ამ შემთხვევაში, შვეიცარიის საბანკო სისტემის გავლით და ესეც ძალიან სამწუხაროა, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა მარიონეტის როლში გამოდის, რომელსაც მოეხსენებათ, მთელ მსოფლიოში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა და სანდოობით სარგებლობდა - ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ახერხებენ, რომ ისევ და ისევ შვეიცარიული ბანკების გავლით, გარკვეული შანტაჟის მცდელობა ჰქონდეთ ბიძინა ივანიშვილის მისამართით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ყველა სიახლე

13 თებერვალი 2025, 16:12
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:45
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-რუსეთი-ჩინეთი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან და თამაშგარე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოსთან ფარატინა რეზოლუციებით ერთობა
„თუკი რამდენიმე თვის წინ ვიღაცას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ცხადი უნდა იყოს მათთვის ყველაფერი. გლობალურ პოლიტიკაში ოლიმპიური სიჩქარით ვითარდება პროცესები და ამ ვითარებაში საქართველო პირველად საკუთარ ადგილს იმკვიდრებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

13 თებერვალი 2025, 15:44
მსოფლიო
უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს. „არა - დიქტატურას“, „არა - ავტორიტარიზმს“, „იფიქრეთ გამარჯვებაზე, და არა არჩევნებზე“
უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:41
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ამ უაზრო მეექვსე რეზოლუციაში უკვე ვხედავ იმ ადამიანების საზარელ შიშს და სასოწარკვეთას, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას და ამას ვერ მიაღწიეს
ევროპარლამენტში 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტის - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” დაგეგმილ კენჭისყრას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ რეზოლუციის პროექტში ქვეყანაში არსებული რეალობა ობიექტურად არ არის შეფასებული და სავსეა არასამართლიანი მოთხოვნებით.

13 თებერვალი 2025, 15:40
პოლიტიკა
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა
პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

13 თებერვალი 2025, 15:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არ ჰყავდა ოპოზიცია და ჰყავდა აგენტურული ქსელი, რომლის დიქტატურა უნდა დამთავრდეს საქართველოში
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნისა და მუშაობის ეფექტიანობას ხელს არაფერი შეუშლის. როგორც მან განმარტა, თუ აქამდე კომისიის შექმნას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვდა, გარემოებები ზღუდავდა, ახლა ეს წინააღმდეგობები აღარ არსებობს.

13 თებერვალი 2025, 15:31
ეკონომიკა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.

13 თებერვალი 2025, 15:25
მსოფლიო
მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა. 20-მდე ადამიანი დაშავებულია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: გპირდებით ყველა მსხვერპლს, ისე იქნება საგამოძიებო კომისია მოწყობილი, რომ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, შევქმნით პირობებს, რომ თქვენი ღირსების შესაბამის პირობებში შეძლოთ ჩვენთან მობრძანება
ჩვენ გპირდებით ყველა იმ მსხვერპლს, რომლისთვისაც ურთულესია იმ განვლილის გახსენება, პროცედურულად ისე იქნება კომისია მოწყობილი, რომ თქვენ მაქსიმალურად თავიდან აგაცილებთ მეორად ვიქტიმიზაციას, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

13 თებერვალი 2025, 15:10
სპორტი
საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16 და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ტურნირზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა წყვილმა - ელენე წიკლაურმა და სანდრო ხოსიტაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ ნახევარფინალური შეხვედრა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ანგარიშით 7:13 დათმეს.

13 თებერვალი 2025, 15:10
მსოფლიო
ტრამპმა რუბიოს აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის რეფორმა დაავალა, რომელიც პატრიოტებისგან დაკომპლექტდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

13 თებერვალი 2025, 15:09
სპორტი
სპორტის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის სპორტის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.

13 თებერვალი 2025, 15:02
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში
ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტში ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტიის AfD-ს მიერ დარეგისტრირებულ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციას.

13 თებერვალი 2025, 14:38
საზოგადოება
ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა
ვანდალიზმის ფაქტი მცხეთის ჯვრის მონასტერში. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

13 თებერვალი 2025, 14:37
მსოფლიო
ილონ მასკი: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2018-2022 წლებში სააგენტო Reuters-ს 9 მილიონი დოლარი გადაუხადა
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ საინფორმაციო სააგენტო Reuters ამერიკის მთავრობამ ფართომასშტაბური სოციალური ტყუილისთვის მილიონობით დოლარი გადაუხადა.

13 თებერვალი 2025, 14:33
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: ე.ი. მათ პარტიულ ტელევიზიებს შეუძლიათ ათასნაირი სიბინძურე აფრქვიონ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ეს გამოაცხადონ დემოკრატიის მტრად
რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში დღეს იგეგმება, სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე. მათ შორის არიან მედიამფლობელები. პროექტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედიც“.

13 თებერვალი 2025, 14:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ
მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ასეთი ზეწოლა არსებობს, მაინც გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მხარს უჭერენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენული ერების ევროპა“ მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენის ფაქტის კომენტირებისას.

13 თებერვალი 2025, 14:31
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

13 თებერვალი 2025, 14:24
სამართალი
ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი მოწმის სტატუსით საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

13 თებერვალი 2025, 14:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო - ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა
ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” - მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!), - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.