22 იანვარი 2025, 15:14 / სანდო წყარო

სვიმონ ჯანგულაშვილი: ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს

სვიმონ ჯანგულაშვილი

სვიმონ ჯანგულაშვილი

დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს.

პირიქითა საქართველოში კი, ჟურნალისტს ლანძღავენ და სწუხან, კვესიტაძე-მელაძე-გრიგოლიას მსგავსი ისტერიკები რატომ არ მოუწყო რესპონდენტს…

„ათრია რუხაძემ ჟურნალისტიო“… პროფესიონალიზმს უწუნებენ - გეგონება, რომელიმე ნაცურ კანალიზაციაზე პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ერთი ჟურნალისტი მაინც ჰყავდეთ, ვინც ობიექტური, დაბალანსებული და დემოკრატიული ჟურნალისტიკის პრინციპებით მუშაობდეს…

ძვირფასებო და ტყაჭ-ნაცებო. მანდ პრობლემა ჟურნალისტის პროფესიონალიზმში კი არაა, არამედ, საქმე იმაშია, რომ ირაკლი რუხაძემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა, რომ მშვიდი და თუნდაც მწვავე დიალოგის პირობებში, თქვენ, ისტერიის, ნაცური პროპაგანდის, ტყუილებისა და წივილ-კივილის მეტი არგუმენტი არა გაქვთ არც ერთ საკითხში - არც არჩევნების, არც ომისა და მშვიდობის, არც რუსეთის, არც ევროპულ-ამერიკული არჩევანის, არც ძალადობის, არც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების, კორუფციის, მედიის და სიტყვის თავისუფლების, ნაცების და სააკაშვილის თემებში - თქვენ არ გაქვთ არგუმენტები, თქვენ არ ხართ მართლები.

მთელი ეს წივილ-კივილი იმიტომ გაქვთ, რომ გსურთ ისეთი არჩევნები, რომელშიც ნაცები - გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძე-მელია-ბოკუჩავა-სააკაშვილი და მათთან ქარტიებით და ათასი სისულელით, წინდაუხედავად და უგუნურად გაერთიანებული 2 პატარა პარტია გაიმარჯვებენ…

თქვენ იბრძვით უმცირესობაში მყოფი სადისტი ნაცების უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლისათვის.

მათ გენიტალიებზე აფარებული ლეღვის ფოთლები ხართ. და დამარცხდებით.

ამას ხედავთ და სამოქალაქო ომზეც კი მიდიხართ. უკადრებელს კადრულობთ.

ან თქვენ დამარცხდებით, ან საქართველო.

ღმერთის იმედი მაქვს, რომ საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ყველა სიახლე

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 18:53

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში.

18 თებერვალი 2025, 18:50

რეგიონი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან

2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 18:26

მსოფლიო

ზელენსკი: პრობლემა ის არის, რომ დღეს აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ცდილობს, მოაწონოს თავი ვლადიმირ პუტინს, რათა სწრაფად მიაღწიოს მოლაპარაკებებში გარკვეულ შედეგს, თუმცა მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია

ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივიღოთ ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს აშშ-ში, რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება სტანდარტებს

ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.

18 თებერვალი 2025, 18:17

ეკონომიკა

გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:10

პოლიტიკა

გივი მიქანაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა გაითავისოს, რომ ის, არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი, არამედ შეიძლება სამშობლოს მოღალატეც გახდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

18 თებერვალი 2025, 18:09

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

18 თებერვალი 2025, 17:57

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ ჩამოაყალიბონ საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 17:32

საზოგადოება

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.

ზურაბ ჩხაიძე

18 თებერვალი 2025, 17:31

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: ყოველდღიურად კეთდებოდა პროტოკოლური კვლევები, კლინიკის პირობებში გაგრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოუწოდებთ მის კოლეგებს, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ამის შემდეგ რატომღაც მაინც გამოჩნდნენ ე. წ. ვაიჟურნალისტები, რომლის სამიზნეც გახდა კლინიკა და კერძოდ მე. თუ ადამიანის ჯანმრთელობა გაწუხებს და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავ, ხელი უნდა შეუწყო, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ პროცესებს, აქ, ეტყობა იყო ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელსაც უნდოდათ მდგომარეობა მეტად გართულებულიყო“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

18 თებერვალი 2025, 17:21

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2025, 17:04

მსოფლიო

პუტინის თანაშემწე: ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

18 თებერვალი 2025, 16:55

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის

„ჩვენი ქვეყნები - საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი ყოფილიყვნენ“, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რაშად ნაბიევმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

18 თებერვალი 2025, 16:51

მსოფლიო

აშშ-მა და რუსეთმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს. შეხვედრა 4,5 საათს გაგრძელდა

აშშ-მა და რუსეთმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს. შეხვედრა 4,5 საათს გაგრძელდა.

18 თებერვალი 2025, 16:39

ტექნოლოგიები

კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა

ფოტოზე ჩანს მზე, მთვარე და კოსმოსური აპარატის ელემენტები. ასევე, ფოტოში მოჩანს ანტენები დედამიწასთან კავშირის დამყარებისთვის და LEXI-ის ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსური ამინდის დადგენისთვის იყენებენ.

18 თებერვალი 2025, 16:38

ტექნოლოგიები

რისი სურნელი აქვთ ძველი ეგვიპტის მუმიებს - მეცნიერების ახალი კვლევა

დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ეგვიპტის მუმიებს ხის (78%), სანელებლების (67%) და მოტკბო (56%) არომატები აქვთ, - კვლევა Journal of the American Chemical Society-შია გამოქვეყნებული. მეცნიერების თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ საკმევლის არომატიც დაიჭირეს. მუმიების არომატების შესწავლისას მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტული, ასევე სენსორული მეთოდი.

18 თებერვალი 2025, 16:23

სპორტი

საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

სერბეთში IMMAF-ის ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა.

18 თებერვალი 2025, 16:17

მსოფლიო

რომის პაპის საავადმყოფოში მოხვდა. მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ექიმებს მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა მოუხდათ

რომის პაპის საავადმყოფოში მოხვდა. მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ექიმებს მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა მოუხდათ.

18 თებერვალი 2025, 16:16

რეგიონი

ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

გორის მერიის ინფორმაციით, ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.