22 იანვარი 2025, 18:17 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: საელჩოები წარმოადგენენ ქვეყნის სახეს და იმ ქვეყნის წარმომადგენლობაზე აღმართული უნდა იყოს სწორედ იმ ქვეყნის დროშა და არა რაღაც ისეთი სიმბოლოები, რაც დროშასთან მიმართებაში შეიძლება გაუგებრობას იწვევს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

საელჩოები წარმოადგენენ ქვეყნის სახეს და იმ ქვეყნის წარმომადგენლობაზე აღმართული უნდა იყოს სწორედ იმ ქვეყნის დროშა და არა რაღაც ისეთი სიმბოლოები, რაც დროშასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ გაუგებრობას იწვევს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, ამერიკის დამოკიდებულება საკუთარი დროშისადმი მისაბაძი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

„საქმე იმაშია, რომ აშშ ძალიან სერიოზულად უყურებს ისეთ სახელმწიფო ატრიბუტიკებს და ნიშნებს, როგორიც არის დროშა. არაერთი სახლის ზღურბლზე არის გადმოკიდებული შეერთებული შტატების დროშა. ბევრი ადამიანი ამ დროშას სხვანაირად მიაგებს პატივს და მათთვის პატრიოტობის გრძნობის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ გრძნობის დაბრუნებას, განვითარებას და იმ დონეზე აყვანას, რომელიც შეეფერება ნებისმიერ სახელმწიფოს დროშის მიმართ პატივისცემის გამო. როდესაც საელჩო არის ამა თუ იმ ქვეყანაში, თავისთავად ცხადია, ის წარმოადგენს იმ ქვეყნის სახეს და იმ ქვეყნის წარმომადგენელობაზე აღმართული უნდა იყოს სწორედ იმ ქვეყნის დროშა და არა რაღაც ისეთი სიმბოლოები, რაც დროშასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ გაუგებრობას იწვევს. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ დროშასთან ეს დამოკიდებულება ალბათ სამაგალითო უნდა იყოს სხვებისთვისაც და სამწუხაროდ ჩვენთვისაც, ვინაიდან ჩვენთან მოხდა დროშის გაბაიბურება, იმ გაგებით, რომ ნებისმიერ მომენტში ადამიანებს ხან თავზე ახურავთ, ხან კაბად აქვთ შემოხვეული ეს დროშის ატრიბუტები. ვერ იგებენ იმას, თუ რა დანიშნულება გააჩნია დროშას და უფრო მეტიც, გარკვეულმა პოლიტიკურმა წრეებმა სცადეს, რომ დროშა მიეტაცებინათ თავიანთი პირადი სარგებლობისათვის და დროშას ექცევიან უპატივცემულოდ“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი დროშის განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას.

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

14 თებერვალი 2025, 12:18

მსოფლიო

ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

14 თებერვალი 2025, 12:02

კულტურა

2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

გიორგი აბაშიშვილი

14 თებერვალი 2025, 11:42

პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

ტომას მასი

14 თებერვალი 2025, 11:38

მსოფლიო

კონგრესმენი ტომას მასი: USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ

აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

14 თებერვალი 2025, 11:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

14 თებერვალი 2025, 11:08

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?

„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 11:05

საზოგადოება

სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

14 თებერვალი 2025, 10:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45

საზოგადოება

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

პიტ ჰეგსეტი

14 თებერვალი 2025, 10:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36

ტაბლოიდი

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება

8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

ნათია თურნავა

14 თებერვალი 2025, 10:36

ეკონომიკა

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.

ზურაბ ქადაგიძე

14 თებერვალი 2025, 10:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეზე: კიდევ კარგი სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რომან გოცირიძის მიერ, სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს აქვეყნებს და ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 09:59

მსოფლიო

ზელენსკის მრჩეველი: უკრაინა რუსეთთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრას არ აპირებს.

კაია კალასი

14 თებერვალი 2025, 09:55

მსოფლიო

კაია კალასი: თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს, ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები

ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ევროპის ზურგს უკან წარმართვა დაუშვებელია და რომ პროცესში ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანვე ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც და აღნიშნა რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფერი უნდა გამოირიცხოს.

14 თებერვალი 2025, 09:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რიჩარდ გრენელი

14 თებერვალი 2025, 09:29

მსოფლიო

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი: რუმინეთის არჩევნებში ჩაერია ბაიდენი USAID-ის მეშვეობით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერია. როგორც ტრამპის მრჩეველი აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაცია რუმინულ არჩევნებში USAID-ის სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ერეოდა.