გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

გივი მიქანაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, Julius Baer-ში გარკვეულ პერიოდამდე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება, ხოლო ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 29 აპრილს საყოველთაო სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ, ამხილა „დიფ სთეითი“ როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.
„ალბათ გარკვეულ ქრონოლოგიას უნდა მივყვეთ. გადარჩენილი აქტივები, როგორც ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გვამცნობენ, გადატანილ იქნა შვეიცარიულ ბანკში Julius Baer-ში და ფაქტობრივად ამ ბანკთან პრობლემები გარკვეულ პერიოდამდე არ იყო, ჩვეულებრივად ხორციელდებოდა გადარიცხვა და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუმცა თუკი ქრონოლოგიას მივაყოლებთ თვალს, გახსოვთ, რომ გასული წლის 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსთაველის გამზირზე დააანონსა და ჩაატარა საყოველთაო სახალხო შეკრება, რომელმაც სრული ლეგიტიმაცია მისცა და მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მმართველ გულს, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ეს პროცესები ახსოვს და ამ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მან მიმართა სრულიად საქართველოს, მთელ საზოგადოებას და მან ღიად და საჯაროდ, როგორც მას სჩვევია, ამხილა „დიფ სთეითი“ როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ძალიან გავლენიანი პირებისგან არის დაკომპლექტებული და ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, როგორ ცდილობს „დიფ სთეითი“ ჩაითრიოს საქართველო ომში და აქვს მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო ინსტიტუტებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებით ღიად გაჟღერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დავა საარბიტრაჟო სასამართლოებში მოიგო, თავის აქტივებთან დაკავშირებით, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის გარკვეული მითითებებით ხდებოდა ამ ყველაფრის დაბლოკვა.
„29 აპრილის შემდეგ, ძალიან მალევე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი ჯიმ ობრაიენი, რომელიც გახლავთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში და მან შეხვედრები გამართა საქართველოში და მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ არასწორი იყო საუბარი „დიფ სთეითის“ შესახებ და უფრო მეტიც, მან უკმაყოფილება გამოთქვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის მხრიდან და პარტიის ლიდერების მხრიდან „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან დახურულ შეხვედრებზე და არა მარტო მისგან, სხვა უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან.
სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ამ ვიზიტების და ამ განცხადებების შემდეგ, ცალსახად იკვეთება მეორე შვეიცარიული ბანკის მხრიდან გარკვეული ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა შეზღუდვა, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო და რეალურად ადამიანი, რომელიც ფლობს საკუთარ აქტივს და სურს, რომ განკარგოს ეს აქტივი, იმიტომ, რომ ეს მის ნება სურვილზეა დამოკიდებული, ეს უფლებები არა მარტო „კრედიტ სუისისგან“, უკვე ამ ჯერზე Julius Baer-ისგან შეეზღუდა და ჩვენ ვნახეთ როდესაც სრულიად უსამართლოდ, უსაფუძვლოდ და მიზანმიმართულად, ორმაგი სტანდარტებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუწესდა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან სანქციები, იქ უკვე ღიად იყო გაჟღერებული და მინიშნებები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დავა საარბიტრაჟო სასამართლოებში მოიგო თავის აქტივებთან დაკავშირებით „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, ფაქტობრივად გამოვლინდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გარკვეული მითითებებით ხდებოდა ამ ყველაფრის დაბლოკვა და ამის გაჟღერება მოხდა საჯაროდ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის ინტერესები მისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და არანაირი ფინანსური აქტივების თუ სხვა მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში, ის არასოდეს არ გადადგამს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს.
„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები კიდევ ვერ ჩასწვდნენ ბიძინა ივანიშვილის ხასიათს და ბუნებას. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ საჯაროდ და ღიად განაცხადა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები მისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და არანაირი ფინანსური აქტივების თუ სხვა მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში, ის არასოდეს არ გადადგამს საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯს“, - აღნიშნა მიქანაძემ.
ყველა სიახლე

08 თებერვალი 2025, 22:53
პოლიტიკა
ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები - როგორია მმართველი გუნდის პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი და დაუსაბუთებელი ბრალდებები.

08 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველი ძიუდოისტი მარიამ გულიაშვილი გენუის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია
იტალიის ქალაქ გენუაში კადეტთა ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირზე ძიუდოისტმა მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური ბრძოლა ესპანელ მეტოქესთან დათმო.

08 თებერვალი 2025, 21:31
სპორტი
ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერვედფინალში მან უკრაინელი მეტოქე 15:7 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 15:5 სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ სპორტსმენთან 15:10 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

08 თებერვალი 2025, 21:27
საზოგადოება
წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
წირვა ეკლესია-მონასტრებში, მსვლელობა და სხვადასხვა ღონისძიება - დღეს დავითობა აღინიშნა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია მონასტრებში წირვა აღევლინა.

08 თებერვალი 2025, 21:25
რეგიონი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს.

08 თებერვალი 2025, 20:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს ორმაგი სტანდარტია
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

08 თებერვალი 2025, 20:51
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას
საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

08 თებერვალი 2025, 20:31
სპორტი
ნათია თურნავა: საქართველოს ეროვნულ ბანკს კარგ ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, „ბაკურიანი 2025“-ს მივუძღვენით ვერცხლის საკოლექციო მონეტა
ჩვენ უკვე კარგ ტრადიციად გვექცა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მივუძღვნათ საკოლექციო მონეტები, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

08 თებერვალი 2025, 20:22
რეგიონი
„ოცნების ქალაქი“ - 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 1 077 ოჯახი, რომელიც ბინებს მიიღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყებისთვის სიმბოლური კაფსულა იმ ბავშვებთან ერთად ჩააგდო, რომლებიც უახლოეს მომავალში ახალ საცხოვრებელ ბინებს ელოდებიან.

08 თებერვალი 2025, 20:15
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუ „ევრო ნიუსთან“ „ქრონიკის“ ეთერში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრო ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მკაფიოდ თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ევრო კავშირის სრულფასოვანი წევრობა. პრემიერი გამოთქვამს იმედს, რომ მომდევნო წლებში მიდგომა საქართველოს მიმართ იქნება უფრო სამართლიანი.

08 თებერვალი 2025, 20:13
ეკონომიკა
ნათია თურნავა: არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც შენარჩუნდება
ჩვენი პროგნოზები ყოველთვის საკმაოდ პოზიტიური იყო, - განაცხადა საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ლარის კურსთან დაკავშირებით.

08 თებერვალი 2025, 20:04
რეგიონი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოშია. დღესვე, სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.

08 თებერვალი 2025, 19:42
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი და განსაკუთრებით, სტაბილური პერსპექტივა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

08 თებერვალი 2025, 19:30
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე: ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყამს სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება - მინდა მას გონიერებისკენ მოვუწოდო. მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან
„წლების განმავლობაში თავად გახლდით უფლებადამცველი და შეუძლებელია მზია ამაღლობელის საკითხი არ მაწუხებდეს. მინდა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ მეტი გონივრულობა გამოიჩინოს და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს. მაგრამ, უნდა ითქვას, ის, რომ მან ხელი დაარტყა სამართალდამცველს და ადამიანი, რომელიც ხელს დაარტყას სამართალდამცველს, საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდება. სინანული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარი გავაკეთოთ“.

08 თებერვალი 2025, 19:22
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განასახიერებდეს სტაბილურობას იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და რა თქმა უნდა, ჩვენს, აწ უკვე შევსებულ, 9 წევრიან სამეთვალყურეო საბჭოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

08 თებერვალი 2025, 19:14
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი - საქართველოს ხელისუფლებასთან ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა არავის გამოუვა
გიორგი გაბუნია „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება არის ნათელი დადასტურება უსამართლო და არათანმიმდევრული პოლიტიკის ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან.

08 თებერვალი 2025, 19:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე მოხვდეს
ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით ყურის ქვეყნებშიდაც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე ხვდებოდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს შუა დერეფნის როლზე საუბრისას.

08 თებერვალი 2025, 18:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ თავად ევროკავშირი გახდა ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის
ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენმა საზოგადოებამ არა მხოლოდ იცის, ასე გავიზარდეთ და ასე ვარსებობთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ, რომლის ნაწილიც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

08 თებერვალი 2025, 18:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან, არამედ უცხო მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
აშშ-ის საგარეო დახმარების სქემების შესახებ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

08 თებერვალი 2025, 18:52
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ ინიციატივებზე: მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას
ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას.