თემო წიქვაძე: Julius Baer-ი გვევლინება ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო დავალებების შესრულების მექანიზმად, რაც ვლინდება ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში

თემო წიქვაძე
ფოტო: Facebook
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად ვლინდება. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც ბანკს გაეგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, თუმცა ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ის დავასთან და სხვა შვეიცარული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი იჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარული ბანკის Julius Baer (რომელშიც გადატანილ იქნა Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.
კერძოდ, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე, ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ,,ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები.
ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.
სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“, - თემო წიქვაძე.
ყველა სიახლე

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 22:05
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა
სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა.

18 თებერვალი 2025, 22:03
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 21:49
საზოგადოება
ირაკლი რუხაძე: ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც „ქართული ოცნების“ პირობებში ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო
ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:36
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ
სააკაშვილის დროს 2 მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი, უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთმიათ, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:27
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო
ერთმა დიდმა ელჩმა მითხრა, არ მინდა სახელის დასახელება, რამდენ ქვეყანაში მიმუშავია და ასეთი პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ მე არ მინახავს, როგორიც თქვენ გყავთო, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:23
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა
მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკელების კვლევით, რომლებსაც მაინცდამაინც ეს მთავრობა არ უყვართ, ოცეულში არ ხვდება სასამართლო, როგორც პრობლემა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:17
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე „გირჩს“: ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?
ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?“, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:16
მსოფლიო
ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

18 თებერვალი 2025, 21:08
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას
„მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას [ივანიშვილს] წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას. ორგანიზაციულ ქცევაში, ორგანიზაცია იღებს ლიდერის როლს, ხასიათს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ნაკლებად იყო გარეული, ახლა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს მის გარეშე ვერ ნიშნავენ. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც, ეს მისი გუნდია, მაგრამ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რაც ამ კაცს აქვს და ის არ არის ბოროტი ადამიანი.

18 თებერვალი 2025, 21:01
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: დღეს რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეცალოს ქართულ პოლიტიკას, მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა არ იქნება, არაა სტაბილური და არც „ქართული ოცნების“ მდგომარეობა იქნება სტაბილური
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა რომ მოახერხოს და ჩვენ ვიყოთ მისი მადლიერები, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა სტაბილური, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 21:00
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: „ქართული ოცნება“ მომწონს, ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რატომ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს, ყველაფერი ჩემი თავის არ მომწონს „ქართული ოცნების“ კი არა და არ ნიშნავს, რომ არ მინდა უკეთესი იყოს
„ქართულ ოცნებას“ ფეხი რომ დაუცდეს, ბევრად უარეს საქართველოში ვიცხოვრებთ, ასე მგონია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

18 თებერვალი 2025, 20:56
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია
„ქართული ოცნების“ ნარატივი, არ მიმაჩნია რომ მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენად ხალხი უჭერს მხარს სწორია,- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ირაკლი რუხაძესთან ერთად სტუმრობისას

18 თებერვალი 2025, 20:51
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის
გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს მის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

18 თებერვალი 2025, 20:43
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

18 თებერვალი 2025, 20:03
მსოფლიო
ზელენსკი: არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე, ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო - უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 19:54
სპორტი
სპორტის მინისტრი თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გალინა ზრაჟევსკაია, რევაზ გამხოშვილი და გივი კახაბრიშვილი დაჯილდოვდნენ.