imedi /  21 იანვარი 2025, 23:35 / სანდო წყარო

ირაკლი რუხაძე: მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ დიდი ბიჭები ჩვენს გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს - არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს

ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე

მე ძალიან მიყვარს ამერიკა, უბრალოდ მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს თავის ინტერესს და არა საქართველოსას და ეს საქართველომ უნდა იცოდეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

„მე ევროპაც ძალიან მიყვარს, 3%-ში ვარ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში შესვლა. ზოგს ეს არ ადარდებს, მაგრამ მე მადარდებს, მე ძალიან მინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ალბათ ძალიან მენდომებოდა ვიყოთ ნატოს წევრი.

მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ დიდი ბიჭები ჩვენ გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს. მე არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა რუხაძემ.

მისი თქმით, უკრაინაში ომი არის „დიდი ბიჭების ფეხბურთის თამაში“.

„საქართველოს მომავალზე ძალიან დიდი გავლენა ექნება, რა მოხდება უკრაინაში. მგონია, რომ უკრაინა დიდი ბიჭების გარჩევის შუაში მოხვდა. ამას ბევრი ხალხი ამბობს. ვფიქრობ, დიდი ბიჭების გარჩევაში შეიძლებოდა უკრაინა გამომძვრალიყო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 20:03

მსოფლიო

ზელენსკი: არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე, ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო - უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 19:54

სპორტი

სპორტის მინისტრი თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გალინა ზრაჟევსკაია, რევაზ გამხოშვილი და გივი კახაბრიშვილი დაჯილდოვდნენ.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2025, 19:24

ეკონომიკა

ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოჭვირი

18 თებერვალი 2025, 19:18

ეკონომიკა

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა.

რომან კაკულია

18 თებერვალი 2025, 19:08

პოლიტიკა

რომან კაკულია: USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს

USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს.

რომან კაკულია

18 თებერვალი 2025, 18:54

პოლიტიკა

რომან კაკულია საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე: ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მთავარი გამოწვევა, ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება

ცხადია ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს აქვს, სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება და როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვრწმუნდებით ეს მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ასეა. ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესია ეს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას. გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 18:53

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში.

18 თებერვალი 2025, 18:50

რეგიონი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან

2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 18:26

მსოფლიო

ზელენსკი: პრობლემა ის არის, რომ დღეს აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ცდილობს, მოაწონოს თავი ვლადიმირ პუტინს, რათა სწრაფად მიაღწიოს მოლაპარაკებებში გარკვეულ შედეგს, თუმცა მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივიღოთ ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს აშშ-ში, რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება სტანდარტებს

ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია

ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

18 თებერვალი 2025, 18:17

ეკონომიკა

გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:10

პოლიტიკა

გივი მიქანაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა გაითავისოს, რომ ის, არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი, არამედ შეიძლება სამშობლოს მოღალატეც გახდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

18 თებერვალი 2025, 18:09

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

18 თებერვალი 2025, 17:57

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ ჩამოაყალიბონ საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 17:32

საზოგადოება

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.

ზურაბ ჩხაიძე

18 თებერვალი 2025, 17:31

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: ყოველდღიურად კეთდებოდა პროტოკოლური კვლევები, კლინიკის პირობებში გაგრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოუწოდებთ მის კოლეგებს, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ამის შემდეგ რატომღაც მაინც გამოჩნდნენ ე. წ. ვაიჟურნალისტები, რომლის სამიზნეც გახდა კლინიკა და კერძოდ მე. თუ ადამიანის ჯანმრთელობა გაწუხებს და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავ, ხელი უნდა შეუწყო, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ პროცესებს, აქ, ეტყობა იყო ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელსაც უნდოდათ მდგომარეობა მეტად გართულებულიყო“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

18 თებერვალი 2025, 17:21

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2025, 17:04

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე: ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

18 თებერვალი 2025, 16:55

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის

„ჩვენი ქვეყნები - საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი ყოფილიყვნენ“, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რაშად ნაბიევმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ.